რა შემთხვევაში შეიძლება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვოს? გიორგი ქადაგიძეს თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2016 წელს ეწურება. მოუწევს თუ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს თანამდებობის დატოვება ვადაზე ადრე – „კვირა“ ამ კითხვით დაინტერსდა და გაარკვია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტმა შესაძლებელია ორ შემთხვევაში განიხილოს. კერძოდ, ეს არის კონსტიტუციის დარღვევის, ან დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში.
თუ გავითვალისწინებთ, ყოფილი პრემიერ- მინისტრის ბიძინა ივანიშვილის საგანგებო განცხადებას, მან ლარის კურსის გაუფასურების გამო, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე უმოქმედობაში დაადანაშაულა. როგორც მის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისი გიორგი ქადაგიძის არასწორმა ქმედებებმა შექმნა.
„სწორედ ეროვნული ბანკის კომპეტენცია და პირდაპირი მოვალეობა იყო სიტუაციის სწორად მართვა, რათა საქმე არ მისულიყო არაადეკვატურ განვითარებამდე. ჩვენ კი დავინახეთ საწინააღმდეგო, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დანიშნულმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ თავისი უმოქმედობითა და არასწორი ქმედებებით მიგვიყვანა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე. ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი ბერკეტი, რომ უზრუნველყოს მცურავი კურსის პირობებში ეროვნული ვალუტის დასტაბილურება. ყველა ობიექტური ფაქტორის გათვალისწინები, დღეს ლარის გაცვლითი კურსი არ უნდა აღემატებოდეს 2.0 ლარს და მოვუწოდებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეასრულოს კონსტიტუციური მოვალეობა და გადადგას ადეკვატური ნაბიჯები”, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში“.
საქართველოს კონსტიტუციის 96 – ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო, რომლის წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით 7 წლის ვადით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი.
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების გადაყენება შეიძლება მხოლოდ პარლამენტის გადაწყვეტილებით 64-ე მუხლის შესაბამისად. ამასთანავე, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
http://kvira.ge/%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A...83%9D%E1%83%A0/
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)