
Android დეველოპერი: იტალიაში დაფუძნებული სტარტ-აპი
VMS ME, ტელეკომ იტალიის TIM #WCAP აქსელერატორი სისტემისაგან შერჩეული სტარტაპი კომპანია ქალაქ რომიდან აცხადებს ვაკანსიებს ანდროიდ-იავა დეველოპერებისათვის საუკეთესო ხმიანი შეტყობინებების ტექნოლოგიების განვითარება-დახვეწის მიზნით.
კანდიდატად საჭიროა სოლიდური გამოცდილების დეველოპერი, რომელიც ბედნიერი იქნება რომში გამგზავრებით (ხანმოკლე, ან ხანგრძლივი ვადით), მაგრამ მოცემული ვაკანტური ადგილი ასევე მოიაზრება დისტანციურად დასაქმებულებისთვისაც.
შემოთავაზება:
- სრული სამუშაო მოქნილი გრაფიკი (გათვალისწინებულია ნახევარი განაკვეთი)
- ხელფასი+ბონუსი ხანგრძლივვადიანი მიზნებისათვის+შესაძლებელია ბონუსები კომპანიის აქციებში
- ახალგაზრდული და საინტერესო სამუშაო გარემო რომის ცენტრში (ტრასტევერე)
- უცხოელებისათვის გათვალისწინებულია დაბინავება
მახასიათებლები:
- Java
- Push შეტყობინებები
- XML ანალიზი
მნიშვნელოვანი: გამორიცხულია მობილური განვითარების ალტერნატივები (HTML5, PhoneGap, Titanium და ა.შ.).
სასურველია XMPP და/ან Ejabberd გამოცდილება.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, მოკლე დახასიათება, თქვენი მზაობა და თქვენს მიერ შექმნილი აპლიკაციების ნუსხა მაილზე - jobs@vms.me
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ თვითონ საიტს:
http://vms.me/?jobs=android-developer წარმატებებს გისურვებთ. იქნებ, ვინმე ყოჩაღი დეველოპერი გამოჩნდეს და იხეიროს