მეც ძალიან დიდ ფინანსურ ზარალს ვნახულობ ლარის გაუფასურებით და იმავე მედლის მხარეს ვდგავარ როგორც თქვენ.
თუმცა ლარის ამგვარი გაუფასურებას მეორე მხრივ აქვს დადებითი მხარეები რაც ხანგრძლივ პერსპექტივაში სასარგებლო იქნება.
პირველი 2 მიზეზი ამ პროცესების არის
1) ქართველი ხალხის ცხოვრების სტილი (შარლატანობა, დაზოგვის უუნარობა, იმპორტულ პროდუქციაზე მოთხოვნა, ადგილობრივი პროდუქციის არ შეძენა, ჩამოიტანე. გაყიდეს პრინციპი)
2) საქართველოს ხელისუფლება (მიღებული რეგულაციები, არასწორი სახელმწიფო შესყიდვები, უმოქმედობა)
100%-ით დავრწმუნდი იმაში რომ საქართველო როგორც სახელმწიფო რომ შედგეს და სახელმწიფომ რომ იფუნქციონიროს ამის უებარი წამალი არის ნულოვანი ტოლერანტობა ქართველი ხალხის მიმართ. საკმარისიაა დაიწყო ადამიანის უფლებების უკლებლივ შესრულება საქართველოში და პროცესები გადის კონტროლიდან.
ის რაც ლარს დაემართა ძალიან ბევრ ქართველს თვალს აუხილეს (დროებით მაინც)
1) იძულებული გახდება გაკეეთოს ეკონომია
2) იძულებული გახდება იყიდოს ქართული პროდუქცია
3) უარი თქვას, აიფონებზე და ჯიპებზე
4) ეცადონ შექმნან ადგილობრივი ნაწარმი და არა ჩამოიტანე გაყიდე
5) კრიზისი შეეხო არამარტო დსთ-ს ქვეყნებს. კრიზისია იმ სახელმწიფოებშიც რომლებშიც ჩვენი ემიგრანტები დასაქმებული არიან (ეწევიან მომსახურებას) შესაბამისად ისინიც იძულებული არიან ნაკლები გადმორიცხონ (ევროპა არანაკლებს ზარალობს რუსეთთან შედარებით, სანქციების გამო)
6) იჯარის ფასები შემცირდება (მანჰეტენის ფასები რომ ჰქონდათ)
7) ქართული ოცნება იძულებულია ნაბიჯებს აუჩქაროს თორე სოციალური აფეთქება კარზე მოადგება
8) სუფრაზე შევუკვეთავთ იმას რის ჭამასაც შევძლებთ და არ დავყრით უაზრო რაოდენობის კერძებს.
9) ბერვი ლარის გაუფასურების გამო იძულებული გახდა მოისმინოს ეკონომიკური ხასიათის ინფორმაცია და სულ მცირედით მაინც გაიგოს ეკონომიკის ინჩიბინჩი
მოკლედ დამთავრდა გულავი
მივხედოთ: თოხს, ბარს, წარმოებას, ტურიზმს...
შეევეშვათ შარლატანობას
მარტო ხელისუფლება ვერაფერს იზამს
ნუ ყიდულობთ დოლარს და ნუ ყიდით ლარს
თითოეული ჩვენთაგანის ხელშია დღეს ლარის ბედი, საქართველოს ეკონომიკის ბედი...
დავივიწყოთ ჩვენი მავნე ჩვევები...
-----------------------------------------
შეაყარე კედელს ცერცვი
This post has been edited by HackMan on 25 Feb 2015, 14:55