https://www.youtube.com/watch?v=bdUxb8FQ8eUრა თქმა უნდა ზოგადად ეს ჩემი ვარაუდია, თუმცა ვფიქრობ სიმართლე ამ ვარაუდისგან შორს არ უნდა იდგეს
არიან ადამიანები ვისაც სჯერავს რომ ეს კადრები ინსცენირებაა. ანუ გათამაშებული, სადაც თამაშობენ პოლიციელები. ადამიანმა შეიძლება რაღაც სცენა დადგა, მოძრაობა, დამნაშავისთვის ბრალის წაყენების სცენა, მისი მანქანაში ჩასმა, განყოფილებაში მიყვანა. და ამაში ბუნებრივია მონაწილეობდნენ პოლიციელები.
მაგრამ შეუძლებელია ემოციების თამაში. ამას ვინც ასეთ უმაღლეს დონეზე აკეთებს ის მსახიობია. და ვის სჯერავს რომ აქ ღამის სამ საათზე 10 მსახიობი + გენიალური რეჟისორი და ოპერატორი არიან შეკრებილები? და ასეთ დამაჯერებელ სცენებს იღებენ როდესაც გრძნობ რომ აღნიშნულ ვიდეოში ადამიანების პირველადი და შესაბამისად ავთენტური რეაქციებია - ეტყობათ ხმაზე, ტემბრზე, ლექსიკაზე, უთავ ბოლო სირბილზე.. აღელვებულს და განერვიულებულს არავის გამოგითქვამთ ბგერები როგორ სხვანაირად გამოდის პირის აპარატიდან? ვიბრირებს, ხმოვნები უშნოდ გრძელდება..
ერთ-ერთ მომენტში პოლიციელი ამბობს რომ <"ნაგანი" აქვთ, ნაგანიიი> [თან როგორ განერვიულებული ბგერა გამოდის ნიი დააკვირდით]. რაზე მეტყველებს ეს:
ამ ადამიანის გონებაში ბარაბნიანი იარაღს, რევოლვერს ძირითადად ჰქვია "ნაგანი" რომელსაც საბჭოთა ფილმებში, ან იმ ბავშვობის ან ახალგაზრდობის პერიოდში ხედავდა ან გაუგია. ისევე როგორც ყველა ჩვენგანი ბოტასს ვეძახით რეალური სახელი არ მახსოვს რა ჰქვია ე.წ "ბოტასს", იგივე "ქსეროქსი", "პამპერსი". ანუ ბრენდის სახელი გაიგივებული პროდუქციასთან. კრიტიკულ და კრიზისულ მომენტში იმ საგანს რომლის აღნიშვნაც გვინდა ვუწოდებთ პირველადი ინფორმაციით, გამჯდარი, უფრო ღრმა და შორეულ პერიოდში დამახსოვრებული დასახელებით. და იმ გათვლით რომ მას სურს ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს ოპერატორს, ამიტომ ცდილობს მაქსიმალურად მის გონებაში ამ საგანთან მიმართებაში ახლოს მდგომი სახელი ამოაგდოს მეხსიერებიდან რითიც ეს საგანი აქვს დამახსოვრებული. ანუ ეს მეტყველებს ამ ადამიანის მდგომარეობის ავთენტურობაზე და ის რომ იგი რეალურად იმყოფება აღგზნებულ და ნერვულ მდგომარეობაში.
და ეს "ნაგანი" სინამდვილეში "კოლტია", რომელიც რომ იყოს მოტანილი მას დიდი ალბათობით ან "კოლტად" მოიხსენიებდა, რადგან სავარაუდოდ ექნებოდა ინფორმაცია თუ რა იარაღი იქნა მოტანილი და ჩადებული მანქანაში იმისთვის რომ შემდეგ მასვე "ეპოვა" ან უბრალოდ მოიხსენიებდა რევოლვერად, იარაღად - უფრო მშვიდ ვითარებაში სადაც არ მოუწევდა მილიწამებში საგნებისთვის სახელების მოძებნა, თან უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ოპერატორთან ურთიერთობა, დაკავებულის კონტროლი და ა.შ
საუბარი ზედმეტია ინსცენირებაზე. იმიტომ რომ ინსცენირების ერთადერთი მიზანი იქნებოდა ის, რომ დაეფიქსირებინათ მანქანაში [მოტანილი] იარაღი. იარაღის მოტანის აუცილებლობა კი არ იდგა მანამ სანამ ბუტა ცოცხალი იყო. ანუ შესაბამისად სანამ ბუტა ცოცხალია, ინსცენირების მოტივი არ არსებობს.
