Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
საზოგადოებრივი მეცნიერებები
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(2)
[1]
2
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
საქართველოს გაერთიანების მცდელობები
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Aleksandre166
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Aleksandre166
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2345
წევრი No.: 267536
რეგისტრ.: 14-August 22
#59754185
· 25 Oct 2022, 10:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ამ ბოლო დროს მოცლილი ვარ და ხშირად ვხსნი თემებს.
როცა საქართველოს სამეფო დაიშალა, გაერთიანების იმედი არ დაკარგულა.
სიმონ პირველმა ორჯერ სცადა საქართველოს გაერთიანება. ჯერ 1588 წელს გოფანთოს ბრძოლაში დაამარცხა იმერეთის მეფე, მაგრამ მალევე დაბრუნდა ქართლში, რადგან ოსმალებს გორის ციხე ეკავათ. შემდეგ 1590 წელს ზარბაზანით გაძლიერებულმა დიდი ჯარით დაიპყრო მთელი იმერეთი და შევიდა ქუთაისში. სამეგრელოში გაიქცა იმერეთის მეფე როსტომი. სამეგრელოს მთავარი
მანუჩარ I დათანხმდა როსტომის გადაცემას და გაერთიანებას იმ პირობით, რომ ის მეორე კაცი იქნებოდა ერთიან სამეფოში. მაგრამ თრიაქით გაბრუებულმა სიმონმა როგორც მახსოვს ასეთი წერილი მისწერა: „მე ვარ მეფე სიმონი, რომელსაც წლებია ბრძოლა არ წაუგია და თუ გსურს შეგიწყალო, მოდი და დაიჩოქე ჩემს წინაშე, თორემ შენს ოჯახს ამოვწყვეტ." რა თქმა უნდა, ამაზე განრისხდა მანუჩარი. ბრძოლა ოფშკვითთან მოხდა და მეგრელების გამარჯვებით დასრულდა. სიმონმა დაკარგა ყვეელა ზარბაზანიც.
მეორე მცდელობა იყო 1790 წელს, როდესაც იმერეთის დელეგაცია ერეკლეს ეწვია. მათი მიზანი ქართლ-კახეთისა და იმერეთის გაერთიანება იყო. თუმცა ამაზე ერეკლემ უარი თქვა. ზოგი ფიქრობს, რომ ის დარეჯან დადიანის გავლენის ქვეშ იყო, ზოგი კი ამბობს, რომ ერეკლე მიხვდა, რომ სპარსეთი და ოსმალეთი ამას უპასუხოდ არ დატოვებდნენო. საინტერესოა, დაქუცმაცებული საქართველოს გაერთიანება რომ მომხდარიყო, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს. ან შესაძლებელი თუ იქნებოდა მოლაპარაკება სპარსეთთან ან ოსმალეთთან, რომ კვლავ არ მოხდებოდა დაყოფის მცდელობა იმ პირობით თუ დავემორჩილებოდით.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mtiuli...
Crazy Member
ჯგუფი: Members
mtiuli...
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3412
წევრი No.: 215505
რეგისტრ.: 10-March 16
#59758156
· 26 Oct 2022, 20:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
საერთოდ მსგავსი საკითხები იმ დროს დიდ მოთამაშეებს შორის წყდებოდა. პრინციპში რაღა მაშინ, ეხლაც ეგრეა. მაგ კორეის მაგალითი ავიღოთ, მანდ ამერიკულ-ჩინური ინტერესების ზღვარი გადის. არამგონია ჩინეთს აწყობდეს პრო-ამერიკული ერთიანი კორეა, ისევე როგორც ამერიკას არ ენდომება კომუნისტური ერთიანო კორეა.
მე-15 საუკუნის ბოლოს დაიშალა საქართველო, მალევე ამასიის ზავით შუაზე გაიყვეს ირან-ოსმალეთმა. სიმონ მეფის დროს ოსმალებმა ისედაც ჩაიგდეს ხელში მთლიანი საქართველო, თუმცა მერე ოსმალების გაყრაც მოინდომა სიმონმა აღმოსავლეთ საქართველოდან, რა თქმა უნდა არ დაუშვებდა ძლიერების ზენიტში მყოფი ოსმალეთი საქართველოს გაერთიანებას, ეგ არც ირანის ინტერესებში შედიოდა. მოკლედ აბსურდი იყო მაგ დროს.
