ძველი კომპია.478 სოკეტზე HP-ის ბრენდირებული lite on nr146 მაზერით.
და ქეისის ფანის გარეშე არ ირთვებოდა.როცა ჩავრთავდი,მიწერდა რომ chassis fan-ი არ მუშაობსო და ირთვებოდა.მაგ ქულერის გარეშე ბიოსშიც ვერ შევდიოდი.ხოდა გადავქექე მთელი ბიოსი და არსად არ იყო მაგ ფანის გამოსართველი.მაგის მერე ვცდილობდი მასეთ რამეს: (პინების დასამოკლებელი რომ არის) ის ჩამოვაცვი chassis ფანს დედაპლატაზე.ყველანაირად ვცადე.1-2 პინზე,შემდეგმე- 2-3 პინზე,მაგრამ უშედეგოდ.
ერთ შემთხვევაში კომპი საერთოდ არ ირთვებოდა. მაგის მერე ჩვეულებრივად მუშაობდა კომპი ქულერთან ერთად რა თქმა უნდა.
ეხლა რა ხდება: ზემოთ რაც დავწერე დავიკიდოთ,აღარ მინდა მაგ ქულერის გარეშე ჩართვა,მთავარია ქვემოთ დაწერილი პრობლემა როგორმე მომაგვარებინოთ
საღამოს რომ მოვედი და შევაერთე საერთოდ ვეღარ ჩავრთე ქეისის ქულერთანაც ერთად,აღარ ტრიალებდა საერთოდ ქულერი,და მიწერდა რა თქმა უნდა რომ ქეისის ქულერი გადაამოწმეო.თვითონ ქულერი გადავამოწმე სხვა კომპზე მაგრამ მუშაობდა მშვენივრად. რა უნდა ვერ გავიგე.sad.gif.ბიოსის ელემენტი ამოვუღე.ყველაფერი გამოვაძრე და ისევ შევაერთე და მაინც რეაქცია არა აქვს ქეისის ფანს.ხელით რომ ვატრიალებ ირთვება სისტემა მაგრამ რეაქცია მაგ ქულერს არა აქვს მაინც.დედაპლატას რომ გამოვაძრე კვების ცპუს 4 პინიანი შნური და ჩავრთე,მერე მუშაობს ქეისის ქულერი.მაგრამ ტრიალებს დაბალი აბაროტებით ორივე ქულერი.რომ შევედი ბიოსში 75 გრადუსს ურტყავს ცპუ-ს ტემპერატურა.
შემდეგ კვების ბლოკი გადავამოწმე,სხვა კვებაზე შევაერთე იგივე პრობლემა აქვს.......
შემდეგ პროცესორის ქულერი გადავაერთე ჩასის ფანზე და ქეისის ქულერი შევაერთე პროცესორის ფანზე,და თქვენ წარმოიდგინეთ პროცესორის ქულერი ჩასის ფანზე ტრიალებდა ხოლო ქეისის ქულერი არა
მერე ლედ ქულერები დავაერთე და მსგავსი პრობლემა ქონდა.მოკლედ ქულერის ბრალი არაა.
და ლედ ქულერებიც ძალიან სუსტად ანათებდენ და ტრიალებდენ,ისეთი შტაბეჭდილება მრჩება რომ კვება არ ყოფნის,არადა კვების ბრალი არაა,შეიძლება დედაპლატაზე რაიმე ნაწილი დაზიანდა?