ესეიგი რა ხდება
ჩვენი დომენების რეგისტრაცია მუშაობს პირველყოფილი ინტერნეტის ხანაში.
შეუძლებელია დომენის ონლაინ ყიდვა (დარეგისტრირება) ეს პრობლემა როდის უნდა მოგვარდეს და არ უნდა დაადგან საშველი?
ეხლა მეორე
2 კვირის "ჩალიჩის" შემდეგ როგორც იქნა ვუკავშირდები GE დომენის ადმინისტრაციას
ვეუბნები 4 დომენს რომელიც მაინტერესებს, მეუბნება რომ ოთხივეს ვადა აქვს გასული მაგრამ არ აუქმებენ, უნდა ჩავდგე რიგში
1. შევავსო განაცხადი რიგში ჩადგომაზე
2. მივიტანო მათ ოფისში და ჩავაბარო
3. გადავიხადო თითო დომენზე 2 ლარი
4. გადავუგზავნო ან მივუტანო პლატიოშკები
აი ამის შემდეგ 48 საათში მეტყვიან ვინ არის რიგში ჩემზე წინ და ა.შ.
ანუ ყველანაირი ბერკეტი აქვთ იმისთვის რომ ვინმემ დაარეგისტრიროს ეს დომენი ჩემამდე (შიგნით მომუშავებ ან მისმა ახლობელმა) მერე მითხრა რიგში ესა და ეს იყო შენზე წინო და საბოლოო ჯამში მაყიდინონ იმ პირისგან
ამდენს იმიტომ ვწერ, რომ:
1. რატომ უნდა ქონდეს კავკასუსს ონლაინს GE დომენის რეგისტრაცია?
2. რატომ უნდა იყოს ეს ძალიან პრიმიტიული საქმე კვირებით და თვეებით გაწელილი?
3. რატომ არ ხდება GE დომენის სერვისის განვითარება
3.1. დომენების ელექტრონულად დარეგისტრირება რატომ არ ხდება?
4. რა საჭიროა ეს 2 ლარი რიგზე როცა შეიძლება ელექტრონულად ძალიან მარტივად და უფასოდ გაკეთდეს?
თუ ვინმე ხართ კიდევ დაინტერესებული შეგვიძლია მივწეროთ საერთაშორისო ორგანიზაციას და ყველაფერი დეტალურად ავუხსნათ
ან ჩამოართვან და სხვას გადასცენ ეს დომენების რეგისტრატორი ან არ ჩამორთვან და სხვასაც გაუნაწილონ რომელიც თვითონ გააკეთებს ელექტრონულად ყველაფერს და არ იქნება დაიალ აპის ხანაში ჩარჩენილი სერვისი
"The Ferrari is a dream - people dream of owning this special vehicle and for most
people it will remain a dream apart from for those lucky few." Enzo Ferrari