ერეკლეს დროს უკვე შესაძლებლობის ფანჯარა გამოჩნდა, დასუსტდა ორივე იმპერია, თუმცა მანდ უკვე რუსეთი გამოდის ასპარეზზე. ერეკლე მეფის სურვილზე არ იყო მხოლოდ დამოკიდებული სამწუხაროდ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Aleksandre166
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Aleksandre166
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2345
წევრი No.: 267536
რეგისტრ.: 14-August 22
#59759403
· 27 Oct 2022, 02:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(mtiuli... @ 26 Oct 2022, 20:48 )
საერთოდ მსგავსი საკითხები იმ დროს დიდ მოთამაშეებს შორის წყდებოდა. პრინციპში რაღა მაშინ, ეხლაც ეგრეა. მაგ კორეის მაგალითი ავიღოთ, მანდ ამერიკულ-ჩინური ინტერესების ზღვარი გადის. არამგონია ჩინეთს აწყობდეს პრო-ამერიკული ერთიანი კორეა, ისევე როგორც ამერიკას არ ენდომება კომუნისტური ერთიანო კორეა.
მე-15 საუკუნის ბოლოს დაიშალა საქართველო, მალევე ამასიის ზავით შუაზე გაიყვეს ირან-ოსმალეთმა. სიმონ მეფის დროს ოსმალებმა ისედაც ჩაიგდეს ხელში მთლიანი საქართველო, თუმცა მერე ოსმალების გაყრაც მოინდომა სიმონმა აღმოსავლეთ საქართველოდან, რა თქმა უნდა არ დაუშვებდა ძლიერების ზენიტში მყოფი ოსმალეთი საქართველოს გაერთიანებას, ეგ არც ირანის ინტერესებში შედიოდა. მოკლედ აბსურდი იყო მაგ დროს.
ერეკლეს დროს უკვე შესაძლებლობის ფანჯარა გამოჩნდა, დასუსტდა ორივე იმპერია, თუმცა მანდ უკვე რუსეთი გამოდის ასპარეზზე. ერეკლე მეფის სურვილზე არ იყო მხოლოდ დამოკიდებული სამწუხაროდ.
გეთანხმები. თუმცა, ჩემი ისტორიის მასწავლებლის აზრით, შეცდომა იყო ერეკლეს მიერ იმერლების შეთავაზების არ მიღება.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
big_V
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
big_V
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 19645
წევრი No.: 37832
რეგისტრ.: 7-July 07
#59760360
· 27 Oct 2022, 15:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
გეთანხმები. თუმცა, ჩემი ისტორიის მასწავლებლის აზრით, შეცდომა იყო ერეკლეს მიერ იმერლების შეთავაზების არ მიღება.
დღეს რომ ეგეთი შესაძლებლობა იყოს და მთავრობამ არ გააკეთოს.
ერი შერაცხავს მოღალატედ.
მ ო ღ ა ლ ა ტ ე დ.
მარა, ერეკლეზე დაგცდეს მსგავსი, ლინჩის წესით გაგასამართლებენ "იიი, ჯერ იმდენი იომე რამდენიც ერეკლემ და მერე აკრიტიკეეეე"
დდდშც
მამენტ, რაღა "იყოს",
არის შესაძლებელი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Aleksandre166
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Aleksandre166
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2345
წევრი No.: 267536
რეგისტრ.: 14-August 22
#59760386
· 27 Oct 2022, 15:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
მარა, ერეკლეზე დაგცდეს მსგავსი, ლინჩის წესით გაგასამართლებენ
ერეკლემ ბევრი დიდი საქმე გააკეთა. ხოლო რაც შეეხება იმერეთს, ზემოთ კარგად აღწერა სიტუაცია მთიულმა და არავინ იცის, რა მოჰყვებოდა მას.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13781
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#59760402
· 27 Oct 2022, 15:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(mtiuli... @ 26 Oct 2022, 20:48 )
მე-15 საუკუნის ბოლოს დაიშალა საქართველო,
მალევე ამასიის ზავით შუაზე გაიყვეს ირან-ოსმალეთმა.
საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი მოვლენა, რომელიც მთლიანად ადგილობრივი ელიტის ქმედებების შედეგი იყო.
ესეც დაშლის შედეგი იყო გარკვეულწილად. ერთიანი რომ ყოფილიყო საქართველო ერთსაც და მეორესაც უფრო დიდ წინააღმდეგობას გაუწევდა, არადა დაქუცმაცებულმაც დიდხანს იომა. თუმცა ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ თუკი ვასალობაში მოექცეოდა, ეს უდავოდ ერთი სახელმწიფოს დომინაციის ქვეშ იქნებოდა და არა ორის, რაც ბევრ პრობლემას აგვაცილებდა თავიდან.
