ეს პატარა ფუმფულა არსებები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შინაური ცხოველები არიან.
ჩვენს გულებში ადგილი მათ ადვილად მოიპოვეს თავიანთი არაპრეტენზიულობითა და მოსაზრებულობით. მაგრამ მიუხედავად იმისა,რომ ზაზუნას მოვლა იოლია, ყოველთვის გახსოვდეთ: ზაზუნა სათამაშო არ არის! ის ცოცხალი არსებაა და მას თქვენი მზრუნველობა, ყურადღება და სიყვარული სჭირდება!
იყიდოთ თუ არ იყიდოთ?პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ იმას რომ ოჯახის რომელიმე წევრს არ ჰქონდეს ალერგია ცხოველის ბეწვზე ან გალიის საფენზე.
მერე წინასწარ განსაზღვრეთ ადგილი, სადაც გალიას დადებთ. ზაზუნებს არ უყვართ ორპირი ქარი, ძალიან თბილი ან ცივი ჰაერი, სინესტე. მათი ადგილი არ არის მოსაწევ ოთახში, არ შეიძლება გალიის დადგმა იატაკზე ან ფანჯრის რაფაზე. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ზაზუნა ცოცხალი არსებაა და ღირსეულ მოპყრობას საჭიროებს.
არ ღირს ზაზუნას ჩუქება ადამიანისთვის მისი თანხმობის გარეშე.
თავიდანვე დაფიქრდით იმაზე, ვინ მოუვლის თქვენს ზაზუნას თქვენი სახლში არყოფნის შემთხვევაში.
ზაზუნები სხვა დიდი ზომის შინაური ცხოველებისაგან განსხვავდებით მთელ რიგ დადებით თვისებებს ფლობენ:
- მათი მოვლა თავისუფლად შეუძლია ნებისმიერ გამოუცდელ ადამიანს;
- ზაზუნას ღირებულებია ნებისმიერისთვისაა ხელმისაწვდომი;
- არ იკავებს დიდ ადგილს;
- ცოტას ჭამენ;
- ადვილად ეჩვევა ტუალეტში(სპეციალურად პატარა მღრღნელებისათვის) სიარულს.
როგორ ავირჩიოთ ზაზუნარჩევა პირველი. არ იყიდოთ ძალიან ახალგაზრდა ან ძალიან ბებერი ზაზუნა. ცხოველი არ უნდა იყოს 3 კვირაზე პატარა და 3 თვეზე უფროსი. თუ ზაზუნა სულ რაღაც 2 კვირისაა, ის დიდი ალბათობით მოკვდება, რადგანაც ამ ასაკში პატარებმა ჯერ კიდევ არ იციან დამოუკიდებლად ჭამა. მაგრამ თუ თქვენ შეიძენთ 2 თვეზე უფროს ზაზუნას, დიდი შანსია, რომ ის ორსული აღმოჩნდეს. უნდა აღინიშნოს, რომ პატარა ზაზუნების მიჩვევა უფრო ადვილია.
რჩევა მეორე. უკეთესია,თუ ზაზუნას საღამოს იყიდით. დღისით მათ ძირითადად სძინავთ, ამიტომ რთულია იმის განსაზღვრა, ნამდვილად ძინავს ზაზუნას თუ ავად არის.
რჩევა მესამე. თუ ავადმყოფ ან დაკბენილ ზაზუნას წააწყდით, ხოლო გამყიდველი გთავაზობთ, რომ ნახევარ ფასში იყიდოთ, არასოდეს დათანხმდეთ ამას. ჯობია ცოტა მეტი გადაიხადოთ ჯანმრთელ ზაზუნაში, ვიდრე ფული ხარჯოთ ავადმყოფი ზაზუნას მკურნალობაში ან ნერვები იშალოთ მისი სიკვდილის შემთხვევაში.
რჩევა მეოთხე.ზაზუნას ყიდვისას დარწმუნდით, რომ მას სუფთა თვალები და მშრალი ბეწვი აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში იცოდეთ, რომ ზაზუნა ავადმყოფია.
რჩევა მეხუთე. ზაზუნა მარტოხელა ცხოველია! ყოველ ზაზუნას ცალკე გალია სჭირდება. ერთად მცხოვრებმა ზაზუნებმა შეიძლება დაკბინონ ან სერიოზულად დააშავონ ერთმანეთი. თუ ზაზუნები სხვადასხვა სქესისანი არიან, ძალიან მალე თქვენ ახალი პატარა ზაზუნების პატრონი გახდებით. წყვილებად და გუნდებად მხოლოდ რობოროვსკის ზაზუნების ყოლაა დასაშვები, რომლებიც არც ერთმანეთის მიმართ აგრესიით გამოირჩევიან და არც კატასტროფული სისწრაფით მრავლდებიან.
რჩევა მეექვსე. თქვენი ზაზუნა თვითონ აირჩიეთ, არ ენდოთ გამყიდველს. ის შეიძლება არაკეთილსინდისიერად მოგექცეთ და ავადმყოფი ზაზუნა მოგყიდოთ ან მისი სქესი მოგატყუოთ.