და როდესაც ვიდეო იწყება ბუტა ცოცხალია.
ასევე ჩანს გასროლის მომენტი, გადავარდნის, ბორკილების დადების, კიდევ რამდენიმე პოლიციელი და ვიდეოს დაწყებიდან 35 წამზე ჩანს იარაღები. ანუ მთავარი საკითხი არის ის რომ ეს 35 წამი არის(იყოს) უწყვეტი და რეალური. რა თქმა უნდა ვიდეოს დანარჩენი ნაწილიც საინტერესოა მაგრამ უმთავრესი ეს არის.
ჩემთვის პირადად უცხადესია რომ ეს 35 წამი უწყვეტი და რეალურია. ამას შეგრძნების დონეზე უნდა მიხვდე ალბათ ადამიანი.
ამ ვიდეოში არის დაპაუზებები, რაღაც დროის შემდეგ განახლებული გადაღება და ეს შეგრძნებადია მაყურებლისთვისაც[შეუიარაღებელი თვალით], სხვანაირი შუმია, სხვანაირი გარემოა, განათებაც სხვანაირია იმიტომ რომ მანქანები გადაადგილდნენ სხვანაირად ურტყამს განათება, დახასიათების დონეზე ეს ჩემთვის რთული აღსაწერი და გადმოსაცემია მაგრამ ალბათ ყველა ხვდებით რას ვგულისხმობ.
ამ 35 წამში კი არანაირი განსხვავებულობა წინა და შემდეგ კადრს შორის ჩემთვის არ შეინიშნება.
ასევე გასროლამდე ვხედავთ საკმაოდ სერიოზულ სურათს: პოლიცია აქტიურად ამოწმებს და მეტიც აკავებს მანქანაში მსხდომ პირებს. და თან საკმაოდ მწვავე ვითარება ჩანს.
გრძნობს [არადამაჯერებლი და არაპროფესიონალი]პოლიცია რომ შეიძლება სიტუაცია კონტროლიდან გაექცეს და ამიტომ ყვირის იგინება, აშკარად განერვიულებული ფონი აქვს - ცხადია რომ ამისთვის რაღაც სერიოზული მიზეზი აქვთ. (ცალკე საკითხია მსგავს ვითარებაში რამდენად დამაჯერებლად, პროფესიონალურად, "დასტოინად" უნდა იქცეოდეს პოლიცია, ეს მდგომარეობა ძალიან ცუდად მეტყველებს პოლიციელების მომზადებულობაზე, რაც ასევე გახდა მიზეზი ბრმა და შემთხვევითი ტყვიისა. თუმცა ამ წუთას აქ ამაზე არ ვსაუბრობთ).
ანუ მანამ სანამ ეს ტრაგედია დატრიალდება, პოლიციას აქვს მიზეზი იმისთვის რომ ასე ვთქვათ საგანგაშო მდგომარეობით მოქმედებდეს, მათი რეაქციებიდან და ქმედებებიდან გამომდინარე ეს იკვეთება.
არსებობს ინფორმაცია რომ ეს მანქანა დღისით თუ წინადღით შეინიშნებოდა რაღაც ქუჩის კრიმინალთან დაკავშირებულ ინციდენტთან. და ამიტომ დაკავებაზე იყო გადაცემული. პოლიციამ იგი გააჩერა, პოლიცია უკვე უფრთხის ამ მანქანას იმიტომ რომ იგი დაკავებაზეა გადმოცემული [ანუ ეს არ არის ჩვეულებრივი გაჩერება] და ასევე დამატებით საფრთხეს გრძნობს ამ ადამიანების რაოდენობიდან გამომდინარე მანქანაში. (6 კაცი ერთ მანქანაში) და ასევე ამ ადამიანების ვინაობიდან გამომდინარე ასე ვთქვად - ახალგაზრდები და მაქნანიდან გამომდინარეც დამტვრეული შავკაპოტიანი ბეემვე.