----------
ბევრი ლაპარაკი არ უნდა, რომ ერთიანი საქართველოს პირობებში ალბათ ოსმალეთის ვასალობაში მაინც აღმოვჩნდებოდით. სეფიანებს საქართველოსთვის კონკურენციისას შანსი არ ექნებოდათ, ბევრად სუსტები იყვნენ. ამ პირობებში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო უფრო დაცული იქნებოდა (აღმოსავლეთი ყიზილბაშებისაგან, დასავლეთი ოსმალებისაგან). სამხრეთი ალბათ იმავე ბედს გაიზიარებდა, რაც ისედაც მოხდა. თუმცა მესხეთის დაპყრობაც უფრო გაიწელებოდა და შესაძლოა ზოგიერთი რეგიონი (მაგ. აჭარა ქობულეთიანად და ჯავახეთი) ვერც წაეღოთ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
big_V
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
big_V
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 19645
წევრი No.: 37832
რეგისტრ.: 7-July 07
#59760405
· 27 Oct 2022, 15:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ზემოთ კარგად აღწერა სიტუაცია მთიულმა და არავინ იცის, რა მოჰყვებოდა მას.
შეიძლება მაგაზე დავა.
გაერთიანებული საქართველო ძლიერი იქნებოდა, განსაკუთრებით ერეკლეს ხელში.
იმერეთის სამეფო ასე თუ ისე ძლიერი იყო, არ ემორჩილებოდა ოსმალეთს, არ ემორჩილებოდა კი არა, ფეხებზე ეკიდა.
ფეხებზე ეკიდა დაკისრებული ვალდებულება რომ ქალები გაეგზავნა.
დავა უსასრულოდ შეიძლება.
მაგრამ მაშინდელმა დიდგვაროვნებმა უფრო კარგად იცოდნენ სიტუაცია, ვიდრე ჩვენ დღევანდელი გადმოსახედიდან.
პ.ს
არავინ უარყოფს, რომ ბევრი დიდი საქმე გააკეთა.
მაგრამ ფაქტი ფაქტია.
მსგავს რამეზე ვინმემ რომ დღეს უარი თქვას, მოღალატედ შერაცხავს ერი.
ხოლო ერეკლეზე, ტიპმა ხუმრობით თქვა "ღარიბაშვილისთვის მოღალატე იყოო" და მიწასთან გაასწორეს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
999777
Super Member
ჯგუფი: Registered
999777
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 690
წევრი No.: 267381
რეგისტრ.: 31-July 22
#59760613
· 27 Oct 2022, 17:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ხოლო ერეკლეზე, ტიპმა ხუმრობით თქვა "ღარიბაშვილისთვის მოღალატე იყოო" და მიწასთან გაასწორეს.
ბერძენიშვილს ცოდნა აქვს, მაგრამ ბუნებით არის მედროვე და მოღალატე ჸვერი. მოსულა მასზე ყველაფერი.
This post has been edited by
999777
on 27 Oct 2022, 17:05
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
big_V
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
big_V
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 19645
წევრი No.: 37832
რეგისტრ.: 7-July 07
#59761456
· 27 Oct 2022, 23:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
999777
QUOTE
ბერძენიშვილს ცოდნა აქვს, მაგრამ ბუნებით არის მედროვე და მოღალატე ჸვერი. მოსულა მასზე ყველაფერი.
ყველაფერი მოსულა თუ არა, ეგ სხვა თემაა.
მაგრამ, ადამიანს იმას აბრალებენ, რაც არ უთქვია.
ხუმრობით თქვა, ღარიბაშვილისთვის ერეკლე მოღალატე იქნებოდაო (მე რა აზრიც გამოვიტანე).
და ტიპს თავზე გადაუარეს.
პ.ს
ადამიანი რო სიმართლეს იძახის, ვინც არ უნდა იყოს, უნდა აღიარო ეგ სიმართლე.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
წერილები: 18161
წევრი No.: 208583
რეგისტრ.: 6-October 15
#59766734
· 29 Oct 2022, 23:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ის რომ საქართველო დაიშალა ეს იყო პროგრესის და არა რეგრესის შედეგი, ქვეყანა მთლიანად ფეოდალური გახრდა, გაქრა თავისუფალი მიწათმოქმედების ფენა, გაიმარჯვა იმუნიტეტმა, შედეგად ქვეყანა დაიშალა სამეურნეო ერთეულებად.