რჩევა მეშვიდე. იმისათვის, რომ შეიძინოთ იმ სქესის ზაზუნა, რომელიც გინდათ, დაიმახსოვრეთ შემდეგი სასქესო ნიშნები: მდედრებს სასქესო და ანალური ხვრელი ერთმანეთთან ახლო-ახლოს აქვთ განლაგებული, ხოლო მუცელზე კარგად ემჩნევათ სარძევე ჯირკვლების 2 რიგი. მამრებს სასქესო და ანალური ხვრელები უფრო მოშორებით აქვთ განლაგებული. მათ შორის კი_სათესლეებია.

მარცხნივ მდედრია, მარჯვნივ_მამრი.
რჩევა მერვე. დარწმუნდით, რომ ზაზუნას ბეწვი ბზინავს და ქურქზე არ არის უბეწვო არგილები. ბეწვის ცვენას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ხშირ შემთხვევაში განუკურნებელი. თუ ზაზუნას ბევრი იარა აქვს ყურებსა და კუდზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ცხოველი ბევრს ჩხუბობდა. დაფიქრდით, გჭირდებათ კი ასეთი მოჩხუბარი ზაზუნა?
რჩევა მეცხრე. შეუმოწმეთ ზაზუნას ანალური ხვრელი. მის ირგვლივ ბეწვი სუფთა უნდა იყოს. ფაღარათმა, რომელსაც ინფექციური დაავადებები ან ჭიები იწევევენ შეიძლება ცხოველის სიკვდილი გამოიწვიოს.
რჩევა მეათე. ცხოველის ცხვირი უნდა იყოს სუფთა, ყოველგვარი გამონადენის გარეშე.
რჩევა მეთერთმეტე. სანამ იყიდით ზაზუნას გააღვიძეთ და დააკვირდით მის ქცევას. თუ ის აპათიურად წევს გალიაში ან პირიქით, ნერვიულად დარბის, ეს ავადმყოფობის აშკარა ნიშნები არაა. შესაძლოა გახუთული გალიის ბრალი იყოს. მაგრამ სჯობს თუ არ გარისკავთ.
რჩევა მეთორმეტე.ბუნებრივი შეფერილობის ზაზუნები უფრო გამძლეები არიან ავადმყოფობის მიმართ, ლაქებიანები კი ხშირად არიან ნერვიულები. მზრუნველი პატრონის ხელში ნებისმიერი შეფერილობის ზაზუნას აქვს გადარჩენის შანსი.
რა სახეობის ზაზუნები არსებობენ?დღეისათვის, საქართველოში ყველაზე ხშირად სირიული ზაზუნა გვხვდება. დანარჩენი სახეობის ზაზუნები ან საერთოდ არ არის, ან ძალიან იშვიათია. ესენია: ჯუნგარული ზაზუნა, კემპბელის ზაზუნდა რობოროვსკის ზაზუნა.
ამათ გარდა, სახლში თაგვისებრი და ჩინური ზაზუნებიც ყავთ, მაგრამ ჩვენთან მათ შოვნაზე სულ ტყუილად იოცნებებთ.
რა თქმა უნდა, ზაზუნების სხვადასხვა სახეობა ერთმანეთისაგან განსხვავდება გარკვეული თავისებურებებით, რომელთა გათვალისწინება მნიშვნელოვანია არჩევანის გაკეთებისას.
სირიული ანუ წინააზიური ზაზუნა (Mesocricetus auratus), მას ხშირად ოქროსფერ ზაზუნასაც უწოდებენ ბუნებრივი ოქროსფერი შეფერილობის გამო. ბუნებაში საკმაოდ იშვიათად გვხვდება. ადრე ლაბაორატორიაში ყიენებდნენ,დღეისათვის კი ძალიან პოპულარული შინაური ცხოველია.
სირიული ზაზუნები ღამის ცხოველები არიან, დღისით მათ სძინავთ. ცხოვრობენ მცირე ზომის სოროებში. ძირითადად მარცვლეულითა და მწერებით იკვებებიან. ყველა ზაზუნასათვის, მათ შორის, სირიულისთვის, დამახასიათებელი ნიშანია ლოყებქვეშა ტომსიკების არსებობა,რომელიც ძალიან მოსახერხებელია საჭმელისა და ბუდის მასალების ტრანსპორტირებისათვის.
ზრდასრული სირიული ზაზუნას სხეულის სიგრძე დაახლოებით 13-19 სმ.-ია, წონა 100-200 გ. სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 2-2,5 წელია, იშვიათად ცოცხლობენ 3 წლამდე. იყო შემთხვევა, როცა ზაზუნამ 7 წელი იცოცხლა, დღეგრძელები, ძირითადად ოქროსფერი შეფერილობის მქონე ზაზუნები არიან. სირიული ზაზუნების მდედრებს ძუძუმწოვრებს შორის ყველაზე ხანმოკლე ორსულობის პერიოდი აქვთ_16 დღე.
სირიული ზაზუნა მოძრავი ცხოველია მოკლე დრუნჩით, მრგვალი თვალებით, საშუალო ზომის მომრგვალებული ყურებით, პატარა კუდით, რომელიც ძლივს შესამჩნევია ხშირი ბეწვის ქვეშ, მტკიცე აგებულების მქონე სხეულითა და მოკლე თათებით. წინა თათებზე მას 4 თითი და მეხუთეს რუდუმენტი აქვს. მათი მეშვეობით ზაზუნას ადვილად შეუძლია საჭმელის მიტაცება და ხელში დაჭერა ჭამის დროს. უკანა თათებზე 5 თითი აქვს. მათზე დაკიდებულ ზაზუნას თავისუფლად შეუძლია მთელი სხეულის შეკავება.
