მოგესალმებით ძვირფასო ფორუმელებო...
გთავაზობთ კიდევ ერთ საჭირო და საკმაოდ მოთხოვნად სერვისს, რომელიც საკმაოდ რთულად ხელმისაწვდომი გახდა ჩვენს ქალაქში (და არა მარტო ჩვენს ქალაქში

)
...ქიმიური მეტალიზაცია... ე.წ. "ქ რ ო მ ი რ ე ბ ა" ... მეთოდი რომელიც არის "გალვანიზაციის" ერთ-ერთი პირველი ალტერნაივული საშუალება...
ასევე ვეცდები მცირეოდენით მაინც შეგიქმნათ წარმოდგენა რა სხვაობა და რა პლიუს-მინუსებია "გალვანიკა"- სა და ქიმიურ მეტალიზაციას შორის...
პლიუსები:
1. შედარებით (გაცილებით) დაბალი ფასი;
2. შეკვეთის შესრულების მოკლე ვადა;
3. შეუზღუდავი მასალა და ზედაპირი - (ყველანაირი მეტალი, პლასტიკი, მინა, ხე, ტყავი, თაბაშირი, კერამიკა და ა.შ.);
(გალვანიზაციით ხდება მხოლოდ მეტალის "ქრომირება" და ისიც ყველასი არა)...რათქმაუნდა არსებობს კიდევ "გალვანო-პლასტიკა",
რომლის საშუალებითაც შესაძლებელია უამრავი ზედაპირის მეტალიზაცია, თუმცა იმდენად ძვირადღირებული და რთული ტექნოლოგიაა, რომ....

4. შეუზღუდავი ფერი (ფერადი ქრომი, 7 ძირითადი ფერი + ოქრო + სპილენძი და ა.შ.);
5. გრადაციის შესაძლებლობა + აეროგრაფია;
6. არის ეკოლოგიურად სუფთა; (ძირითადი შემადგენელი ნაწილია ვერცხლი);
7. შესაძლებელია ნებისმიერი ზომისა და მოცულობის ნაკეთობის "ქრომირება", იქნება ეს ქანდაკება, მონუმენტი თუ ავტომობილის მთლიანი ძარა...
...გალვანიზების მეთოდით (მითუმეტეს საქართველოში) თითქმის შეუძლებელია მსგავსი ზომის "ნივთების" "ქრომირება"...
8. მისი გამოყენება შეიძლება როგორც ინტერიერში ასევე მის გარეთ, ვერ აზიანებს ვერც კლიმატური პირობები დავერც ბუნებრივი მოვლენები (წვიმა, თოვლი, ყინვა, მზე)
...რაც იძლევა ძალიან "ძვირფასი" და ლამაზი სარეკლამო აბრების და ლოგოების თუ ფასადის დეტალების "ქრომირების" საშუალებას...
მინუსები:
1. მაღალი ტემპერატურა - არ არის სასურველი 100-120 გრადუს ცელსიუსზე მაღალ ტემპერატურაზე მისი მოხმარება...
...ქიმიური მასალების მწარმოებელი იუწყება, რომ შესაძლებელია მისი 170 გრადუსამდე გაცხელება დაუზიანებლად, თუმცა
მცირე ხნით და არა მუდმივად მაღალ ტემპერატურაზე მომუშავე დეტალებზე. როგორიც არის ავტომობილის ძრავი, მაყუჩი და ა.შ.
2. არ არის რეკომენდირებული ქიმიური მეტალიზაციის მეთოდით ისეთი დეტალების "ქრომირება", რომლებზეც მუმივად ხდება ძლიერი
ზემოქმედება, ხახუნი როგორებიცაა მაგალითად ჩარხ-დანადგარები, "ცეპები" (ჯაჭვები),ავტომობილის სატერფულები ("პედლები") და ა.შ.
რაც შეეხება მომსახურების ღირებულებას, შევეცდები ზოგადი ინფორმაცია მოგაწოდოთ თუ რა ეღირება
სხვადასხვა (ყველაზე მოთხოვნადი დეტალების) "ქრომირება" და რა პრინციპით ხდება "ქრომირების" ღირებულების დაანგარიშება.
მაგალითისთვის ავიღოთ ეს პატარა ქანდაკება:

