მოკლედ ასეთი რამ გადამხდა თავს...
ინტერნეტში გავიცანი გოგო.. მე ზოგადად არ ვჩქარობ ხოლმე ინტერნეტ ნაცნობობის მალევე რეალში გადაყვანას, მირჩევნია კარგად გავიცნო ადამიანი და მერე დავუახლოვდე უფრო მეტად..
საკმაოდ საინტერესო საუბრები გვქონდა, ბევრი საერთო ინტერესი აღმოგვაჩნდა.. თითქმის უსიტყვოდ ვუგებდით ერთმანეთს.. ამასთან ერთად ფიზიკურადაც მოგვწონდა ერთმანეთი... მოკლედ, ერთი შეხედვით ყველა წინაპირობა არსებობდა იმისთვის, რომ ჩვენგან იდეალური წყვილი გამოსულიყო..
დადგა ის დროც, როცა შევთანხმდით შეხვედრაზე და კაფეში დავპატიჟე.. შევთავაზე სახლში გამოგივლი მანქანით თქო და ისიც დათანხმდა..
მივაკითხე სახლში, ჩამოვიდა ეზოში, მე კი სადარბაზოსთან დავხვდი.. პაემანზე ჩემი ვაზ-2106-ით ვიყავი მისული... როცა მანქანამდე მივედით, მარჯვენა კარი გავუღე და დაჯდომა შევთავაზე... გოგოს სახე შეეცვალა, აშკარა იმედგაცრუება წავიკითხე მის თვალებში.. ერთი კი გამოცრა, ამით მივდივართ კაფეშიო? მე ვუპასუხე, ჰო რა მოხდა მეთქი... ის კი მიტრიალდა და აბრუნდა სახლში.. მე ცოტა ხანი ვერ მივხვდი რა მოხდა, რა შეიძლება წყენოდა თქო? დავურეკე მობილურზე და გამითიშა..
მოკლედ დავრჩი ასე გაოცებული და სიმართლეს გეტყვით, შეურაცხყოფილიც კი..
P.S. ფერლადორ, აცოცხლე თემა, რეალური ისტორიაა... და მე თუ მკითხავ, არც სმარტფონების და შეყვარებულების შესახებ უნდა დაგეხურა თემა..