სირიული ზაზუნა შესანიშნავი შინაური ცხოველია. ის საკმაოდ ჭკვიანია და ადვილად იწვრთნება. ძალიან სუფთაა_ბეწვი და სახლი ყოველთვის წესრიგში აქვს. გაცილებით უფრო გამძელეები არიან დაავადებების მიმართ, ვიდრე სხვა მღრღნელები. კარგი მოვლის პირობებში ისინი პრაქტიკულად არ ავადობენ.
სირიული ზაზუნა ყოველთვის ხალისით დარბის ბორბალზე. დღისით მას სძინავს, ღამე კი აქტიურია. შეუძლია 6-7 კმ. გაირბინოს.
ის მარტოხელა ცხოველია. ზაზუნები გუნდებად არ ცხოვრობენ. მამრი და მდედრი ერთმანეთს მარტო შეწყვილების პერიოდში ხვდებიან. დანარჩენ დროს ზაზუნა მარტო ატარებს და მეტიც, თავის თერიტორიას თავგამოდებით იცავს თანამოძმეებისაგან. ამიტომ ერთ გალიაში რამდენიმე სირიული ზაზუნას ჩასმა რეკომენდირებული არაა.
სირიული ზაზუნას ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეფერილობა ოქროსფერია. ოქროსფერი სირიული ზაზუნას ბუნებრივი ფერია. ასეთი ზაზუნას ბეწვი ზურგზე წითელი ხის ფერია შავი ბოლოებით, ხოლო ბეწვის ფუძე მუქი ნაცრისფერია. მუცელი სპილოსძვლისფერია, ლოყებზე შავი ზოლები აქვს, კისერზე კი
_ნახევარმთვარის ფორმის თეთრი ზოლი. ყურები მუქი ნაცრისფერია, თვალები_შავი.
გარდა ამისა, სირიული ზაზუნა შეიძლება იყოს: თეთრი ღია ფერის ყურებით (Flesh-Eared White), თეთრი მუქი ფერის ყურებით (Dark-Eared White), თეთრი შავი თვალებით (Black-Eyed White), ქერა (Blonde), მოვერცხლისფრო ქერა (Silver Blonde
), ცისფერი წაულა (Blue Mink), გრაფიტისფერი (Dingy Black), კვამლისფერი მარგალიტი (Smoke Pearl), მოკვამლისფერო მტრედისფერი (Grey Dove), ყვითელი (Yellow), ყვითელი შავით (Yellow Black ), შებოლილი (Umbrous), ყავისფერი( Cinnamon), კრემისფერი წითელი თვალებით( RE Cream), კრემისფერი წითელი თვალებით( BE Cream), თაფლისფერი (Honey), თაფლისფერი შავით (Honey Black
), წაულა (Mink), ვარდისფერი მარგალიტი (Pink Pearl, Silver Honey), ვარდისფერი შავი მარგალიტით (Black Pink Pearl), ღია ნაცრისფერი (Light Grey), ღია ნაცრისფერი მარგალიტი (Light Grey Pearl), ვერცხლისფერი (Silver Grey), ვერცხლისფერი მარგალიტი (Silver Grey Pearl), ვერცხლისფერი სიასამური (Grey Sable), მტრედისფერი (Dove), იასამნისფერი (Lilac), იასამნისფერი მარგალიტი (Lilac Pearl), სპილოსძვლისფერი წითელი თვალებით (RE Ivory), სპილოსძვლისფერი შავი თვალებით (BE Ivory), სიასამური (Sable), მუქი ნაცრისფერი (Dark Grey), შავი( Black),
შავი მარგალიტი (Black Pearl).
ფერები, რომელსაც ჟანგისფერის გენი ქმნის: ხორცისფერი (Beige, BE Blonde, Silver Beige), კარამელისფერი (Caramel), კარამელისფერი წითელი თვალებით (RE Caramel),
სპილენძისფერი( Copper), თაფლისფერი შავი თვალებით (BE Honey), თაფლისფერი შოკოლადი (Honey Chocolate), რძიანი შოკოლადისფერი სიასამური (Grey Chocolate Sable), რძიანი შოკოლადი( Grey Chocolate), ქვიშისფერი (Yellow Chocolate), ჟანგისფერი (Rust), ჟანგისფერი ყავისფერი (RE Rust), შამპანი (Champagne), შოკოლადი ((Black) Chocolate), შოკოლადისფერი სიასამური( Chocolate Sable).
სურათები: თეთრი სარტყელი (Banded), თეთრი მუცელი (White Bellied), ჭრელი (Recessive Dappled), ლაქიანი Dominant Spot), ლაქიანი სარტყელით (Banded Dominant Spot), როანი (Roan), კუსებური (Tortoiseshell), კუტებური თეთრით (Tortoiseshell and White0.
ბეწვის ტიპი: ატლასისებრი ( Satin), უბეწვო (Hairless), გრძელბეწვიანი (Long Haired
), მოკლებეწვიანი (Short Haired), რექსი (Rex).