დაახლოებით ამ ზომის, ამდაგვარი ქანდაკების ან სხვა ნებისმიერი მოცულობითი დეტალის "ქრომირების" ფასი იქნება დაახლოებით 70 ლარიდან ზევით (გააჩნია დეტალის სირთულეს)
ამ ქანდაკების "დასაქრომი" ფართობი არის 0.27 კვ.მ ( (0.20 X 0.30) X2 + (0.15X0.30) X2 + (0.15 X 0.20) X2= 0.27 )
გამოვიანგარიშოთ 1 კვადრატული მეტრი ფართის მქონე დეტალის ფასი: 70 / 0.27 = 259.2
დამეთანხმებით ალბათ, რომ 1 კვადრატული მეტრის ფასი 250-300 ლარი საკმაოდ ძვირად ჟღერს
და შეიძლება საერთოდ დაგეკარგოს ადამიანს რამის გაკეთების სურვილი, მაგრამ თუ დაუკვირდებით
და გადაავლებთ თვალს ქვემოთ მოცემულ კონკრეტული დეტალების "ქრომირების" ფასებს დარწმუნდებით,
რომ ნამდვილად ღირს მისი გაკეთება, საყვერელი "სტატუეტკა" იქნება ეს თუ ავტომობილის დაზიანებული
ან თუნდაც დაუზიანებელი OEM დეტალი, რომლის ახლით შეცვლა გაცილებით ძვირი დაჯდება.

საავტომობილო ლოგო - 20 ლარიდან...
...ბევრს დაებადება კითხვა - თუ რატომ უნდა გადაიხადოს ლოგოს "ქრომირება"-ში 20 ლარი (ან მეტი), როცა შესაძლებელია
ელიავაზე 10-12 ლარად შეიძინოს თვითწებვადი ჩინური ლოგო...
გიპასუხებთ:
მიბრძანდით და შეიძინეთ

...ვისაც ქარხნულად მოყოლილი დაზიანებული ლოგოს აღდგენა უნდა ის გააკეთებს...

ავტომობილის სარკეების და ფარების კანტების "ქრომირება" - წყვილი 60 ლარიდან (ზომის და სირთულის მიხედვით)
ელიავას მოყვარულებს იგივე პასუხს გავცემ აქაც

5 სანტიმეტრამდე სისქის ცალმხრივად დასაფარი მოგრძო ფორმის დეტალები - გრძივი მეტრი 50 ლარიდან... (ან 1 დეტალი 50 ლარიდან, გააჩნია დეტალის ფორმას და ზომას)
(არამარტო ავტომობილის დეტალებზეა საუბარი რათქმაუნდა )
მოცემულ სურათზე ნაჩვენები დეტალების ერთიანად (ანუ დავუშვათ მთელ მანქანაზე რაც არის კანტები) "ქრომირების" შემთხვევაში
იმოქმედებს ძაააალიან დიდი ფასდაკლება, დაახლოებით 40% დან ზევით...

5 სანტიმეტრამდე დიამეტრის, მოგრძო ფორმის მილისებური (მოცულობითი და არაბრტყელი) ფორმის დეტალები - გრძივი მეტრი 80 ლარიდან
(აქაც რათქმაუნდა არამარტო ავტომობილის დეტალებზეა საუბარი)

ავტომობილის ბადეები ("აბლიცოვკა") - 100 ლარიდან (სირთულისა და ზომის მიხედვით)
აქაც ელიავას თემა
...მეეჭვება 100 ლარად "ქრომირებული" OEM "აბლიცოვკა" იყიდოს

(...ნუ რათქმაუნდა ვგულისხმობ "ძვირფას" მანქანებს და მის დეტალებს

)

არასრული სიბრტყის მქონე დეკორატიული ბარელიეფური (ან ბრტყელი) ნებისმიერი მასალის დეტალი - 0.2 კვ.მ-მდე 50 ლარიდან

