daedoZero clients? ესე იგი ოპერაციული სისტემაც არ ექნებათ და რა OS-ს აპირებ რომ გაუშვა? Thin/thick კლიენტები და მსგავსი ჩვენთან საერთოდ არაა პოპულარული და არამგონია აქ ხალხს ჰქონდეს მაგის გამოცდილება რომ გირჩიონ

გუგლზე ჯობია ისევ დაძებნო. რაც შეეხება რაიდის კონფიგურაციას, გააჩნია რამდენი HDD გექნება და რამდენს გაიმეტებ redundancy-სთვის

მე მაგალითად ეგეთ გარემოში RAID6-ს ავაწყობდი ან თუ ჯიგარი ბიუჯეტია RAID 60-ს
RAID6-ის შემთხვევაში, ორი HDD-ს მწყობრიდან გამოსვლის დროსაც კი არ კარგავ დატას. თუკი SAS-ზე აპირებ სერვერის ყიდვას, სატა ვინტები საკმაოდ გაიაფდა ამ ბოლო წლებში და RAID6 კარგი ვარიანტია. თან სტრაიპინგიც ხდება და სწრაფქმედებაშიც აისახება.