აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა მანათის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებაში 21 თებერვლისთვის 1 დოლარი/1,05 მანათი დაადგინა. 20 თებერვალს 1 დოლარი 0,7862 მანათი იყო. მანათმა 1 დღეში 33,5 % დევალვაცია განიცადა.
“ეს გადაწყვეტილება აზერბაიჯანის ეკონომიკის დივერსიფიკაციის სტიმულირებას, ეკონომიკის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობასა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას შეუწყობს ხელს”-აცხადებენ ცენტრალურ ბანკში. The Financial Times-თან ინტერვიუში აზერბაიჯანის ც.ბ. სამმართველოს უფროსის, ელმან რუსტამოვის თქმით, ვალუტის ნებისმიერი ცვლილება თანმიმდევრობით მოხდება და ცენტრალური ბანკი ეცდება, მაქსიმალურად გაითვალისწინოს მოსახლეობის ინტერესები. რამდენად ძლიერი იქნება მანათის დევალვაციის დონე, ინტერვიუში მას არ დაუზუსტებია.
წყაროს სანდოობაზე ვერაფერს ვიტყვი. ცნობად მიიღეთ. კომპეტენტურებმა დაადასტურეთ ან უარყავით.
ლართან მიმართებაში რა ხდება, რეგიონს ერხევა თუ ისეთი პროცესები მიდის, რასაც ჯერ ვერ ვხვდებით?
http://www.postalioni.com/2015/02/zzzkkk
This post has been edited by ბეჟანბეჟანი on 21 Feb 2015, 23:56
"არ არსებობს სამყაროში ბოროტება, რომელიც ქოცმა არ დაიჯეროს თუ ნაცებზეა ლაპარაკი, და არ არსებობს სისულელე, რომელიც ნაცმა არ დაიჯეროს თუ საქმე ქოცებს ეხება.”