http://geodigest.ge/?menuid=2&id=2088&lang=1ნიკა მელია – ყველა ბავშვს გაუმარჯოს, მაგრამ....ნაცმოძრაობის ერთერთი ლიდერი ნიკა მელია დინამო–არენაზე მომხდარს ეხმიანება, სადაც პრემიერის შვილები ბარსელონას სუპერვარსკვლავებისგან ავტოგრაფებს იღებდნენ. "ჯორჯიან დაიჯესტი" მელიას მიმართვას უცვლელად გთავაზობთ: "სტადიონზე 200 მდე ბავშვი სექტორებს შორის იდგა და ბარსელონას ფეხბურთელებთან მიახლოებაზე ოცნებობდნენ. გულში ალბათ
იცოდნენ, რომ ეს ოცნება იყო და მხოლოდ ფოტოგადაღებებით უნდა
შემოფარგლულიყვნენ.
ამ დროს 200 მდე ბავშვმა დაინახა როგორ გამოიყვანეს კოსტუმებიანმა ოტრაკებმა პრემიერ მინისტრისა და მინისტრების ბავშვები და ავტოგრაფები ჩაწყობით ააღებინეს.
ბავშვი ბავშვია და ბევრ რამეს ვერ ხვდება, ყველა ბავშვს გაუმარჯოს, მაგრამ ყველა იმ ბავშვის მამას რომელმაც სხვისი ბავშვების დასანახად საკუთარ ბავშვებს 'თბილისურად' საქმე ჩაუწყო - უკანალზე ერთი კარგი ფეხსაცმლის ჭვინტი მოუხდებოდა!" – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

-------------------------------------
თქვენს ბავშვს მისცა ავტოგრაფი მესიმ?...