#44372039 · 21 Apr 2015, 10:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შეიძლება დაგვიანებულია მაგრამ მაინც დავწერ ჩემებურ ანალიზს მწირის და მწყემსი ქალის საუბრის ანალიზს
მწირის და მწყემსი ქალის საუბრის მიზანია დაგვანახოს ორ სამყაროს შორის ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება, მწყემსი ქალი არის ხორციელი სამყაროს წარმომადგენელი, რომელიც დამშვენებულია მისი ყველა სილამაზითა და ნიჭით, რაც შეიძლება მიანიჭოს ადამიანს ბუნებამ, ხოლო მწირი არის ადამიანი, რომელიც სულიერი სამყაროს ქადაგებს. ამ ორი ურთიერთ საპირისპირო მხარის ერთად შეყრამ გამოიწვია მათი საუბარი და განსჯა ერთმანეთის ცხოვრების, როგორც მწირი არის მოწყვეტილი ხორციელ სამყაროს და მას უკვე აღას აინტერესებს მისი ყველა ვნებანი და ცდილობს დღედაღამ იზრუნოს მხოლოდ თავისი სულის ცხონებისათვის მაინც ეჭვებშია, იგი როგორც წინა სტროფებში ჩანს ამოწმებს საკუთარი თავის სულიერებას ეს ამტკიცებს მხოლოდ იმას, რომ ბოლომდე მაინც არ არის ხორციელ სამყაროს მოწყვეტილი და ხორციელი ეჭვი რომელიც ისე ადვილი მოსაშორებეია მისთვის აძლევს იმის ილუზიას, რომ თითქოს მის ცხოვრებაში სულიერება არის უმაღლეს დონეზე. მაგრამ ნამდვილი განსაცდელი მას როდესაც მოევლინა პირმშვენიერი ქალის სახით, რომელიც შველას ითხოვდა თითქოს ბუნებრივად მიიჩნია მასთან თავი შეექო იმით, რომ მწირი უკვე მრავალი წელია ადამიანთა სამყაროს გამოეთხოვა და მასთან ყველანაირი კავშირი გაწყვეტილი აქვს, რაც ჩემი აზრით შეიძლება ამპარტავნულადაც კი გამოუვიდა მწირს, ვინაიდან მისთვის, როგორც ადამიანისთვის რომელიც ხორციელ ცხოვრებას ეწეოდა და შემდეგ მოინდომა სულიერი მდგომარეობისთვის ებრძოლა უნდა გამოეჩინა მეტი მახვილგონიერება და არ უნდა დაეკარგა ის აზრი, რომ ხორციელ სამყაროს არ ესმის მისი განდეგილობის, რაზეც შეიძლება ითქვას რომ ბუნებრივი იყო მწყემსი ქალის შეკითხვა რომ როგორ ძლებს იგი წუთისოფლის გარეშე, სადაც ამდენი სიტკბოებაა, ამდენი სიხარული და სინანული, ბედნიერება დაუბედურება, რაზეც მისდა გასაკვირად მწირმა უპასუხა, რომ სულის სახსნელი გზა მხოლოდ მას"უბედურს" ერგო წილად, ამ ერთ სიტყვაში უეცრად ბერმა სინანული ამოიკითხა და გაოცდა, მას ეს სიტყვა იმდენად ბუნებრივი ეგონა, საკუთარ თავს რომ უბედურს უწოდებდა, რომ არც კი დაფიქრებულა აქამდე ამ სიტყვაზე, არადა ადამიანს რომელსაც შარავანდედი არტყია თავს სინანულის გრძნობა არ უნდა გასჩენოდა ხორციელი სამყაროს მიტოვებისათვის, ხოლო როცა გააცნობიერა მას სირცხვილის გრძნობა დაეუფლა და ცდილობდა თავი ემართლებინა, რაც უკვე დაგვიანებული იყო.
|