გმარჯობათ, ქირავდება ფართი ყოფილ მერვე საავადმყოფოსთან , გუდამაყრის ქუჩაზე, საავადმყოფოს ერთადადერთი შესასვლელის ზუსტად მოპირდაპირედ, ქუჩის პირას.
ახლა ორიოდ სიტყვით საავადმყოფოზე რათა აგიხსნათ ფართის პერსპექტიულობა
მერვე საავადმყოფო გადაეცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს 3 წლის წინ, უნივერსიტეტმა საავადმყოფო დაკეტა და გაუშვეა რემონტზე, დღეს დღეისობით საავადმყოფოს რემონტი დასრულებულია, ულტრა თანამედროვე აპარატურა შეტანილია, ექიმებისა და ადმინისტრაციის სრული შემადგენლობა დაკომპლექტებულია, ოფიციალური გახსნის დღედ გამოცხადდა ამაწლის 25 მარტი, აქვს ემერჯენსი, ასევე მთლიან სართულზე განთავსდება სამშობიარო, საავადმყოფო არის 200 საწოლზე გათვლილი.
ახლა ფართის შესახებ:
ჩემი ფართი მთლიანად 172 კვადრატულია, რომლის ერთ ცალკე გამოყოფილ ნაწილს ვაქირავებ, ფართის კვადრატულობა შეადგენს 22 -ს , ქირის ფასია 800 ლარი
არ გავაქირავებ სასურსათო მაღაზიად რადგან სასურსათო მაღაზია მე თითონ ავამუშავე 40 კვადრატში და შესაბამისად გვერდით სასურსათოდ არავის მივაქირავებ.
ფართში არ არის ევრო რემონტი, თუმცა ნორმალურ ვიზუალურ მდგომარეობაშია, ქუჩის მხარეს აქვს ვიტრაჟი. უყურებს პირდაპირ მერვე საავადმყოფოს ერთადერთ შესასვლელს.
მოძრავი ადგილია ხალხის და ავტომობილების მხრივ, თუმცა საავადმყოფოს გახსნისთანავე ალბათ წარმოდგენა გაქვთ რა დონის მოძრავი ადგილი იქნება.
არის საერთო წყლისა და ტუალეტის საშუალებაც, არის შუქი , არ არის გაზი ობიექტზე.
ამავე 172 კვადრატში ვაქირავებ თონესა და საცხობსაც, 20 კვადრატული
აშენებულია კარგი თონე, რომელსაც სჭირდება სპირალი დენზე სამუშაოდ, დგას სამ "კამფორკიანი" ძველი ფეჩი რომელიც მუშაობს კარგად, ყველანაირი ფაზიანი გაყვანილობა რომ თონემ და ფეჩმა იმუშაოს არის გაყვანილი. ასევე დგას მაცივარი , ცომის მოსაზელი დიდი მაგიდა, არის ონკანი, ტუალეტი აქაც საერთო მოხმარებისაა , ფასი 500 ლარი
* * *
ბიზნეს ფორუმი
ქლოსედ