საკუთარ თავზე წარმოიდგინეთ ანუ, როგორ მოიქცეოდით.
არსებობს ორი გოგო, პირობითად ავიღოთ ანი და მარი.
ანი არის ულამაზესი, რასაც ქვია დახატული გოგო და საკმაოდ ცნობილიც ქართულ ვებ სივრცეში, ყველას მოსწონს მოკლედ და ყველა ბიჭი ცდილობს მის გარშემო იტრიალოს.
ამასთან არის უჭკვიანესი და უნიჭიერესი, ძალიან დიდი ხანია ასეთი კომბინაციით არავინ შემხვედრია, არ ვაჭარბებ, მეც გაკვირვებული ვარ. პლიუს მიზანდასახული და ურთიერთობაში ძალიან საყვარელი.
მაგრამ ერთი პრობლემაა, სექსუალურად საერთოდ არ მიზიდავს

არც მსუქანია და არც ანორექსიკი, უბრალოდ არ მიზიდავს და მორჩა, არ აქვს ისეთი სხეული საერთოდ მე რომ მომწონს, არადა ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ ფიზიკურ მდგომარეობას.
მასზე რეაქცია 0 სამწუხაროდ

ახლა მარი.
ესეც ულამაზესი ლამაზი გოგოა, ვერავინ დაიწუნებს, უბრალოდ ანია რაღაც სასწაული, ხომ ხვდებით?
ძალიან ჭკვიანი და მიზანდასახულია, არა ისეთი როგორიც ანი, მაგრამ ბევრიც არ უკლია და ჭკვიანი ნამდვილად ეთქმის, საერთოდ ანის რომ არ ვიცნობდე, დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა ჩემზე ამ მხრივ.
ურთიერთობაში ორივე ერთნაირად სიცოცხლეები არიან

ხოლო ფიზიკურობას რაც შეეხება, ძალიან მიმზიდველია, გამომწვევად კი არ იცვამს ან რამე, უბრალოდ ლამაზი სხეული აქვს, ძალიან სექსუალურია მოკლედ.
რეაქცია მაქ უმაღლესი

ორივე ძალიან მომწონს და შესანიშნავად ვეწყობი, იგივე მოდის მათგანაც.
ორივესთან შესანიშნავად ვგრძნობ თავს, ოღონდ მაშინ როცა ერთთან მეორე მავიწყდება და მეორესთან პირველი, მაგრამ ეს ძალიან ცოტახანს გრძელდება.
ვერ ვიტან და მეზიზღება ასეთი ბარდაგი რომ მაქ ხოლმე.
ისიც ვიცი რომ ასე დიდხანს ვერ ვიქნები და ცუდად დამიმთავრდება ყველაფერი, მირჩევნია ერთთან ვიყო და დიდხანს, ნორმალურად, ვიდრე ორივესთან სანახევროდ.
არა ამ ყველაფერს კი ვაცნობიერებ, მაგრამ პრობლემა ისაა რომ ვერ ვაკეთებ, ენა არ მიბრუდნება უბრალოდ რომელიმესთან დავამთავრო, არადა მინდა.
როგორც წესი აქ თემებს არ ვხსნი, მაგრამ გამიჭირდა : (
ვიცი რომ აქ ნორმალურ რჩევას ვერავინ მომცემს, მაგრამ იქნებ რომელიმე პოსტმა გამინათოს გონება და რამე ისეთი დავინახო, რასაც აქამდე ვერ ვხედავდი.
თანაც არიან აქ იუზერები, რომელთა აზრსაც სიამოვნებით წავიკითხავდი.
ჰა აბა? რა ვშვრა?

ოღონდ, "ორივესთან იყავი" ან "ორივეს დაშორდი და სხვა ნახე" არ მიიღება.