47 წლის ლეონიდ ივანეს ძე კორენი ეძებდა 47 წლის მიხეილ სააკაშვილს.
ისტორია: ვეძებ ჩემს ჯარის მეგობარს, 47 წლის მიხეილ სააკაშვილს. მე და მიხეილი ერთად ვმსახურობდით უკრაინაში და ჯარშივე დავმეგობრდით. მთელი ამ წლების განმავლობაში, ვცდილობდი, მომეძებნა ჩემი მეგობარი, მაგრამ, დამოუკიდებლად ეს ვერ შევძელი. მაქვს ჩემი და მიხეილის ერთი ფოტო და, იმედია, რომ მეგობარს ვიპოვი. სამწუხაროდ, მიხეილის შესახებ მწირი ინფორმაცია გამაჩნია და არც მისი ძველი მისამართი ვიცი. თავად მე უკრაინაში ვცხოვრობ და თქვენი რუბრიკის იმედი მაქვს.ვცხოვრობ ღრმა სოფელში, სადაც არც ტელევიზია და საერთოდ ინფორმაციის ნაკლებობაა.არც ვიცოდი რომ ის საქართველოს პრეზიდენტი იყო. რაც ჩვენი პრეზიდენტის მრჩეველი გახდა მას შემდეგ შევიტყვე მისი არსებობის შესახებ. დიდი წარმატებისთვის მიუღწევია ცხოვრებაში. ნიჭიერი ბიჭი იყო! ხშირად აკითხავდა დედა და ბებია.მათი ჩამოსვლის შემდეგ განებივრებულები ვიყავით მრავალფეროვანი საჭმელებით. ბიძა ყავდა ძალიან კარგი კაცი, ვისი დამსახურებითაც განსაკუთრებულ პირობებში ვიყავით. მახსოვს თავიდან პრობლემები გვექმნებოდა ზემდგომებისგან, რადგან არავის ვუყობდით ქალბატონი გიულის მორთმეულ საკვებს. ეს რომ შეიტყო თემური ბიძიამ უმალ გამოგვიცვალეს ხელმძღვანელობა მისი კავშირების მეშვეობთ.
ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია ჩვენი მკითხველისთვის ამა წლის თებერვლის ნომრიდანაა ცნობილი. ლეონიდ კორენს გაუმართლა – მისი ჯარის მეგობარი ნაპოვნია. რუბრიკას გამოეხმაურა დაკარგული მიხეილ სააკაშვილის ნათესავი, რომელმაც მიხეილს გადასცა ეს ისტორია. მე ისღა დამრჩენია, ვისურვო, რომ ყველამ მალე იპოვოს დაკარგული ახლობელი, ნათესავი თუ მეგობარი და აღდგეს კავშირი მათ შორის.
ინტერვიუ ლეონიდ ივანეს ძე კორენთან:
– ლეონიდ, გეგონათ თუ არა, რომ დაკარგულ მეგობარს ასეთ მოკლე დროში იპოვიდით?
– როდესაც პირველად გადავწყვიტე მიხეილის მოძებნა და ჩემი განაცხადი სამძებრო საიტზე განვათავსე(ასე მითხრა ჩემმა ნათესავმა,რომელიც კომპიუტერის დიდი მცოდნე ყოფილა), სიმართლე გითხრათ, არც კი მქონდა იმედი, რომ ჯარის მეგობარს ვიპოვიდი. ვიცი, რომ არსებობს უამრავი უფრო მნიშვნელოვანი ისტორია, მაგალითად, როდესაც შვილები ეძებენ მშობლებს, ან – პირიქით, აღარაფერს ვამბობ უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანებზე. მაგრამ, რატომღაც, ძალიან მომინდა ჩემი სიყრმის მეგობრის მოძებნა და ამიტომაც გადავწყვიტე, დაგკავშირებოდით. ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ჩემს ისტორიას ასეთ მოკლე დროში ექნებოდა გამოხმაურება და მიხეილს ვიპოვიდი. მადლობა თქვენ, იმ ადამიანს, ვინც ეს ამბავი მიხეილს გადასცა და მთელ თქვენს რედაქციას იმისთვის, რომ ასეთი კარგი რუბრიკა გაქვთ. მას რომ ასეთი წარმატებისთვის არ მიეღწია ალბათ ვერც ვიპოვიდი.
– მეგობარზე საკმაოდ მწირი ინფორმაცია გქონდათ. თქვენი ისტორიის წარმატებით დასრულება, შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ, ძირითადად, ფოტოს დამსახურებაა. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი, ვინც მომმართავს, ვერ ხვდება, რა მნიშვნელოვანია ადამიანების პოვნაში ფოტოსურათი.
– დიახ, მე ვიცოდი, რომ ფოტო ამ საკითხში დიდ როლს ითამაშებდა, ამიტომაც, თავიდანვე გამოგიგზავნეთ დაკარგული ჯარის მეგობრისა და ჩემი ფოტოსურათები. როდესაც ვინმეს ეძებ, მისი პოვნის შანსები იზრდება, თუკი დაკარგულის ფოტო გაქვს – მეტი ალბათობაა, რომ ვინმე სურათით მაინც იცნობს დაკარგულ პიროვნებას. იმის გარდა, რომ მე და მიხეილი ერთად ვმსახურობდით ქალაქ ლუგანსკში, ფაქტობრივად, სხვა ინფორმაცია არ მქონდა, ეს კი მართლაც ძალიან მწირი ინფორმაციაა. სასიხარულოა, რომ ჯარის დამთავრების შემდეგ გაწყვეტილი ურთიერთობა აღდგება. მე მოუთმენლად ველი ამ წუთს.
– მაინც, რამ გადაგაწყვეტინათ ჯარის მეგობრის მოძებნა ამდენი წლის შემდეგ? ალბათ, რამემ იმოქმედა.
– ადრე, ანუ, ჩემს ახალგაზრდობაში, ჯარს თავისებური დატვირთვა ჰქონდა. იქ მართლაც შეგეძლო მეგობრების გაჩენაც და დროის გატარებაც; თან, გამოცდილებასაც იძენდი. ჯარში გატარებული დრო ხშირად გახსენდება, თუკი იქ მართლაც კარგი მეგობარი შეიძინე. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. მე და მიხეილი დავმეგობრდით და ჩემთვის ჯარის გახსენება მასთან ასოცირდებოდა. გადიოდა დრო და მეგობრის პოვნა სულ უფრო მეტად მინდოდა. გავიგე, როგორ უნდა მოვქცეულიყავი და, თავდაპირველად ჩემი ისტორია სამძებრო საიტზე განვათავსე, იქიდან კი ის თქვენთან მოხვდა და ასე გამიმართლა.
– როგორ ფიქრობთ, შეხვდებით თუ არა თქვენ და მიხეილი ერთმანეთს?
– უკვე ამდენი წელია გასული მას შემდეგ, რაც ჯარი მოვიხადეთ და მისი ნახვის დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ, არ ვიცი, მოხერხდება თუ არა ჩვენი შეხვედრა, რადგან, ის დიდი კაცია და ქვეყანას გასაჭირი უდგას. ამ ეტაპზე, ალბათ, სატელეფონო კავშირით ან ინტერნეტით დალაპარაკებას დავჯერდებით, შემდგომ კი დრო გვიჩვენებს.
თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ.
This post has been edited by SPLIYVI on 25 Feb 2015, 02:08
მიმაგრებული სურათი