2005 წლიდან მოყოლებული აქ ვარ აქ გავიზარდე. თითქმის არავინ არ მიცნობს, მე ყველას ვიცნობ. 2005 წლიდან აქ ვინც ყოფილა ყველას პორტრეტი ვიცი და მათი ნააზრევიც. დაზვერვაში გამოვდგებოდი ალბათ მარა სურვილი არ მქონია იქ მოხვედრის. ნუ გეშინიათ არავისთვის გადამიცია თქვენზე ინფო

გავიხსენოთ პოლიტიკის განყოფილებიდან წასული იუზერები რომელთაც თავის დროზე თავიანთი კვალი დაატყეს ამ განყოფილებას. ვეთანხმებოდით თუ არა მათ აზრებს ისინი ამ განყოფილების ნაწილი იყვნენ.
მაშ ასე დავიწყოთ:
ზარაზა: უპარტიო იყო, ხშირად აწყობდა საპროტესტო აქციებს რუსეთის საელჩოს წინ თბილისში. ის ერთ ერთი ორგანიზატორი იყო "ჯაჭვის" (რომელიც ომის მერე ნაციონალებმა აიტაცეს) იდეაში ომამდე დაიგეგმა და ცხინვალის რეგიონიდან ენგურამდე უნდა შექმნილიყო ეს ჯაჭვი
რაკეტა : ჰაჰაჰა ეს იყო ვასილი ოღონდ რუსეთუმე. მაგნაირი აქ აღარ გამოჩენილა მეორე. დასდევდა ზარაზას თემიდან თემაში და მოსვენებას არ აძლევდა.
ბპგ: იგივე ბესარიონ გუგუშვილი. მხოლოდ ის იყო ლეგიტიმური და დანარჩენი ყველანი პუტჩისტები ვიყავით. მის ნაწერებში იგრძნობოდა დეპრესიულობა და აგრესია რაც გასაგებია იმის გათვალისწინებით თუ რა მოვლნები გამოიარა. სხვა საკითხში კი წაადგა სამშობლოს ბევრი ქართული ფონტი მისი დაწერილია.
Bacho: პუტჩისტების რისხვა! ბპგ-ს მეგობარი. დაახლოებით იგივე წერის სტილი. ერთხელ იყო ჩამოსული საქართველოში და თავისი დადებითი შთაბეჭდილებები გაგვანდო.
ტანკე: საინტერესო ადამიანი. ინგლისური კარგად იცოდა რაც საშუალებას აძლევდა ამერიკული კულტურის და ტენდეციების გაგებაში, თუმცა ბოლო დროს ორიენტაცია შეიცვალა (პოლიტიკური! შენ რა იფიქრე?!) და რუსულ კულტურას ჩაუჯდა! ერთხელ ტიმს ძალიან აგინა, ბევრი! ცოტა შემეშინდა...
joao: საინტერესო ადამიანი აგრეთვე. დიდი სტატიებს დებდა, ანალიზებს რუსეთ საქართველოს ურთიერთობებზე. თუმცა ბოლოს მისი ანალიზები უფრო სურვილს გავდა თუ როგორ უნდოდა მომხდარიყო ვიდრე რეალობას ასახავდა. თუმცა საინტერესო წასაკითხი იყო ყოველთვის. წერის ნიჭი ქონდა. იყო აგრეთვე მოდერატორი.
Makumba666: თავიდან აგრესიულად აკრიტიკებდა ნაციონალებს, ბოლოსკენ დაწყნარდა. ეს უფრო იმ სიმპტომს გავს ამერიკელი ჩრდილო კორეაში რო ჩააგდო და თავიდან ყვირის არ არის დემოკრატია თქვე ისეთებო თქვე ასეთებოო და 1 წლიანი ცხოვრების მერე რო შეეჩვევა და ნორმალურად აღიქვავს გარემოს და აღარ ღიზიანდება.
didou_nana: ცდილობდა მეგრული კულტურის პოპულარიზაციას და მისი ფართო მასებისთვის გაცნობას. დადიოდა ასევე აქციებზე რუსეთის წინააღმდეგ. იყო საქართველო - რუსეთის თამაშზე რაგბში თურქეთში რო გაიმართა სხვა ფორუმელებთან ერთად. გვიყვებოდა იქაური ქართველების რეაქციებს თუ რა კარგად შეხვდნენ. უყვარდა Kazim Koyuncu.