ფენოტიპი შეუსწავლელი გენეტიკით: მოზაიკა (Mosaic), სხვადსხვა ფერის თვალები (Odd-Eyed).
ჯუნგარული ზაზუნა (Phodopus sungorus) მინიატურულ ზაზუნებს მიეკუთვნება. ბოლო დრომდე მიდიოდა დავა იმის შესახებ, რომ ჯუნგარული და კემპბელის ზაზუნა ერთი და იგივე სახეობა იყო, თუმცა ბოლოს ამ სახეობის დამოუკიდებლობა დამტკიცდა.
ჯუნგარული ზაზუნები დაახლოებით 10 სმ. იზრდებიან სიგრძეში, სხეულის მასა კი 45 გ.-ს აღწევს. ჯუნგარული ზაზუნას თავისებურებაა მუქი ფერის ზოლი ზურგზე.
მათ ბეწვიანი თათები და ძალიან მოკლე კუდი აქვთ, რომელიც პრაქტიკულად შეუმჩნეველია, როცა ზაზუნა ზის. ჯუნგარული ზაზუნას ბეწვს საკმაოდ შესამჩნევი თეთრი ჩანართები აქვს_ბუნებაში მათ ხშირად უხდებათ დამალვა სტეპის მტაცებლებისგან. ჯუნგარული ზაზუნას ბეწვი ფერს იცვლის 16 გრადუსზე დაბალი ტემპერატურისას_ის უფრო ღია ფერის ხდება. ქათქათა თეთრი ბეწვი ძალიან იშვიათად ხდება.
ზაზუნების სხვა სახეობების მსგავსად ჯუნგარული ზაზუნებიც მარტოხელა ცხოვრებას ამჯობინებენ. ისინი აქტიურები არიან, მაგრამ პრაქტიკულად არ იკბინებიან. ძალიან სახალისოა ამ ლამაზი ცხოველების ქცევაზე დაკვირვება.
შინაური ჯუნგარული ზაზუნები განსხვავდებიან თავიანთი შეფერილობით. სტანდარტულად მიიჩნევა შემდეგიშეფერილობები: სტანდარტი, საფირონი, მარგალიტი და მანდარინი.
სტანდარტული შეფერილობის ზაზუნებს მოყავისფრი-ნაცრისფერი ბეწვი და თეთრი მუცელი აქვთ. თეთრი მუცელი და მონაცრისფრო-ცისფერი ბეწვი აქვთ საფირონისფერ ზაზუნებს. მარგალიტისფერ ზაზუნებს მქრქალი-თეთრი ბეწვი აქვთ ნაცრისფერი ზოლებით, მანდარინს კი_მოწითური-კრემისფერი.
ჯუნგარული ზაზუნა დაახლოებით 3 წელი ცოცხლობს, კარგი მოვლის პირობებში კი შეუძლია მეტი ხანიც გაძლოს. იზრუნეთ თქვენს პატარა მხეცზე და ისიც უფრო დიდხანს გაგახარებთ!
კემპბელის ზაზუნა (Phodopus campbelli) ჯუნგარულ ზაზუნას გავს. სხეულის სიგრძე 76-105 მმ.-ია, კუდი მოკლე აქვს (4-14 მმ.), დაახლოებით 25 გ.-ს იწონის. თავი მომრგვალებული აქვს, დრუნჩი_მოკლე. ბუნებაში მისი ბეწვი მუქი ნაცრისფერია ყავისფერით, ზურგზე კისრიდან კუდის ფუძემდე მუქი ფერის ზოლი დაყვება, მუცელზე ბეწვი ნაცრისფერია.
შინაური ზაზუნები სხვადასხვა ფერისანი არიან თეთრიდან შავამდე. მათი შეფერილობა მუდმივია და გარემოს ტემპერატურაზე არ არის დამოკიდებული.
კემპბელის ზაზუნა ჯუნგარული ზაზუნასგან განსხვავდება შემდეგი ნიშნებით: უფრო პატარა ზომის ყურებით, მუქი ფერის ლაქის არარსებობით თავზე, მუქი ზოლი ზურგზე უფრო შესამჩნევია, თმის ფუძეები მუცელზე ნაცრისფერია (ჯუნგარულს თეთრი აქვს).
გაითვალისწინეთ, რომ ამ სახეობის ზაზუნების მიჩვევის პროცესი საკმაოდ რთული და ხანგრძლივია. მათ ძალიან უყვართ პატრონის თითებზე კბენა.
კემპბელის ზაზუნებიც ღამით არიან აქტიურები და მარტოხელა ცხოვრებას ეწევიან.
სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საშუალოდ 2 წელია.
რობოროვსკის ზაზუნა (Phodopus roborovskii)რობოროვსკის ზაზუნა ყველაზე პატარა შინაური ზაზუნაა (5-6 სმ. სიგრძეში) და ყველაზე იშვიათიც. ეს ზაზუნები ტყვიის სიწრაფით გადაადგილდებიან, ხოლო ზედმეტი ნევროზულობის გამო მხოლოდ დაკვირვებისათვის გამოდგებიან. მხედველობაში იქონიეთ, რომ ცხოველის ნებისმიერი გადაადგილება და საცხოვრებელი პირობების შეცვლა უარყოფითად აისახება ამ ცხოველების ემოციურ მდგომარეობაზე. ასეთი სტრესი შესაძლოა რამდენიმე კვირა გაგრძელდეს.