კრიზისი დაიწყო შემდეგ, რაც გამოიხატებოდა ფეოდალური წყობის გახანგრძლივებაში, 18ს საქართველო გვიანი ფეოდალიზმის ხანაში იყო, ახალი ბურჟუაზიული წყობის ნიშნები არსებობდა: კაპიტალისტური საწარმოები, ის ფაქტი რომ მაგ დროინდელ საქართველოში გლეხი მეტ მიწას ყიდულობდა და თავად აზნაური მეტ მიწას ყიდდა, მაგრამ ახალი ბურჟუაზიული კლასის გაჩენის დრო ჯერ ადრე იყო, არც თავისუფალი ქალაქები არ იყვნენ საქართველოში შესაბამისად, მით უფრო რომ ბურჟუაზიული კლასი საქართველოში უპირატესად უცხოური იყო, ანუ მეფე ვერ დაეყრდნობოდა ბურჟუაზიას, ვერ ითამაშებდა შუამავლის როლს ფეოდალებს და ბურჟუაზიას შორის, რაც პოლიტიკურად აბსოლუტურ მონარქიას ჩამოაყალიბებდა.
ანუ რომ შევაჯამოთ საქართველოში არ არსებობდა კლასი რომელიც დაინტერესებული იყო საქართველოს გაერთიანებით.
რომ წარმოვიდგინოთ ძლიერ მონარქს შეეძლო ძალით გაერთიანებინა საქართველო, მაგრამ როგორც კლასსიკოსები იტყოდენ, შეიქმნებოდა სიტუაცია, როდესაც პოლიტიკური ზედნაშენი არ შეესაბამება ეკონომიკურ ბაზისს და შესაბამისად ეს გაერთიანება ჩამოიშლებოდა.
როგორც დავით 4, რომლის მიზნებიც პროგრესული იყო, საშუალებები კი რეგრესული: ყივჩაღების ჩამისახლება ანუ "ერის" გამრავლება, სამეფო დომენის გაზრდა, ავტორიტარიზმი და აშ, აღმავალმა ფეოდალურმა კლასმა სრულიად სამართლიანად მოიშორა დავითის წამოწყებები და მომავალი მონარქები მეფობდენ "ერთნებობითა და თანხმობითა" ფეოდალურ კლასთან.
რაც შეეხება იმერლების დელეგაციას
რატომ ხართ მიამიტები?
ერთი შეხედეთ რა პიროვნებები იყვნენ ჩამოსული, იმერელი პარტიკულარისტები, რამდენჯერ დავწერო რომ დელეგაციის ჭეშმარიტი მიზანი იყო ერეკლეს შვილიშვილის ტახტიდან ჩამოშორება და არა იმერეთ ქართლკახეთის გაერთიანება.
თურქეთის ფაქტორის არასერიოზულად აღქმამ და თურქეთის სერიოზულ გეოპლიტიკური გამოწვევების წინაშე დაყენებამ ვახტანგ 6ს დროს მძიმე შედეგები მოუტანა მთელ საქართველოს, თურქეთი მთელი რიგი მიზეზების გამო ერიდებოდა სტატუს კვოს დარღვევას, მაგრამ ეს დრომდე და ამის გაუთვალისწინება სრული სიბეცე იქნებოდა.
--------------------
Pissing outdoors is one of modern man's last true pleasures
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
big_V
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
big_V
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 19645
წევრი No.: 37832
რეგისტრ.: 7-July 07
#59766895
· 30 Oct 2022, 00:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Kakha.G
საქართველო დაიშალა ალექსანდრე პირველის სისუსტის გამო (რბილად რომ ვთქვათ).
მისი ვიკიპედიიდან:
"
ზოგიერთი ერისთავთერისთავი გადააყენა და მათ ადგილებზე ბატონიშვილები - ვახტანგი, გიორგი და დიმიტრი დანიშნა. მაგრამ ამან საპირისპირო შედეგი გამოიღო: ბატონიშვილები, რომელთა როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან გაიზარდა, მამის სიცოცხლეშივე მეფეებად იწოდებოდნენ; მათ პოლიტიკას ძირითადად განსაზღვრავდა დიდგვაროვანი ფეოდალების ინტერესები. სახელმწიფო ღონისძიებათა გატარებისას მეფე იძულებული ხდებოდა გაეთვალისწინებინა მათი და სამეფო ოჯახის სხვა წევრთა ნება-სურვილი. სამეფო დოკუმენტები უწინდებურად მხოლოდ მეფის სახელით კი არ გაიცემოდა, არამედ მეფის ოჯახის წევრთა სახელითაც, რაც აშკარად მოწმობდა ცენტრალური ხელისუფლების შესუსტებას. სამეფოში შექმნილი ვითარების გამო ალექსანდრე I ტახტიდან გადადგა და ათანასეს სახელით ბერად აღიკვეცა
"
დამატებითი წყაროებში, შეიძლება უფრო ღრმად იყოს.