UZUL: მოწადინებული საქართველოს ინტერესების დაცვაში. ერთ ერთი ავტორი სიმრერა "ჩვენ უნდა ვიომოთ". თუმცა ბოლოს ნერვები აშკარად ღალატობდა. ერთხელ ბპგ-ს მწარედ აგინა (ენა როგორ მოვიტანე...)
chiwawa: ქერა ქალბატონი, მიშას ქომაგი. საინტერესო ადამიანი.
dimpitauridze: ყველაზე ანტიმიშისტი. რუსული ორიენტაციის. გამოიგონა ტერმინი "მიშმაკაკა", თუმცა წლის ბოლო გამოკითხვაში თუ ვინ იყო წლის მიშმაკაკა, თვითონვე მოიგო ეს ადგილი. იყო აგრეთვე მოდერი.
ვალენსიელი: იყო პოლტ განყ მოდერი.
ისტერიკა: იყო პოლტ განყ მოდერი, ცოტა ფილოსოფურ სტილში დებდა ანალიზებს მაგრამ ეტყობოდა ახალგაზრდული ანალიზები იყო რადგან თვითონ ახალგაზრდა იყო. დაღვინებული არ იყო ჯერ.
anatorieli: მგონი აჭარიდან იყო. სასტიკი ანტი მიშისტი იყო. ვარდებით უპირებდა გასტუმრებას მიშას, რაც გამოისახებოდა თავის ავატარზეც: მიშა მანქანაში ვარდით ხელში.
analgin: ანტი ნაციონალი makumba666-ს სტილში. თავიდან ძალზედ აგრესიული, ბოლოს კი წყნარი.
SHARI: ერთ პერიოდში აქტიური ანტიმიშისტი
prezidenta: ისეთი რამეები იცოდა რაც ჩვეულებრივმა მოკვდავებმა არ ვიცოდით. დიდი ალბათობით მთავრობაში გაჩითული. 2007 წელს გვითხრა მალე რაღაცას გაიგებთო ცხინვალზეო, მარა ვერაფერი გავიგეთ
kardu: პა პოლნი...
murzayani: ბუნჩულა კაცი. რაგბის გულშემატკივარი, ნაციონალების მხარდამჭერი.
DIDGORI-geo: სასტიკი მიშისტი, ისეთი დონის რო თავიდან ყველას ტროლი ეგონა
LEVANY-M: მიშისტი და გამგებელი თან
FRIDRIX : ერთ ერთი მიშისტი
UTUFURS: თუ მისი ნაწერებიდან ვიმსჯელებთ განათლებული კაცი. Geronti-ს სტილში. თუმცა ბოლო დროს სასტიკად განაციონალდა. ალბათ რამე მოხდა მის ცხოვრებაში
ბექექს: ანტი ნაციონალი. რაც შინაგ საქმთ სამინისტროში დაიწყო მუშაობა დაიკიდა აქაურობა.
Mikheilisukashvili: გამოირჩეოდა ნაციონალების გულმოდგინე მხარდაჭერით
benjamin glonti: პოლიტ ორიენტაცია გაურკვეველი, უფრო ნაცებისკენ გადახრილი ცოტა. თავიდან ჭკვიანურებს წერდა მარა მერე როგორც ბევრს მოუვიდა მანამდე, დაიწყო ტროლინგი რაც დასანანია. უტუფურს და გერონტის სტილის იყო თავიდან
king depress: იგივე სტილი როგორც ანალგინ და მაკუმბა666, თავიდან აგრესიული ანტი ნაციონალი ბოლოს დაწყნარებული, ეს რაღაც ეტაპია მგონი კარმას მიაღწევენხოლმე მგონი და წყნარდებიან.
მადეირა: უყვარდა კუნძული მადეირა, იყო ნაციონალების მხარდაჭმჭერი იმისდამიუხედავად რომ საჯაროდ უარყოფდა ამას. იყო აგრეთვე მოდერი
D-zine: ნაციონალების მომხრე, ჭკვიანი და წარმატებული
THRakaTTAak: ნაციონალების მხარდამჭერი ცოტა საინტერესო ოღონდ
ესეც ასე ბევრი სხვა აღარ დავწერე, თქვენც ხომ უნდა დაგიტოვოთ ცოტა,
დაწერეთ ვის გაიხსენებდით და ორი სიტყვით გვითხარით მის შესახებ