(ზოგადად ისე ვამბობ: თუ პოლიციელს "გეძახიან" მაინც, შეუძლებელია რაიმე ეჭვი არ აღგიძრას ღამის სამის ნახევარზე თუნდაც უბრალოდ მოსეირნე 6 კაციანმა ასეთმა ბეევმემ და ალბათ გადამოწმების მიზნით ისედაც გააჩერებ, გამოართმევ მძღოლს საბუთებს შეამოწმებ და თუ ყველაფერი წესრიგშია გაუშვებ).
ბუტას დედა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ როგორც იმ ბიჭებმა უთხრეს ვინც ისხდნენ მანქანაში, ბუტა გადასულა და გიორგობა მიულოცავს პოლიციელებისთვის.
როგორც ცნობილია, ბუტა, მხოლოდ ერთ-ერთის მეგობარი იყო და მას იცნობდა კარგად, დანარჩენები ამ მეგობრის მეგობრები იყვნენ თან როგორც ვნობილია ცოტა უფროსებიც. ანუ ჩვენებურად - ჩერეზ ძმაკაცები. ვზროსლებიც. ყველა ვყოფილვართ ამ ასაკში და ალბათ კომფორტულად და კარგად გრძნობდა თავს ამ ადამიანებთან პატივს სცემდა, პატივს სცემდნენ, დაცულიც იყო ამ ადამიანებთან, სუბორდინაციაც იყო მათ შორის ალბათ. თუმცა არ ყოფილა ხშირი და ახლო ურთიერთობა. შესაბამისად ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ გაჩერებული მაქნანიდან ბუტა ან მხოლოდ ბუტა გადასულიყო და პატრულისთვის გიორგობა მიელოცა [რაც ალბათ გულისხმობს უდანაშაულობის დემონსტრირებას, ცუდი განწყობის არ ქონის დემონსტრირებას, კარგი განზრახვების წარმოჩინებას, ის რასაც ჩვენ ყველაფერს ვუწოდებთ "ჯიგრულს". ანუ ჯიგრულად მიულოცა. ანუ პატრულს რომ რამე ცუდი წარმოდგენა არ გასჩენოდათ მათ მიმართ]. ანუ ბუტა ვერ იქნებოდა ის "ტიპი" ვინც პატრულს და ამ ბიჭებს შორის რაღაც დადებით როლს ითამაშებდა სიტუაციის განმუხტვის მიზნით, სიტუაციას თავის თავზე ვერ აიღებდა - წიპა "შემოგევლეთ ძმებო, მრავალს დაესწარით, ღვთის მადლი გფარავდეთ" სიტუაციის განმუხტვის მიზნით პოლიციელების თავის მოქონვას ბუტა ვერ დაიწყებდა, ასაკიდან, სტატუსიდან გამომდინარე.
ანუ თავდაპირველად მხოლოდ ბუტა არ იქნებოდა მანქანიდან გადმოსული. თუ იქნებოდა მანქანის გარეთ, იქნებოდა პოლიციის მოთხოვნით გადმოსული და თუ ის მანქანიდან პოლიციის მოთხოვნით იყო გადმოსული, მაშინ დანარჩენებიც პოლიციის მოთხოვნით იქნებოდნენ გადმოსულები მაქნანიდან და ეს გადმოყვანა შემოწმებას ემსახურებოდა.
ამ შემოწმების დროს შემთხვევით ბაშალეიშვილს უვარდება ტყვია. ჯერ არავინ არ იცის რომ ბუტა დაჭრილია. 35 წამზე ჩანს იარაღები. და შემდეგ მალევე 20 წამში ალბათ ამჩნევენ რომ ბუტა დაჭრილია და ეგრევე გადასცემენ სასწრაფოს.
ჩემი აზრით რამოხდა აქ.
ორივე მხარე - ოჯახიც და პოლიციაც რაღაც დონემდე მართალია.
ამ მანქანაში მართლაც იდო იარაღი(ები). [სხვათაშორის აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ამ ბიჭებიდან მოგვიანებით ამბობს რომ მანქანაში იყო დამალული მაკაროვის სისტემის იარაღი რომელიც პოლიციამ ვერ იპოვა და შესაბამისად საქმეში არ ფიგურირებს]
ამ ნაწილში პოლიცია მართალია, ასეთი ფორმულირებით რომ "მათ არ ჩაუდიათ იარაღი."
