ეს გახლავთ შედეგი იმის ვისაც გიხაროდათ მაედანი და რუსეთის დაშლა...
რუსეთთან ერთად ყველა ვიშლებით...
ხოლო ვისაც რუსეთის დაშლა გიხარიათ თქვენი წუწუნი არ გავიგო ლარის გაუფასურებაზე და არც იმაზე რუსეთთან ერთად ჩვენც რომ ჩამოვიშლებით.....რუსეთს მაინც ვერ მოშლიან ჩვენ კი კარგად ვიზარალებთ....
ამის ფონზე აზერბაიჯანი ალბათ გაზსაც გაგვიძვირებს.....უკვე ხო ქონდათ ერთი მცდელობა, მაგრამ ანგარიში გაგვიწიეს...
ამ სიტუაციაში რამდენად გაგვიწევენ ?!....
აქ დაიწერა გაზი უკვე გაძვირდა გასამართ სადგურზეო......
როდის ვწერდი ჯერ კიდევ ამ ყველაფერზე რომ რუსეთზე სანქციები მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეს ჩაითრევდა...
მანათის დაცემამ აზერბაიჯანში პანიკა გამოიწვიაhttp://pia.ge/show_news.php?id=35050&lang=geoაზერბაიჯანში ეროვნული ვალუტის ჩამოშლის ფონზე, ყველაზე შესამჩნევად ფასების ზრდა სიგარეტზე აისახა, რამდენადაც ზოგიერთ ადგილას სიგარეტი ორჯერ გაძვირდა.
როგორც აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო contact.az იტყობინება, ფასების მკვეთრი ზრდის მოლოდინის გამო ბევრ სუპერმარკეტში მოსახლეობის მხრიდან პირველადი მოხმარების საგნების მსხვილი შენაძენი დაფიქსირდა, ხოლო რამდენიმე მაღაზია დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით საერთოდ დაიხურა.
მკვეთრად ავარდა ფასები ავიაბილეთებზეც. სააგენტოს ცნობით, ბაქო-სტამბოლი-ბაქოს ავიარეიზე ბილეთის ფასი 260-დან 340 მანათამდე, ხოლო ბაქო-მოსკოვი-ბაქოს ავიარეისებზე 350-დან 470 მანათამდე გაიზარდა. ამასთან, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ტურისტულ პაკეტებზე ფასების ზრდა გარდაუვალია.
რაც შეეხება ფარმაცევტულ ბაზარს, აზერბაიჯანში ფარმაცევტული პროდუქცია ძირითადად იმპორტულია, შესაბამისად contact.az-ის ინფორმაციით, რამდენიმე აფთიაქი დაიკეტა.
ეროვნული ვალუტის დევალვაციის გამო ოპოზიციამ აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი მკაცრად გააკრიტიკა. პარტია „აზერბაიჯანის ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა ალი ქერიმლიმ ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებებს „ეროვნულ დონეზე ხალხის ძარცვა“ უწოდა.
„ჯერ კიდევ გუშინ აზერბაიჯანულ ბანკებში მოქალაქეთა დეპოზიტები - 4 მილიარდი მანათი 5 მილიარდი დოლარის ექვივალენტური იყო, დღეს კი 4 მილიარდ დოლარზე ნაკლებია“, - განაცხადა ქერიმლიმ.
მოძრაობა „რესპუბლიკური ალტერნატივის“ აღმასრულებელი მდივანი ექსპერტ-ეკონომისტი ნათიღ ჯაფარლი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებები ქვეყანაში „დოლარიზაციას“ იწვევს.
„უძრავი ქონება, ავტომობილები, ოქრო, ავეჯი - კვლავ დოლარში გაიყიდება“, - აღნიშნა ჯაფარლიმ.
ცნობისთვის, მანათის კურსი ერთი დღე-ღამის განმავლობაში დოლართან მიმართებაში თითქმის 33.5 %-ით, ხოლო ევროსთან მიმართებაში 30%-ით დაეცა. 21 თებერვლის ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 აშშ დოლარი 1.05 მანათი, ხოლო 1 ევრო 1.19 მანათი ღირს. 20 თებერვალს 1 დოლარი 0.78 მანათი ღირდა.
This post has been edited by kvarkvare on 22 Feb 2015, 21:30