დრონი მეფობენ და არა მეფენიო...უთქვამს ჩვენს დიად პოეტ დავით ვეფხისტყაოსანს
ზოგჯერ ჩემი ოთახის დაორთქლილი ფანჯრებიდან ქალაქს გავყურებ,მინაზე მონადენი წვეთები კიდევ უფრო მეტ სევდას ჰმატებს ნაცრისფერ ქალაქს.ჩემს პაწია გულსაც სევდა იპყრობს...თითქოს დრო ჩერდება და გონება სადღაც შორს..ბუნდოვან ზმანებაშია გახვეული
უეცრად ვაცნობიერებ რომ უბრალო ადამიანი ვარ,გაფრინდა ბავშვობის ის ფერადი წლები როდესაც მომღიმარი სახით ცისფერ ზეცას შევყურებდი და ოცნებებში ვიძირებოდი,ვხედავდი ლამაზ მომავალს...მე პრინცესა ვიყავი,ვარდისფერ დიდ სასახლეში ვცხოვრობდი..ჩემს საყვარელ პრინცთან ერთად,თითქოს მთელი არსებით ვცდილობდი გამერღვია ზღვარი რეალურსა და ოცნებას შორის,თავბრუ მეხვეოდა ასეთი კაშკაშა ფერებისა და ირგვლივ მოტრიალე ილუზიებისაგან...
დრო გადიოდა,რეალობის გაძლიერებულ აღქმასთან ერთად დიდი იმედგაცრუებაც მაწვებოდა თითქოს.
უკვე ვაცნობიერებდი რომ ჩემი წარმოსახვითი მომავალი მხოლოდ ლამაზი ფიქრები იყო და მთელი ის იმედი რომელიც მის მიმართ მქონდა... უგუნური ბავშვის სულელური აზრები
გავიზარდე,ძველი ოცნებისგან კვალიც კი აღარ დარჩა,ჩაფლული ვარ ყოველდღიურ მონოტონურ ფუსფუსში,ზოგჯერ ქალაქს ჭიანჭველათა უბრალო კოლონიას ვადარებ,ყველა სადღაც გარბის,რაღაცას აკეთებს...საღამოობით კი სახლისკენ მიაშურებს რათა დაისვენოს და მეორე დღიდან ისევ იგივე გააგრძელოს.ცხოვრების ეს უაზრობა,უიმედობა,მარტოობა..თითქოს ბაწარივით ყელზე მიჭერს და ნელნელა მახრჩობს
სულ იმას ვფიქრობ თუ რას ვაკეთებ,რისთვის ვარსებობ. განა მართლაც "კაცია-ადამიანი?!" .რა კვალს დავტოვებ ამქვეყნად,ნუთუ მეც მრავალთა მსგავსად უბრალოდ ვიცოცხლებ,შემდეგ მოვკვდები და მეტი არაფერი სხვა.მაშინ რა აზრი აქვს სიცოცხლეს?
თუმცა ოპტიმისტი ვარ,მომავლისა და ჩემი თავის იმედი ჯერ არ დამიკარგავს,თუმცა მარტოობა საშინლად მაუძლურებს..
თითქოს ნახევარი ადამიანი ვარ.ვიღაც მჭირდება ჩემს გვერდით,ის ვინც ჩემს მეორე ნახევრად იქცევა..ჩემს აზრებს გაიზიარებს და ერთად,ხელჩაკიდებულნი წავალთ თავგადასავლების საძიებლად...ფერადი მომავლისა და უსაზღვრო შესაძლებლობების მომავალში...
და აი ჩემი მთავარი სათქმელიც,ოჯახის შექმნის მიზნით ვეძებ ნამდვილ მამაკაცს
ასაკით 24-35 წლამდე...
ღირსეული ადამიანი,გონიერი და კეთილი ციმციმა თვალებით
ახოვანი და ძლიერი
თან თბილი,მოსიყვარულე და ჩემსავით მეოცნებე...რომელმაც იცის ნამდვილი ქალის ფასი
რომელიცაა განათლებული და საღად მოაზროვნე
სრულებით უზრუნველყოფილი და ფეხზე მყარად მდგარი (სასურველია ბიზნესმენი)
ჩვენ ერთმანეთს ჩავკიდებთ ხელს და ვიქცევით ერთ მთლიანობად,როგორც ხეზე შემოხვეული სურო
გელი ჩემო პრინცო
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
პოსტი დაწერილია ღამის ხუთ საათზე,გამოქლიავებულ გონებაზე
გარსონ გადი,არ ვარ იმნაირი