მიმდინარე წლის 22 თებერვალს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ “ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ენერგეტიკაში არცერთი ახალი ინვესტორი არ შემოსულა”.
ფაქტ-მეტრი ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
ენერგეტიკის სამინისტრომ იმ კომპანიების ჩამონათვალი მოგვაწოდა, რომლებთანაც ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ მემორანდუმი 2013 და 2014 წლებში გააფორმა.
შპს “ჰიდროლეა” – (მემორანდუმის ხელმოწერის თარიღი 11.09.2013)
შპს “ავსტრიან-ჯორჯიან დეველოპმენტი” – (12.09.2013)
Georgian Hydro power LLC – (22.10.2013)
Royal Haskoning DHV (Pty) Ltd – (30.10.2013)
Ahlatci Enerji Sanayi ve Ticaret A.S. – (11.10.2014)
Calik Enerji Sanayi ve Ticaret A.S. – (11.10.2014)
სს “სვანეთი ჰიდრო” – (31.10.2014)
Bugato Energy LLC – (07.02.2014)
სს “სუფსა ენერჯი” – (12.03.2014)
სს “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი” – (08.04.2014; 22.09.2014; 17.07.2014)
შპს “თრიალეთი 2013″ – (16.05.2014)
შპს “მარდიჰოუსი” – (19.05.2014)
Energo Windpower LLC – (23.05.2014)
შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია – (16.06.2014)
შპს “ეგ” – (16.06.2014)
შპს “ფშავი ჰიდრო” – (19.06.2014)
სს “იორი ენერჯი” – (19.08.2014)
შპს “ჯჯპ – LTD GGP” – (22.09.2014)
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.ნაკადული
factcheck
ჰიტლერთან ომი ამერიკის და ჩერჩილის შეცდომა იყო, ნაციონალ სოციალისტური იდეების საბაზრო ეკონომიკასთან შეთანხმება შეიძლებოდა (C) temart