რობოროვსკის ზაზუნებს ზურგზე ზოლი არ გააცნიათ. მათი ბეწვი ღია ყავისფერია, მუცელი კი_თეთრი. მათ შორის საზღვარი თითქოს ორ რკალს ქმნის.თეთრი ”წარბები” ამ სახეობის ზაზუნების დამახასიათებელი ნიშანია.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ზაზუნები მარტოხელა ცხოვრებას ამჯობინებენ, შესაძლებელია მათი წყვილებად ან ჯგუფებად ჩასმა.
ზაზუნას საცხოვრებელიზაზუნას საცხოვრებელად არ გამოდგება ქილა, მუყაოს ყუთი ან ბოთლი. ამისათვის შეგიძლიათ გალია ან აკვარიუმი გამოიყენოთ.
სირიული ზაზუნასათვის რეკომენდირებულია გალია ზომით 50 х 40 х 40 სმ.აგრეთვე, მინის ან პლასტმასის იგივე ზომის აკვარიუმი. მინიატურული ზაზუნებისათვის უფრო პატარა გალიაც გამოდგება. როგორც გალიას, აგრეთვე აკვარიუმსაც აქვს თავისი ღირსება და ნაკლი.
გალია-გალიაში ზაზუნა ადვილად დაცოცავს კედლებზე და გისოსებზე კბილებსაც ილესავს;
-გალია კარგად ნიავდება. თანაც მისი გარეცხვა ადვილია: ამისათვის საკმარისია მხოლოდ გალიის ძირის მოხსნა;
-გალიაში ზაზუნა საკმაოდ ხმაურობს, განსაკუთრებით ღამით;
-გალიაში მყოფი ზაზუნა ადვილად მისაწვდომია სხვა ცხოველებისათვის;
-გალიიდან ზაზუნას ამოყვანა, როცა ის გისოსებს მთელი ძალიათ ებღაუჭება, საკმაოდ რთულია.
. - გალიაში ზაზუნას ჩასმის შემდეგ მოემზადეთ, რომ გალიის ირგვლივ 2 მ.-ის რადიუსში იატაკზე მუდმივად ეყრება ნახერხი. როცა ზაზუნა გალიას ალაგებს, ის სულაც არ ზრუნავს თქვენი ოთახის სისუფთავეზე. ის ერთად აგროვებს დასვრილ ნახერხს და მერე თათებით გარეთ ყრის.
აკვარიუმი-აკვარიუმში ზაზუნა ღამით არ იხმაურებს;
-თუ აკვარიუმს ჰაერგამტარ ბადეს დააფარებთ, სხვა ცხოველები თქვენს ფუმფულას ვეღარ შეეხებიან;
-აკვარიუმიდან ზაზუნა ნახერხს ვერ გადმოყრის.
-აკვარიუმის გარეცხვა რთულია, იმიტომ, რომ ის საკმაოდ მძიმეა,თანაც ადვილად შეიძლება გატყდეს;
-აკვარიუმი ცუდათ ნიავდება, ამიტომ მასში ნახშირორჟანგი და სპეციფიკური სუნი გროვდება;
-აკვარიუმში ზაზუნას მცირე ადგილი აქვს გასართობად.
პლასტმასის სახლიზოომაღაზიებში შეიძლება წააწყდეთ სპეციალურ პლასტმასის სახლებს, რომელიც ერთმანეთთან მილებით დაკავშირებული რამდენიმე სართულისაგან შედგება. ეს კონსტრუქცია ნამდვილ მიწისქვეშა სოროს ჰგავს და საკმაოდ ძვირიც ღირს.
ერთი შეხედვით შეიძლება იფიქროთ, რომ ასეთი საცხოვრებელი იდეალურია ზაზუნასათვის, მაგრამ ზაზუნას სოროს ის ვერაფრით მოაგონებს, რადგანაც გამჭვირვალე მასალისგანაა დამზადებული.
ზაზუნასათვის მაინცდამაინც მოსახერხებელი არ არის გლუვ კედლებზე ცოცვა, თანაც ასეთი სახლები აკვარიუმებზე უფრო ცუდათ ნიავდებიან. ისინი რამდენიმე კამერისაგან შედგებიან და ყველა მათგანის ნახერხით ავსება საკმაოდ რთულია.
პლასტმასის სახლებში ზაზუნას სპეციფიური სუნი ძალიან მალე ჩნდება.
გალიაში ჩასაფენი:ყველაზე საუკეთესო ამისათვის ნახერხია, ოღონდ ის რბილი უნდა იყოს. რეკომენდირებულია ფიჭვის ან ვერხვის ნახერხი, ოღონდ მძაფრი სუნი არ უნდა ჰქონდეს. ჩასაფენად გამოდგება რბილი ქაღალდიც. მაგ. თეთრი ხელსახოცი. უხეში ქაღალდის, მით უფრო, გაზეთის გამოყენება დაუშვებელია.
ნახერხი კარგად იწოვს სუნს, ამიტომ საცხოვრებლის გაწმენდა უფრო იშვიათად მოგიწევთ, ვიდრე ქაღალდის ჩასაფენის დროს.მაგრამ ზოგიერთ ზაზუნას ნახერხზე ალერგია აქვს.ქაღალდთან კი ეს პრობლემა არ ჩნდება.