გაუხსნა ჯიგრებს მადა და მერე ვეღარ მოთოკა, ვერ მოთოქა და "ერთი თქვენი დედაც"-ო, დაიხურა ბერის მოსასხამი და წაიდა სამუდამო სალოცავად.
ხანდახან, რომ ჩავუფიქრდები ხოლმე.
მართლაი იყვნენ რა ეს ოსმალო სულთნები, ძმებს რო ხოცავდნენ, ძმებს რა ტახტის შესაძლო მეტოქეს.
This post has been edited by
big_V
on 30 Oct 2022, 00:03
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mtiuli...
Crazy Member
ჯგუფი: Members
mtiuli...
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3412
წევრი No.: 215505
რეგისტრ.: 10-March 16
#59768282
· 30 Oct 2022, 16:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Kakha.G
დაშლა პროგრესის შედეგი იყო თუ რეგრესის საკამათოა, თუმცა ზუსტად მაგან გამოუსვა ცელი ქვეყანას, და ეგ შედეგი სულ რაღაც ნახევარ საუკუნეში დადგა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Aleksandre166
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Aleksandre166
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2345
წევრი No.: 267536
რეგისტრ.: 14-August 22
#59768751
· 30 Oct 2022, 19:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
საქართველო დაიშალა ალექსანდრე პირველის სისუსტის გამო
მაგ კაცმა ბევრი კარგი რამ გააკეთა, ამიტომაც უწოდეს დიდი. მთელი ცხოვრება თემურის მიერ დანგრეულ ტაძრებსა და ციხე-სიმაგრეების აღდგენაზე ზრუნავდა, დაპყრო ლორე და გაწმინდა შავბატკნიანებისგან.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13781
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#59768789
· 30 Oct 2022, 20:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Kakha.G @ 29 Oct 2022, 23:13 )
ერთი შეხედეთ რა პიროვნებები იყვნენ ჩამოსული, იმერელი პარტიკულარისტები
თურქეთის ფაქტორის არასერიოზულად აღქმამ
ვახტანგ 6ს დროს მძიმე შედეგები მოუტანა მთელ საქართველოს
ვინც არ უნდა ყოფილიყვნენ მაინც უნდა გაერისკა. დავით გიორგის ძე არარაობა იყო, მისი შვილიშვილი მცირეწლოვანი. მაგრამ ამ დროს ერეკლეც ასაკში იყო, ოცი წლით ადრე რომ მისცემოდა ასეთი შანსი გამოიყენებდა.
შესაძლებლობის ფარგლებში ისედაც მტრობდნენ ქართლ-კახეთს. იმერეთი დე-ფაქტო უკვე დაკარგული ჰქონდათ.
ვახტანგ VI სუსტი მეფე იყო. 1723 წელს უკვე ანარქია იყო ქართლში ოსმალების შემოჭრისას. 1780-იანი წლებისთვის ოსმალეთი კიდევ უფრო დეგრადირდა.
* * *
QUOTE
(Kakha.G @ 29 Oct 2022, 23:13 )
ამის გაუთვალისწინება სრული სიბეცე იქნებოდა.
კრწანისის ბრძოლაში სოლომონ II-მ 2,000 მოლაშქრე გამოიყვანა. ერეკლეს სამეფოს ნაწილი თუ იქნებოდა იმერეთი, ორ, შესაძლოა სამ, ამდენს მოუყრიდა თავს დასავლეთიდან. ის რამდენიმეათასიანი რეზერვი ეყოლებოდა, რომლის არარსებობამაც ბრძოლაში მარცხი განაპირობა.
This post has been edited by
ingfari
on 30 Oct 2022, 20:20
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Aleksandre166
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Aleksandre166
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2345
წევრი No.: 267536
რეგისტრ.: 14-August 22
#59768819
· 30 Oct 2022, 20:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ვახტანგ VI სუსტი მეფე იყო
გეთანხმები, მეფეზე უკეთესი განმანათლებელი და მეცნიერი იყო.
* * *
ვახტანგ IV თავისი მცირეხნიანი მეფობის დროს ცდილობდა მოერჯულებინა დიდი ფეოდალები, მაგრამ ფანასკერტელებსა და სხვებთან ვერაფერს გახდა.
* * *
ხუტლუბუღას იმხელა ძალაუფლება ჰქონდა, რომ მეფესავით იქცეოდა.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
საზოგადოებრივი მეცნიერებები
|
იქით
»
Pages:
(2)
[1]
2
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0266 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.