გამარჯობათ ხალხნო
ვერანაირად ვერ ვნახე ინტერნეტში სრულფასოვანი ინგლისურ ქართული ლექსიკონი. და იქნებ თქვენ გქონდეთ ინფორმაცია ან ონლაინ ან ოფლაინ ვერსია თუა სადმე.
ეს საიტები არ მაინტერესებს
www.translate.ge/ Lexicon.ge dictionary.ge/en/ ამ უკანასკნელზე სიტყვის მნიშვნელობა რომ გაიგო ფული უნდა გადაიხადო
ეხლა რატო გეკითხებით
გადავწყვიტე უანგაროდ შევადგინო სრულყოფილი (40 000 სიტყვიანი) ინგლისურ ქართული ლექსიკონის ოფლაინ ვერსია. ალბათ ხვდებით რომელი წიგნის გამოყენებასაც ვაპირებ. იმედია ავტორები არ მიჩივლებენ
ოღონდ ეხლა ვფიქრობ იქნებ დასკანერება სჯობს. აბი ფაინ რიდერის ქართული ამოცნობის სისტემა საერთოდ იდიოტურია. ამიტო ქართულს ან ავკრეფ კლავიატურაზე მე თვითონ ან დავასკანერებ, გადავიყვან პედეეფში და შევკრავ ერთ ფაილად, ინგლისურს ამოვაცნობინებ microsoft document imaging-ს დაბოლოს, ინგლისურ სიტყვებს მივაბამ დასკანერებულ ქართულ სიტყვებს.
ე.ი. სიტყვის დასერჩვის დროს რომ ჩავწერთ სერჩის გრაფაში რაიმე ინგლისურ ვორდის ფორმატის სიტყვას სისტემა ამოაგდებს ამ სიტყვასთან მიბმულ სკანირებულ ქართულ სიტვებს თუ წინადადებებს.
ჩნდება კითხვა რომელი პროგრამით გავხსნი?