თუ თქვენს ზაზუნას გალიაში ქაღალდის ჩასაფენი ექნება, შეეძლება თავისთვის მყუდრო ბუდე მოიწყოს.
შეგიძლიათ ჩასაფენად თივაც გამოიყენოთ. ის არა მხოლოდ ბუდის მშენებლობისათვის გამოდგება, თივის ჩართვა ზაზუნას რაციონში სასარგებლოა. მხეცუკა სიამოვნებით ჩაახრამუნებს მას.
ჩასაფენად არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ბამბა : ზაზუნას მასში თათები ეხლართება,შედეგად შესაძლოა თათიც კი დაკარგოს.
არ გამოდგგება არც კატის ტუალეეტის ქვიშაც. მას, ძირითადად, თიხისაგან აკეთებენ, ამიტომ დასფელებული ქვიშა ზაზუნას თათებზე მიეწეპება.
სახლები:ზაზუნებს ზოომაღაზიაში ნაყიდი სპეციალური სახლებიც ძალიან მოსწონთ. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახლი ზაზუნას გემოვნების აღმოჩნდება, რამდენიმე დღის შემდეგ ის მის გადაკეთებას ეცდება და მანამ ხრავს, სანამ სახლი არ დაინგრევა. ამიტომ, ნუ გააკეთებთ ძვირფას შენაძენს.
პლასტმასისი სახლები შესაძლოა თქვენთვის უფრო მოსახერხებელია, მაგრამ ის ცუდათ ნიავდება და თანაც ხვრის დროს ზაზუნამ შეიძლება პლასტმასი ჭამოს.
ბორბალი:ცნობილია, რორმ ბუნებაში საკვების ძაბნისას ზაზუნები ღამეში დაახლოებით 10 კმ.-ს დარბიან. ლოყის პარკებში ჩატენილი საჭმელით პატარა მხეცუკა უკან სახლში ბრუნდება და მარაგს სოროში ინახავს.
სახლის პირობებში მათ არ სჭირდებათ საჭმლის ძებნა_მისი პოვნა ყოველთვის შეუძლიათ საკვებურში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხოველს ბუნებრივი ინსტიქტები გაუქრა. თუ ზაზუნა საკმარისად არ ირბენს, ის სწრაფად გასუქდება, ნაკლებმოძრავი გახდება, ცხოვრების ასეთი წესი კი ზაზუნასათვის დამახასიათებელი არ არის. ამიტომ შესაძლოა გულსისხლძარღვთა სისტემი სერიოზული პათოლოგია გამოიწვიოს.
იმისათვის, რომ თქვენს მხეცუკას მოძრაობის საშუალება ჰქონდეს, არ არის აუცილებელი ღამღამობით მისი ოთახში გამოშვება. ამას საკმაოდ დამანგრეველი შედეგები მოჰყვება. ზაზუნას სარბენი ბორბალი უყიდეთ. ბორბლებს სხვადასხვა დიზაინი აქვთ. ზოგი მათგანი გალიის კედელზე მაგრდება, ზოგი კი გალიის ფსკერზე იდგმება.
სანამ რომელიმე მოდელზე შეაჩერებდეთ არჩევანს, კარგად დაფიქრდით, რომელი უფრო შეეფერაბა თქვენს გალიას. მოზრდილი ზაზუნასათვის მინიმუმ 20 სმ.-ის დიამეტრის ბორბალია საჭირო. რაც უფრო დიდი იქნება ბორბლის დიამეტრი, მით უკეთესი.
გაითვალისწინეთ, რომ ზაზუნებისათვის არამასიურკედლიანი ბორბლები რეკომენდირებული არ არის. ცხოველს შეიძლება მის კედელში თათი გაეჭედოს.
ტუალეტი: ყველამ არც კი იცის, რომ ზაზუნა ძალიან სუფთა ცხოველია. ის გალიაში ეძაბს განსაზღვრულ ადგილს, სადაც ბუნებრივ მოთხოვნილებებს დაიკმაყოფილებს.
როგორც წესი, ზაზუნა ამას კუთხეში აკეთებს. აუცილებელი არ არის ეს გალიის კუთხე იყოს, მთავარია იყოს კუთხე, სადაც მხეცუკა თავს უსაფრთხოდ იგრძნობს.
მზა ტუალეტი ზაზუნასათვის, რომელიც შინშილებისათვის განკუთვნილი ქვიშითაა ავსებული კარგია იმით, რომ ქვიშა ზაზუნას შარდს იწოვს და მისი გამოცვლა სულ ადვილად შეიძლება. თანაც ასეთი ტუალეტის არსებობისას სუნიც ნაკლებად დგება.
კარგი ვარიანტია კუთხის კერამიკის ტუალეტი. ასეთი ტუალეტი ადვილად ირეცხება და გამძლეა. უფრო გავრცელებულია პლასტმასის ტუალეტები, ოღონდ არ დაგავიწყდეთ, რომ ზაზუნას სულ ადვილად შეუძლია მათი დაღრღნა. თანაც ისინი მსუბუქები არიან და ზაზუნა ადვილად ამოატრიალებს ხოლმე, თუ ის გალიის კედელზე არ მიმაგრდა.