ავტომობილის დისკები - კომპლექტი (4 დისკი) - 299 ლარიდან (ზომის, დიზაინის და მდგომარეობის მიხედვით)
...რაც შეეხება საავტომობილო დისკების "ქრომირება"-ს და მის გამძლეობას:
1. უპრობლემოდ უძლებს წნევით რეცხვას ("კერხერი");
2. უპრობლემოდ უძლებს ვულკანიზაციას;
3. უპრობლემოდ უძლებს კლიმატურ პირობებს;
4. უპრობლემოდ უძლებს ქალაქის პირობებში ყოველდღიურ ექსპლოატაციას;
...მაგრამ, ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ დააყენებს "ქრომირებულ" დისკებს "ჯიპზე", წავა OFFროუდზე და უკან დაბრუნებულს არ
დახვდება დისკებზე ნაკაწრები და დაზიანებები, რათქმაუნდა მთლად არ გადაძვრება და არ ამოტყდება ისე, როგორც "გალვანიზებული"
ქრომი შვება, მაგრამ ასეთ ექსპლოატაციის პირობებში პრეტენზიების გამოთქმა მგონი, რომ არ იქნება (მინიმუმ) სამართლიანი

...და დამეთანხმებით ალბათ, რომ "ქრომირებული" დისკები ასოცირდება და უხდება მოვლილ, გაწკრიალებულ და შედარებით
"სოლიდურ" ავტომობილებს და არა OFFროუდერებს და ტრეკისთვის გამზადებულ ბოლიდებს
...შედარებისთვის:
ქიმიური მეტალიზაციის მეთოდით "ქრომირებული" დისკების ზედაპირის გამძლეობა დაახლოებით უტოლდება
მაღალხარისხიანი გრუნტით დამუშავებულ, შეღებილ და უმაღლესი ხარისხის ლაქის 4-5 ფენით დაფარული ზედაპირის გამძლეობას
(სწორედ ამდენი ფენა უმაღლესი ხარისხის აკრილის და კერამიკული ლაქები გამოიყენება ქიმიური მეტალიზაციის პროცესში)
...და კიდევ ერთი პლიუსი რითიც სჯობს "გალვანიზებულ" (არა დისკის მწარმოებლის მიერ) დისკებს:
"გალვანიზების" მეთოდით "ქრომირებულ" დისკზე ძლიერად მოხვედრლი ქვა ან მრავალხრივად მიღებული ნაკაწრი,
იწვევს მის ამოტეხვას და გარშემო ფერის დაკარგვას (გაშავებას, სარკისებული ზედაპირის გაქრობას), მის აღდგენას კი დისკიდან მთლიანდ "ქრომი"ს მოშორება და ახლიდან
"გალვანიზება" ჭირდება, რაც როგორც ზევით მოგახსენთ ბევრად მეტ დროს და თანხებს მოითხოვს...
ქიმიური მეტალიზაციის მეთოდით "ქრომირებული" დისკის დაზიანების ან გაკაწვრის შემთხვევაში კი ზიანდება
მხოლოდ ლაქის ზედა საფარი და ჩნდება უმნიშვნელო, თითქმის შეუმჩნეველი ნაკაწრი, რომლის გამოსწორებაც ძალიან
მარტივად და იაფად შეიძლება, თუმცა იმდენად უმნიშვნელოდ ეტყობა, რომ შეიძლება ყურადღება არც კი მიექცეს...
...გაძლევთ გარანტიას, რომ სწორი ექსპლოატაციის პირობებში "ქრომირებული" ზედაპირი გაძლებს დიდხანს და შეინარჩუნებს თავდაპირველ სიპრიალეს და სარკის ეფექტს...
ჩვენს ნამუშევრებს, მისამართს, ტელეფონის ნომრებს და სხვა დეტალურ ინფორმაციას სულ ცოტახანში მოგაწვდით
მანადე კი აქ შევეცდები გავცე პასუხი თქვენს შეკითხვებს

...უმორჩილესად გთხოვთ "ინტრიგნული" გამოხტომებისგან თავი შეიკავოთ...
...ჯანსაღ კრიტიკას და რჩევებს დიდი სიამოვნებით მივიღებ და ვეცდები გავითვალისწინო...
This post has been edited by ilo_khavtasi on 18 Feb 2015, 05:11