#43809485 · 19 Feb 2015, 14:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქართულ ფსიქოლოგიაში წარმოქმნილმა ტერმინმა საკმაო დროა დაიმკვიდრა ადგილი ცხოვრებისეულ პრაქტიკაში. ჩვენ ქვეყანაში გაგებით მოკიდების დიდი ტრადიციებია... ნებისმიერ პრობლემას ჩვენ ვეკიდებით გაგებით, იმ შემთხვევაშიაც, როცა ჩვენ გაგებით გვიკიდებენ...
ამიტომაც ქვეყანაში ძალზე დროულად, დაგვიანებულიცაა, იქმნება გაგებით მოკიდების ფსიქოანალიზის ორგანიზაცია... სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
გმ (გაგებით მოკიდების)-ს საერთაშორისო გამოცდილების ჯგუფი; გმ-ს ზემოქმედება საქართველოს ევროპულ არჩევანზე; გმ-ს ზემოქმედება მაპ-ზე; გმ-ს კავშირი რუსეთს ჩვენი ეშინიაზე; გმ- და ეროვნული ეკონომიკა; გმ და ეროვნული ვალუტა; ყველაზე გამგები ერი- ქართველი! რას უშვება გმ ხალხს; და ა.შ.
ვიწვევთ, ყველას, ვინ ჩართული იყო გაგებით მოკიდების კომპანიაში და გაგებით ეკიდებოდა, 1980-იანი წლებიდან განვითარებულ პროცესებს ჩვენ ქვეყანაში. ორგანიზაცია უაღრესად მადლობელი დაგრჩებათ, თუ მოგვაწვდით გაგებით მოკიდების ცალკეულ მაგალითებს, მათ შორის ხალხური შემოქმედებიდანაც....
ანალიზის შედეგები, ცალკეული ნაშრომები, სტატისტიკა და სხვა მონაცემები დაიდება ამ თემაში და გავრცელდება საყოველთაოდ. ამასთან სპეციალისტთა ჯგუფი მუშაობს სახელმძღვანელოზე : "როგორ მოვეკიდოთ გაგებით" გთხოვთ თქვენც გაგებით მოეკიდოთ ჩვენ ინიციატივას...
არასამთავრობო ორგანიზაცია " ეროვნული გაგებით მოკიდება" იმედი გვაქვს თქვენი აქტიურობისა!
This post has been edited by lanchkhutis guria on 19 Feb 2015, 15:17
--------------------
სადა ხარ, სად მოგზაურობ.........
|