სალამი ფორუმელებს!

აპრილის 20 რიცხვებში ვაპირებ სტამბულში ერთი კვირით გადაფრენას. ერთხელ ვარ ნამყოფი იქ, მაგრამ არ მიმგზავნრია მეტროთი ან სხვა საზ. ტრანსპორტით. არ მინდა გავიწეწო აეროპორტიდან სასტუმრომდე გზაში. ქართულ ტურისტულ სააგენტოში მომთხოვეს 50 ევრო ათათურქის აეროპორტიდან სულთანაჰმედამდე ტრანსფერის ღირებულება, რაც ძალიან ძვირია.
ვინმეს თუ გქონდათ შეხება, დიდად მადლობელი დავრჩები დახმარებისთვის. ტაქსის ფასი ვნახე ინტერნეტში 45 ლირა, მეტროთი საერთოდ 8 ლირა კაცი ჯდება. მინიბუსის ფასები, თუ ვინმემ იცით, დაწერეთ ფლიზ. ანდა, რაც ვნახე, ის ფასები რამდენად რეალურია?
This post has been edited by Ser_Waymar_Royce on 8 Apr 2015, 10:04