სოსო მაკარიძე და ბესო გორჯოლაძე - ორი ქართველი სამხედრო კურსანტი ნიუ-ჯერსიში ავტოავარიისას დაიღუპნენ. ერთი ქართველი კურსანტი ადგილზე, ხოლო მეორე ჰოსპიტალში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავტომანქანას აშშ-ს მოქალაქე მართავდა, რომელიც ასევე ჰოსპიტალიზირებულია.
ცნობილია უკვე დამატებითი დეტალები თუ რა გახდა ავარიის მიზეზი. როგორც აშშ-ში საქართველოს გენერალური კონსული სატელეფონო საუბარში აცხადებს, ისინი ადგილზე უკვე შეხვდნენ მთავარ პროკურორს და საქმის დეტალებზე ესაუბრნენ. დიანა ჟღენტის განცხადებით, ოფიციალური მხარე ცდილოს დროულად მოხდეს იურიდიული და ტექნიკური საკითხების მოგვარება.
,,წინასწარი ინფორმაციით, იყო ცუდი ხილვადობა, ღამის საათებში მოხდა, დაახლოებით ღამის თორმეტი-პირველი საათისთვის. მანქანა მოსრიალდა და მას საპირისპიროდ მომავალი შეეჯახა. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ეს ბიჭები მაქსიმალურად მალე იქნან საქართველოში გადამოსველებული“ - განაცხადა საქართველოს გენერალურმა კონსულმა.
ნიუ-ჯერსში ავტოავარიის შედეგად დაღუპული ქართველი სამხედრო კურსანტების გადმოსვენების პროცედურები უკვე დაწყებულია.
http://newposts.ge/?l=G&id=67749http://newposts.ge/?l=G&id=67742ღმერთმა გაანათლოს მათი სულები