ოჯახი მართალია - რომ ბუტას არ ჰქონია იარაღი. [და ეს უკვე დღეს ყველასთვის ნათელია, ყველამ იცის თვითონ ის პოლიციელებიც ადასტურებენ ამას. მე მაგალითად ეს თავიდანვე ვიცოდი იმიტომ რომ ვიცნობდი ამ ადამიანს და ვიცი რომ მილიონი პროცენტი მას იმ ვითარებაში იარაღი არ ჰქონია.]
და ის რომ პოლიციას არ ჩაუდია იარაღი და რომ ბუტას არ ჰქონია იარაღი ნიშნავს იმას რომ იმ მანქანაში მჯდომ სხვა პირს ჰქონდა იარაღი. რომელიც შემდგომ პოლიციამ არა ჩაუდო არამედ გადმოუდო ბუტა რობაქიძეს. ასე რომ ეს წინადადება რომ "პოლიციას მაქნანაში იარაღი არ ჩაუდია' სიმართლეა".
ამ საქმეში ძალიან რთულად და ცუდად არის გადახლართული ტყუილ-მართალი, ინსინუაციები, ვიღაცეების რწმენები, ვიღაცეების დამოკიდებულებები.
და როდესაც ბუტა შემოაკვდათ, გადაწყვიტეს საქმის ისე წარმოჩინება როგორც მათ აწყობდათ. მკვდარს შეტენეს არამარტო იარაღის ფლობა, არამედ პოლიციისთვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის ინიციატივაც. იმიტომ რომ მხოლოდ ფლობა არ იქნებოდა საკმარისი "მის მოსაკლავად".
იმის გარდა რომ გაუფრთხილებლობით იმსხვერპლეს ადამიანი, კიდევ არანაკლები დანაშაული ჩაიდინეს - იმ ადამიანს ვისაც რეალურად ეს იარაღი ეკუთვნოდა ჩამოაწერეს და უთხრეს რომ შენ არ გქონია იარაღი. და ეს კრიმინალი უდანაშაულოდ შერაცხეს. უდანაშაულო კი კრიმინალად. იმიტომ რომ ამ საქმის შორს წასვლა აღარ აწყობდათ, ერჩივნათ საზოგადოება დაეჯერებინათ იმაში რომ კრიმინალი მოკლეს შეტაკებაში, და დანარჩენ ბიჭებს რაღაცაზე რაღაც ფორმით გარიგებოდნენ იმიტომ რომ საქმის იმ სახით გაგრძელებაში როგორც თავად წარმოაჩინეს იყო შანსი რომ თვითონ პოლიცია შესულიყო ჩიხში, ვიღაცას იარაღის ფლობა ეღიარებინა და ისიც ეთქვა რომ ბუტა შემთხვევით მოკლეს და არა როგორც მსროლელი კრიმინალი.
[როგორც ცნობილია იმ დროინდელმა სასამართლომ სცნო ამ ბიჭების უდანაშაულობა, ის რომ იარაღი მათ არ ჰქონიათ. სავარაუდოდ ძალოვანებისსავე დაკვეთით, რაც მაშინ ნამდვილად არ იყო რთული].
ანუ ამ ადამიანს ან ადამიანებს ვისაც ეკუთვნოდა იარაღის ფლობის გამო ან მასთან დაკავშირებული ინციდენტების გამო პასუხისგება, პოლიცია ერთგვარად გაურიგდა - მასზე რომ ისინი ნაწილობრივ დამალავდნენ სიმართლეს რასაც ასევე განუმტიკიცებდა პოლიციის დახმარებით სასამართლო რომ მათ - იარაღი არ ჰქონიათ. ანუ ის რომ მათ იარაღი არ ჰქონიათ, ტყუილი უკვე ოფიციალურ სიმართლედ იქცა.
და როდესაც ისინი პირად საუბრებში ბუტას ოჯახთან ან მეგობრებში ამ უკვე გაოფიციალურებულ სიმართლეს ამბობდნენ რომ მათ იარაღი არ ჰქონიათ, ეს სიმართლე იყო უკვე და ჰქონდათ ამის თქმის მორალური უფლება. და რახან ისინი იყვნენ "ვზროსლები", სტატუსით და ასაკით დიდები ბუტაზე და ა.შ შესაბამისად მოიაზრებოდა რომ ბუტაც იგულისხმებოდა "ჩვენ"-ში. "აბა ამ ხუთ კაცს არ ჰქონდა და ერთ 19 წლის ბიჭს ჰქონდა იარაღი? ამას ვინ დაიჯერებს?"..