უმეტეს შემთხვევაში, ზაზუნა ტუალეტის ჩადგმისთანავე იწყებს მის გამოყენებას და სპეციალური მიჩვევა არ სჭირდება.
გალიის სხვა აქსესუარები:ზაზუნები ცნობისმოყვარე არსებები არიან. ამიტომ იზრუნეთ იმაზე, რომ გალიაში მათთვის საძვრომი მილები, ხიდები, კიბეები და ა.შ. იყოს. ისინი სიამოვნებით გაერთობიან მათზე ცოცვით.
კბილების სალესი: ამისათვის შესაძლოა გამოიყენოთ სპეციალური ქვა ზაზუნებისათვის, რომელიც ზოომაღაზიებში იყიდება, ცარცის ნატეხი ან ფოთლოვანი ხის ტოტი.
საკვებური: ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი შესაფერისი ნივთი: მაგ.ქილის თავსახური. იყიდება სპეციალურად მღრღნელებისათვის განკუთვნილი საკვებურებიც. ზაზუნა,როგორც წესი, საკვებურში ჩაყრილ საჭმელს ლოყის პარკებში იგროვებს და ბუდეში გადააქვს.
წყლის ჭურჭელი: ნუ გამოიყენებთ წყლის ჩასახმელად ღია ჯამს. შეიძლება ზაზუნა ან ჯამში ჩავარდეს ან ამოაყირავოს და დასველდეს, რაც დაუშვებელია. ყველაზე კარგია სპეციალური ბოთლი, რომელიც ზოომაღაზიებში იყიდება.
დაიმახსოვრეთ, ყველა ნივთი, რასაც გალიაში ჩადებთ, პირველ რიგში, უსაფრთხო უნდა იყოს ზაზუნასათვის. მილები, მაგ, საკმარისად ფართო უნდა იყოს, რათა ზაზუნა თავისუფლად გაძვრეს მათში. ყურადღებით შეამოწმეთ მასალა, რისგანაც ეს ნივთებია გაკეთებული. ისინი არ უნდა შეიცავდნენ ცხოველებისათვის ტოქსიურ ნივთიერებებს.
სად დავდგათ გალია-მოშორებით ორპირი ქარისაგან, გამათბობელი მოწყობილობებისაგან, მზის პირდაპირი სხივებისაგან;
-წელიწადის ცივ პერიოდში ოთახში, რომელიც კარგად თბება;
-სხვა ცხოველებისაგან (კატა, ძაღლი) მიუწვდომელ ადგილას);
-შორს ნივთებისაგან, რომელიც ზაზუნამ შეიძლება სოროში შეათრიოს (ფარდა, ტანსაცმელი, ოთახის მცენარეები, წიგნები და ა.შ.);
-კარგად ვენტილირებულ ადგილას.
რა არ უნდა გავუკეთოთ ზაზუნასარ შეიძლება ზაზუნას წყალში დაბანა! ის შეიძლება ადვილად გაცივდეს. ჰიგიენური პროცედურებისათვის გალიაში მოაწყვეთ ქვიშის ”აბაზანა” (პლასტმასის ან კერამიკის ჭურჭელში). ამისათვის შეგიძლიათ შინშილების ქვიშა გამოიყენოთ.
არ არის რეკომენდირებული ზაზუნას ოთახში გამოშვება! უმჯობესია გასასეირნებლად მცირე ტერიტორია გამოუყოთ. თუ მაინც გაუშვებთ ოთახში, არ დატოვოთ უმეთვალყურეოდ.
არ გაიყვანოთ ზაზუნა ქუჩაში სასეირნოდ! ის შეიძლება დაიკარგოს, გაცივდეს, მოიწამლოს, ინფექციური დაავადება დაემართოს და ა.შ.
.გალიი გაწმენდა არ არის რეკომენდირებული ერთ კვირაზე უფრო მოკლე შუალედებში. ხშირად მხოლოდ ”ტუალეტის” გამოცვლაც საკმარისია. ზაზუნებს საშინლად არ უყვართ, როცა გალიის დასუფთავები შემდეგ იქ ”მშობლიურ” სუნს ვეღარ პოულობენ.
რა ვაჭამოთ ზაზუნას?ბევრი პატრონი მიიჩევს, რომ ამ პატარა არსების გამოკვება რთული არ არის და მას გალიაში ყველაფერს უყრიან (პურის ქერქებს, კომბოსტოს, კარტოფილს, სტაფილოს ნაფცქვენებს და ა.შ.). რახან ზაზუნა ამ ყველაფერს ჭამს, გამოდის, რომ ყველაფერი წესრიგშია.
გახსოვდეთ, რომ ზაზუნა დიდი ხნის წინ მოიშინაურეს და მას თითქმის დაკარგული აქვს ბუნებრივი ინსტიქტი ამოარჩიოს მისთვის ვარგისი საკვები. დღეისათვის ეს ფუმფულა არსებები თითქმის ყველაფერს ჭამენ, რასაც პატრონი მისცემს, უპირატესობას ანიჭებენ ცხიმინა და ტკბილ საჭმელს. ასეთი კვება კი მისთვის ზიანის მომტანია. ამით ზაზუნების ისედაც ხანმოკლე სიცოცხლე კიდევ უფრო მოკლდება.
ამიტომ ყველა მზრუნველი პატრონის მთავარი საზრუნავი ზაზუნას მენიუს სწორი შერჩევაა.
