#43924038 · 2 Mar 2015, 21:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ თბილისის გარეუბანში მაქვს კერძო ბინა, ვაპირებ ეზოში ავაშენო თონე (გაზზე) და ვამუშავო პურზე მხოლოდ, მჭირდება რამდენიმე რჩევა, ანუ მე ვაპირებ რომ მაღაზიებში გავიტანო, ავტომობილი მყავს და რამდენიმე ახლობელი მაღაზიას რომელიც გვერდში დამიდგება, ისე სხვა შანსი არის რომ სხვა მაღაზიებთანაც მივაღწიო რაიმე საერთო ენას? ჩემი უბნისკენ საცხობი არ არის, მცხობელი მყავს ახლობელი, ვენდობი და ვიცი რომ გემრიელ პურს აცხობს, რა თქმა უნდა მაინც გავაკონტროლებ... რამდენიმე გამოცდილმა ადამიანმა მითხრა რომ 4-5 პურს ყველა მაღაზია აიღებს თავიდანო თუ კარგი პური იქნება რაოდენობასაც გაზრდიანო... მოკლედ ბუღალტერია იმდენად პრობლემას არ მიქმნის რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება... დიდად იმის იმედი არ მაქვს რომ მე უბანში დღეში ერთი მეშოკის პურს გავყიდი.. ასე რომ მირჩიეთ რამე...
პ.ს შენობა თითქმის მაქვს უკვე, სინკარებით გავაკეთეთ ადრე, კოსმეტიკა დამრჩა რასაც 2-3 კვირაში მოვაგვარებ. და ჩეემა მცხობელმა რაღაც ორგულიანი თონე თუ რაღაც მითხრა კარგიაო, და ვერ მივხვდი მარა დავეთანხმე...
|