ასევე პიროვნებაც რა თქმა უნდა გადამწყვეტ როლს თამაშობდა მათთვის ვინც მას ან მის ოჯახს იცნობდა. არავინ არ დაიჯერებდა ამას და სწორადაც. და ასეც მოხდა საბოლოოდ.
შესაბამისად საზოგადოებამ, სხვადასხვა მოვლენათა ერთობით. რეციდივის ფაქტებით, რაღაც ემპირიული ცოდნითაც, ინტუიციითაც დროთა განმავლობაში არ დაიჯერა[და მართებულად] ის რომ ბუტას იარაღი ედო, მაგრამ დაიჯერა ის, უკვე სასამართლოს დასკვნით გამტკიცებული რომ არც დანარჩენ 5 ადამიანს არ ედო იარაღი.
ანუ გამოდის რომ თუ არც ბუტას ედო იარაღი(რასაც პოლიცია ამტკიცებდა რომ ედო) და არც დანარჩენს 5 ადამიანს არ ედო(რაც სასამართლომ დაადასტურა) გამოდის რომ მაქნანაში იარაღი არ იდო.
და თუ ის მასში მაინც აღმოჩნდა ესეიგი ჩადებულია. ანუ მართლად წარმოჩენილ ტყუილსა და რეალური ფაქტის პირობათა ერთობლიობით გამოვიდა დასკვნა რომ იარაღები ჩადებულია.
თავის მხრივ პოლიციამ თავის თავს გაუჩალიჩა როდესაც რეალურ მფლობელს ჩამოაწერა იარაღი და ამას ვეღარ გადათქვამდა რომ მისი ინიციატივა იყო იარაღის ერთი პირიდან მეორე გადაწერა და პარალელურად სასამართლოს წაშველიება იმ რეალური მფლობელის უდანაშაულობაში.
პოლიციის მთავარი მიზანი იყო საზოგადოების დაჯერება იმაში რომ კრიმინალი ბუტა ორმხრივ სროლაში დაიღუპა. თუ ამას საზოგადოებას დააჯერებდა მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დადგებოდა. "იმ ადგილზე" როგორადაც პოლიციამ მთელი ეს საქმე აბურდა.
როდესაც ვერ დააჯერეს საზოგადოება ბუტას კრიმინალობაში, ავტომატი საქმიდან ამოიღეს. უკან პატრონს ვეღარ დაუბრუნებდნენ იმიტომ რომ ეს იმაზე დიდი სკანდალი იქნებოდა რაც მოხდა. ეს ნიშნავს რომ მთელი პოლიცია, პროკურატურა ძალოვანები არამარტო გააყალბეს საქმე არამედ კრიმინალი გაუშვა იმისთვის რომ მის მიერ შეთხზული ვერსია მყარად წარმოეჩინა და უდანაშაულოდ მოკლული კრიმინალად გაეცნო. ანუ დამნაშავესთან/დამნაშავეებთან გარიგებაზე წავიდა. ეს დღესაც არ აწყობს ბევრს დარწმუნებული ვარ.
შემდეგ უკვე ეს თემა წაიღო ოპოზიციამ პოლიტიკაში, ატრიალა, ოჯახს ცრუ იმედები გაუჩინა ისრები მიმართა ხელისუფლებისკენ და განაზოგადა რომ ესეიგი მთელი ნაციონალური მოძრაობა, როგორც პარტია მოწადინებული იყო ბიჭების დახვრეტაზე დ ა.შ.
ესეთი რამ ნებისმიერი პარტიის მმართველობის პირობებში შეიძლებოდა მომხდარიყო.
აქ საქმე გვაქვს პოლიციის არაპროფესიონალიზმთან, დაუდევრობასთან, დანაშაულებრივ გარიგებებთან, სასამართლოზე ზეწოლასთან და კიდევ ბევრი სხვა.
This is Mirza Papuna Davitaia the best Georgian ever born. (C) Renny Harlin