"ზნატოკებს" გიწვევთ ამ თემაში
უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება, რომ:
- თქვენ არ ხართ მიკერძოებული და მხოლოდ სიმართლე გაინტერესებთ, რაც არ უნდა მწარე და მოულოდნელი იყოს ეს სიმართლე თქვენთვის
- გეხერხებათ ლოგიკური მსჯელობა
- არ დაუშვებთ ფანტაზიორობას, ჭორაობას ან სხვისი ჭორების გავრცელებას,
დაივიწყეთ "საფერფლე ესროლა საფეთქელში" ან "პულემიოტი ხია ყურისძირში",
თელავში მკვლელობის ვერსიაც დაივიწყეთ (ჯერ-ჯერობით მაინც)
- დაეყრდენით ფაქტებს და თუ მაინც გამოთქვამთ თქვენს საკუთარ ვარაუდს თუ ვერსიას - ეს მხოლოდ ფაქტებს უნდა ეყრდნობოდეს და გონივრულ მსჯელობას, ლოგიკას
- ერთად გავიხსენოთ ფაქტები, რაც ამ მომენტისთვის უტყუარად ცნობილია
- დავასახელოთ ეჭვებიც, რაც არაა ცალსახად დადასტურებული და არც უარყოფილი, მაგრამ მივუთითოთ, რომ ეს ეჭვებია და ვითხოვოთ დახმარება ერთმანეთისაგან - დასაბუთება/უარყოფა/წყაროს მოძიება
კიტოვანის და მსგავსი "გენერლების" ვერსიები წყაროდ არ ჩაითვლება
მაშ ასე, ვაცხადებ რა პრეტენზიას, რომ ვაკმაყოფილებ ზემოთჩამოთვლილ მოთხოვნებს,
ვიწყებ სუფთა ფურცლიდან და ფაქტებიდან
ქვემოდან ზემოთ, და არა პირიქით
ანუ - ვერსიის აგებას ფაქტებზე დაყრდობით
და არა ფაქტების დამახინჯება-გაყალბებას უკვე ჩამოყალიბებული ვერსიის, რწმენის შესაბამისად
ის რაც უტყუარია და ეჭვშეუტანელი ამ ეტაპზე:
ჟვანიას დაცვის წევრებმა, ძაძამიამ და ხარშილაძემ სასამართლო პროცესზე აღიარეს, რომ
იუსუპოვის ცხედარი ბინიდან გამოიტანეს, მაგრამ მერე გადაიფიქრეს და ისევ დააბრუნეს უკან
http://www.tabula.ge/ge/story/92188-dzadza...-xnit-gavitanetგამოდის, რომ დაცვის წევრები ცრუობდნენ ლამის ათი წლის განმავლობაში. რამ აიძულათ
დღეს ამის გამხელა?
როგორც ჩანს, აქამდე არავის დაუსვამს მათთვის კითხვა, რატომ იყო ამდენი შეუსაბამობა მათ ნაამბობში,
ან - დაუსვეს და მიიჩქმალა
როცა პასუხი მოსთხოვეს ამ აბდაუბდებზე - იძულებული გახდნენ, გაემხილათ ის, რასაც მანამდე
მალავდნენ
აქედან დასკვნა - მოწმეები ცრუობდნენ, გამოძიებამ მიიღო ეს აშარად ცრუ ვერსია და შესაბამისად, გამოძიებაც ამ ნაწილში გაყალბებულია
(ვვარაუდობ, რომ არც ამჯერად ამბობენ სიმართლეს და თანდათან უფრო გაიბლანდებიან
თავის სიცრუეში - დრო გვიჩვენებს)
ეს ფაქტია
მაშინ გონივრულია ვარაუდი, რომ მოწმეები სხვა დროსაც ცრუობდნენ და გამოძიება
სხვა ნაწილშიც შეიძლება იყოს გაყალბებული
ჯერ-ჯერობით, ჩემი ეჭვები არ სცდება დაცვის წევრებს და ნაწილობრივ - გამოძიებას.
შეიძლება, არც წავიდეს ამის იქით, მაგრამ ნაცები თავად არ ისვენებენ, რაც ჩემთვის პირადად მთლად გასაგები არაა
ნაცებო, მოეშვით
თავს ნუ იმართლებთ, თუ მართლები ხართ
მე ხომ არაფერს გაბრალებთ
დაცვას მივხედოთ, დაცვას
წყაროების მოძიება მჭირდება შემდეგ საკითხებზე:
1 მართლა ჩატარდა თუ არა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის დროსაც
დაცვის წევრმა ვერ შეაღწია ბინაში იმდაგვარად, როგორც ამას თავის ჩვენებაში აღწერდა,
ამ ექსპერიმენტის დოკუმენტირებული მასალები თუ არსებობს
2 მართლა შეიცვალა თუ არა დაცვის წევრების მიერ მიცემულ პირველ ჩვენებაში იმ მაღაზიის დასახელება, სადაც დაცვის წევრებმა, მათივე თქმით, შეიძინეს პროდუქტები
3 მართლა გახსნა თუ არა იმავე დილას ხარშილაძემ ჟვანიას სეიფი მისი პარტიის ვაშლიჯვარის ოფისში
ამის შესახებ ისაუბრეს გარდაცვლილის ძმამ და მეუღლემ, მაგრამ ორივე მხარეა და ამიტომ, ჩემივე შემოთავაზებული კრიტერიუმების მიხედვით, ვერ ჩაითვლება უტყუარ ფაქტად
This post has been edited by crocodile on 12 Feb 2015, 21:34
ღმერთი ბჭობდა, კაცი იცინოდა. (C) crocodile
We fight, get beat, rise, and fight again (Nathanael Greene)