სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხას აქვეყნებს.
გასაყიდი ობიექტების ჩამონათვალშია:
http://commersant.ge/index.php?m=5&news_id=19003&cat_id=5,221. ბორჯომ-ლიკანის ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია გარდა სახლისა,
2.„კურორტი ახტალა",
3.„მესტიის რეზიდენცია",
4.წყალტუბოს სანატორიუმები,
5.ყოფილი ნარკოლოგიურის შენობა თბილისში,
6. ბათუმი თაუერი,
7.ათონელზე მდებარე რეზიდენცია თბილისში,
8.„საქართველოს ლატარიის კომპანიის" 70%-იანი წილი,
9.თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი,
10.ეროვნულ ბანკის ყოფილი შენობა,
11.წყნეთის სამთავრობო აგარაკები,
12.პრეზიდენტის ბობოყვათის ყოფილი რეზიდენცია და სხვა ობიექტები.
გასაყიდი ობიექტების ნუსხა დღეს "ბიზნესმენთა ასოციაციის" მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ბიზნესმენებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა გააცნეს.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე გამოითქვა სურვილი რამდენიმე ობიექტთან დაკავშირებით. ვარაუდობენ, რომ მარტო ობიექტების გაყიდვით ორი-სამი თვის პერიოდში დაახლოებით 300-350 მილიონი დოლარის
„უკვე დარბაზშივე გამოითქვა სურვილი რამდენიმე ობიექტთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს, რომ ეს არის აბსოლუტურად რეალისტური ინვესტიციები. მარტო ამ ობიექტებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ ორი-სამი თვის პერიოდში შევძლებთ დაახლოებით 300-350 მილიონი დოლარის მობილიზებას. ამას გარდა, ჩვენ გვექნება ძალიან სერიოზული ნაბიჯები საკანონმდებლო კუთხით ბიზნესისადმი და ინვესტიციებისადმი ხელშეწყობის მიმართულებით, რასაც ალბათ უახლოეს დღეებში პრემიერ-მინისტრი გააჟღერებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. This post has been edited by kvarkvare on 25 Feb 2015, 20:45