#43875738 · 25 Feb 2015, 18:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არამარტო სოფლის მეურნეობის! უამრავი რამ შეიძლება აწარმოო. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება-გადამუშავება, ასე თუ ისე ისინი არის და მათი ათვისება შეიძლება გაცილებით ინტენსიურად. მინერალური წყლები ტრადიციულად. ამასთან დაბალი საგადასახადო პირობებში უცხოური საფეიქრო სარწმოების მწარმოებელი ფირმების შემოყვანაც შეიძლება რათა მათი პროდუქცია აქ შეიკეროს. თუ არ ვცდები გერმანულმა "პუმამ" გახსნა ადრე აქ თავისი ქარხანა, ბათუმში, თუ კარგად მახსოვს. იგივე შეიძლება გაკეთედეს ტექნიკაზე. ანუ არ არის საჭირო შენ შენი მაიქროსოფთის ფირმა გქონდეს, არამედ შეგიძლია თუნდაც მაიქროსოფთს და სხვა ნებისმიერ ფორმას შეუქმნა კარგი საინვესტიციო გარემო, რათა ამ ტრანსნაციონალურმა ფირმებმა აქ დაიწყონ საწარმოების გახსნა და შესაბამისად ეს უკვე ქართული წარმოება იქნება უცხოური ბრენდის სახით, მაგრამ ერქმევა და იქნება კიდეც - მეიდ ინ ჯორჯია - ანუ წარმოებულია საქართველოში. ისე როგორც ამას თურქეთი აკეთებს.
|