გახსოვდეთ, ნებისმიერი პროდუქტის უზომო რაოდენობით ჭამამ შესაძლოა ვნება მოუტანოს ზაზუნას ორგანიზმს!
ქვემოთ ჩამოვთვლილი, პროდუქტების სია, რომელიც შეგიძლიათ აჭამოთ ზაზუნას და რომელიც მავნებელია მისთვის:
შეიძლება: 1. მშრალი მზა საჭმელი ზაზუნებისათვის;
2. თხილი, კაკალი, მიწის თხილი, წაბლი, ფუნდუკი, კუნჟრუტის თესლი, ბერძნული კაკალი;
3. ხორბლის, შვრიის, ბამბუკის,იონჯას ღეროები;
4. მზესუმზირა, გოგრისა და ნესვის თესლი;
5. ფაფები: ხორბლის, ქერის, შვრიის, წიწიბურის, ბრინჯის, ოსპის, ჰერკულესის;
6. კენკრა: მარწყვი, მოცხარი, ხურტკმელი, მოცვი, ბალი (კურკების გარეშე!), ყურძენი, თუთა;
7. ხილი დაბოსტნეული:გოგრა (უმი), ვაშლი, სტაფილო, ბულგარული წიწაკა, კიტრი, პომიდორი (ოღონდ არა ზამთრის), ბოლოკი, თალგამი, ყაბაყი, ჭარხალი, მსხალი, ატამი, გარგარი, ნესვი, პატისონი, ბარდიჯანი (ოღონდ არა გადამწიფებული), ბანანი, ყვავილოვანი კომბოსტო (მოხარშულიც და უმიც,ოღონდ არა ხშირად), ჭყინტი სიმინდი, პარკი ლობიო, ჩინური სალათა, ბროკოლი, ქლიავი (ცოტა), ნედლი ბარდა, მუხუდო (დამბალი),ასკილი(კურკებისაგან გაწმენდილი და მცირე რაოდენობით);
8. მოხარშული ბოსტნეული :სტაფილო, ჭარხალი, გოგრა, ბარდა (მარილის გარეშე);
9. მწვანილი: ოხრახუში, კამა,ნიახური (მცირე რაოდენობით და იშვიათად), სალათა, ბაბუაწვერას და მრავალძარღვას ფოთლები, სამყურა, ჭინჭარი;
10. მშრალი ხილი: ქიშმიში, გარგარის,ვაშლის, მსხლის ჩირი, ბანანის ჩიპსები;
11.თითქმის ყველა ფოთლოვანი ხის ფოთლები: წიფელი, იფანი, ტირიფი, ცაცხვი, მუხა, ვერხვი, აკაცია, ხეხილი,მაგ. ალუბალი, მსხალი, ვაშლი, თუთა.
12. ვარდის ფურცლები;
13. ბატიბუტი მარილის, შაქრის და სხვა დანამატების გარეშე_როგორც სასუსნავი;
ცხოველური ცილის წყაროდ რაციონში შედის (კვირაში 1-2-ჯერ რომელიმე):
14. მოხარშული ქათმის ხორცი მარილისა და საკმაზების გარეშე;
15.. იოგურტი შაქრისა და დანამატების გარეშე, არაუმეტეს 1%-იანი ცხიმიანობისა,ბიფილინი;
16. ხაჭო 0-1% ცხიმიანობის;
17. კეფირი, მაწონი 0-1% ცხიმოანობის;
18. მოხარშული კვერცხი;
19. ნაკლებცხიმიანი მოხარშულითევზი;
20. გაწმენდილი კრევეტები (იშვიათად);
ახალგაზრდა და ავდმყოვი ცხოველების საკვებად შეგიძლიათ გამოიყენოთ:
21. ხორციანი და ბოსტნეულიანი საბავშვო კვება (მარილის, შაქრისა და სოიოს გარეშე);
22. წყალზე მომზადებული ფაფები, საბავშვო ურძეო ფაფები მარილის, სოიოს და გლუტეინის გარეშე;
23. ბრინჯი, წეპვადობის გაჩენამდე მოხარშული;
24. მცენარეული ზეთი(შეკრულობისას, ძალიან მცირე რაოდენობით).
არ არის რეკომენდირებული: 1. ყველი;
2. მზა საჭმელი ტალღოვალი თუთიყუშებისათვის, სხვა მღრღნელების საკვები;
3. კარტოფილი;
4. ხურმა (დასაშვებია მხოლოდ ძალიან ტკბილი და აბსოლუტურად მწიფე, ისიც იშვიათად);
5. რკო;
6. მღრღნელებისათვის განკუთვნილი დროპსები;
7. თეთრი პური;
8. ბრაზილიური კაკალი.
არ შეიძლება 1. მარილი, შაქარი, სანელებლები;
2. ზეთი;
3. ციტრუსები;
4. მშრალი საუზმეები, მიუსლი;
5. ნუში;
6. ნიორი;
7. ხახვი;
8. ბლისა და გარგარის (მსგავსი ხილის) კურკები;
9. უმი კარტოფილი, კატოფილის ნაფრცქვენები;
10. ძეხვი და სოსისი;
11. ძროხის, თხის რძე;
<
This post has been edited by MITIATO on 4 Jan 2012, 19:59