-"მ.კ.": როგორი პრინციპით იმუშავებს "უკონტაქტო პატრულირების" ახალი სისტემა? თუკი სამოქალაქო მანქანით პატრულირებისას სამართალდამცველმა რაიმე კონკრეტული დარღვევა დააფიქსირა და, შესაბამისად, მძღოლს ჯარიმა გამოუწერა, რა მექანიზმით შეიძლება მოქალაქე ამ ჯარიმის სამართლიანობაში დარწმუნდეს? როგორ გააკონტროლებთ ამას?
-ა.თ.: "უკონტაქტო პატრულირება" ნიშნავს, რომ დარღვევას არა მხოლოდ საპატრულო პოლიციის მანქანა დააფიქსირებს, არამედ მის აღრიცხვას სპეციალური, მაღალი სიზუსტის რეგისტრატორებით სამოქალაქო მანქანებში მყოფი პოლიციელები, უბრალო მოქალაქეები და მოხალისეებიც შეძლებენ, რომლებიც ამ დარღვევებით წუხდებიან.
ეს სისტემა იმუშავებს ვიდეოჯარიმების ანალოგიურად. თუ არ ეთანხმებით, თქვენ ნახავთ ჩანაწერს. იქნება სამართლიანი და დოკუმენტირებული მიდგომა. რეგისტრატორები, რომელთაც გამოვიყენებთ, აღრიცხავს დროს და ადგილს სატელიტური კავშირით და უზუსტობას გამორიცხავს.
რა შედეგს მივიღებთ? - იმას, რაც ასე მოგვწონს ევროპაში: შეიძლება პოლიცია ადგილზე არ ჩანს, თუმცა, წესებს იცავს ყველა და ყოველთვის. რატომ? იმიტომ, რომ ყველამ იცის, დარღვევას არა მხოლოდ პატრული, არამედ ქალაქში არსებული ვიდეოკამერები, რეგისტრატორები და მოქალაქეებიც აკვირდებიან "უკონტაქტოდ და უპრობლემო აფიქსირებენ ისე, რომ დამრღვევთან კონტაქტში ან კოფნლიქტში არ შედიან".
მთლიანი ინტერვიუ აქ
http://www.bpn.ge/finansebi/17792-ras-nish...html?lang=ka-GEეს წესი თუ შემოიღეს, მე ვყიდულობ ვიდეორეგისტრატორს და დებილი მძღოლების ჩაშვებას

აი კბილები მიკაწკაწებს, ისე მინდა

ოცნება, თვქნე თუ გზებზე ქაოსს აღმოფხვრით და წესრიგს დაამყარებთ, ნაცებზე არანაკლები დამსახურება გექნებათ ქვეყნის წინაშე, ეს პატრულის რეფორმირებაზე ნაკლები ღირებულების არ იქნება :sg:

თუ ყველა ეს ღონისძიება კომპლექსურად განხორციელდა, თანახმა ვარ დაჟე მარჯვენასაჭიანების აიკრძალოს. მიაწექით, განსაკუთრებით სახელმწიფო ჯიპებს და ბებერ ტაქსისტებს. ივლისიდან ახალი ამტობუსები შემოდისო და იმედია ავტობუსების მძღოლებს მკაცრად გააკონტროლებენ.