კონსტანტინე კუბლაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის პოსტზე 10 წლიანი მუშაობა უკვე შეაჯამა. მისთვის 23 თებერვალი ამ პოსტზე ბოლო სამუშაო დღეა.
„კვირა“ დაინტერესდა თუ როგორ შეიცვალა კონსტანტინე კუბლაშვილის შემოსავლები 10 წლის განმავლობაში. აღმონდა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ქონებრივი დეკლარაცია 2015 წელს შევსებული არ აქვს, თუმცა ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებს ქონებრივი დეკლარაცია უკვე წარდგენილი აქვთ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ქონებრივი დეკლარაცია საჯარო სამსახურის ბიუროს უკანასკნელად 2014 წლის 28 მაისს ჩააბარა, სადაც კუბლაშვილმა დოკუმენტში წინა წლის შემოსავლები და უძრავი ქონების ნუსხა წარადგინა. ასე რომ, „კვირა“ მკითხველს კონსტანტინე კუბლაშვილის ქონებრივი დეკლარაციის ბოლო შემოსავალს სთავაზობს.11003331_909336445755516_222816354_o
2014 წლის შევსებული ქონებრივი დეკლარაციით ირკვევა, რომ კუბლაშვილს ვაჟა-ფშაველას გამზირზე 55 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი ბინა აქვს. აქ სასამართლოს თავმჯდომარე 100% -იან წილს ფლობს. სამაგიეროდ მის მეუღლეზეა რეგისტრირებული რამდენიმე მიწის ნაკვეთი და ორი საცხოვრებელი სახლი – თბილისსა და მცხეთაში.
კერძოდ, მარინე მესხის სახელზეა გაფორმებული 190 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, პეკინის ქუჩაზე და ასევე, 110 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი სახლი მცხეთის რაიონში, სოფელი წოდორეთში. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მეუღლეზეა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები – მცხეთის რაიონის სოფელ წოდორეთში, ოზურგეთის რაიონი სოფ. შრომაში და თბილისში, ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე.
http://kvira.ge/%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%...83%A1%E1%83%A2/
მიმაგრებული სურათი