უხსოვარ დროში, აგარაში ერთი კაცი ცხოვრობდა. გუჯა ერქვა. ძალიან ახირებული კაცი იყო, რასაც იტყოდა აუცილებლად უნდა შეესრულებინა (ბავშვობაში აიტეხა უნდა გავიზარდოო და გაიზარდა). ერთ დღესაც თქვა: აგარაში შაქარი უნდა ვაწარმოო (ეს ის დროა როცა არათუ აგარში, დუნიაზე არ იყო შაქრის საწარმო. არც გოჩა ძასოხოვი იყო ჯერ დაბადებული), გაოცდნენ აგარელები, ეგ როგორო? როგორ და წავალ, ლერწამს ჩამოვიტან და მერე მე ვიციო. თქმა და შესრულება ერთი იყო. ჯერ მეზობელ ტანიასთან რუსული ისწავლა (მართალია, რუსეთი ჯერ არაა იმპერია, მაგრამ სანამ ვივლი ეგებ გახდეს და გამომადგებაო), მერე ცოლთან მივიდა ზუსტად ერთი კვირის საგზალი გამიმაზდეო. გაუმზადა ნელიმ საგზალი და წავიდა. ზუსტად ერთ კვირაში, მაშინ როცა გუჯა ათასობით კილომეტრით იყო აგარას დაშორებული და მაშინ როცა ხურჯინში მშიერმა ჩაყო ხელი და საჭმელი ვერ ნახა, მსოფლიოში პირველად დაფიქსირდა ათ სართულიანი გინება. წლები იარა გუჯამ ლერწამის ძიებაში. ამასობაში დაბერდა. მხოლოდ იმას ნატრობდა ნეტა აგარაში მაინც წამიყვანაო. აშშ-სა და კანადის საზღვართან იყო, როდესაც ინსულტი დაემართა. გვერდით გამყოლ ჯონის უთხრა, რაც ფული მაქვს სულ მოგცემ და აგარაში წამიყვანეო. კაიო უთხრა ჯონიმ და წაიყვანა. გუჯა გაითიშა, მხოლოდ სუნთქავდა. 6-7 დღის მერე გაახილა თვალი და დიდი ჩანჩქერი დაინახა, შეშინებულმა წამოიძახა - Это Ни Агара და სული განუტევა. ჯონიმ ჩანჩქერის ხმაურში მხოლოდ ბოლო ორი სიტყვა გაიგონა. ამ დღის შემდეგ, ჯონის გადაწყვეტილებით, გუჯას საპატივსაცემოდ ჩანჩქერს ნიაგარა ეწოდა.
”ვიცოდეთ ჩვენი დიდი წინაპრების გმირობის ამბები”
ესეც ნამდვილი ამბავია <3
ნამდვილი ამბავია heart emoticon
უხსოვარ დროში. ზემო ხანდაკში კაცი ცხოვრობდა, გერვასი ერქვა. სხვებისაგან მხოლოდ იმით იყო გამორჩეული რომ გერვასი ერქვა.ჩია არ ეთქმოდა, მაგრამ არც დიდი ტანი ჰქონდა, დაახლოებით ბუტროს-ბუტროს გალის სიმაღლის იყო. მაგრამ ისტორიაში, რომელსაც ქვემოთ მოვყვებით არც ზემო ხანდაკი და მით უფრო გერვასი, არაფერ შუაშია. გვერძინეთიდან სამოგზაუროდ წასულ გივის არც ხანდაკი და არც გერვასი გაგონილი არ ჰქონდა. გივის ოცნება იყო კოლუმბის მიღწევები გაემეორებინა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა უკვე აღმოჩენლი მაინც სამუგზაუროდ გაეშურა. ბევრი იარა თუ ცოტა იარა მაზე ისტორია დუმს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გივის სიცოცხლე დღევანდელ ვენესუელაში სრულდება, გამოდის რომ ბევრი უვლია. მაშინდელი ვენესუელა დღევანდელისაგან ფუნდამენტურად განსხვავდებოდა. ვერსად ნახავდით სერიალის გმირებს:იგნასიტოს და ანდრესს, ვერც უგო ჩავესს ნახავდით. საერთოდაც მაშინ ვენესუელა არც ერქვა. ჩავიდა გივი და დღევანდელი კარაკასის ადგილას კარავი მოაწყო. გვერძინეთიდან წაღებული ვაშლით დაიწყო ვაჭრობა და ხელიც მოითბო. მისმა ხელის სითბობ იქაურ ვაჭართა ლიდერი სეზარ ფარიასი დააინტერესა და ბიჭებს უთხრა აქ მომგვარეთო. მაშინ პოლიცია არ არსებობდა, მაგრამ ვაითუ დაარსონო, საქმე გამიხურონ და სეზარ ტყეში ამჯობინებდა ცხოვრებას. მივიდნენ გივისთან სეზარის ბიჭები და გიბარებსო უთხრეს. გივიმ უთხრა სადაა სეზარიო, სადაო და აი იმ მაღლა მთაშიო, ჰოდა მოვიდეს და დოინჯით დავხდებიო (ანუ არ შეეშინდა). გაოხრახუშდნენ (მაშინ წიწმატი არ არსებობდა და ოხრახუში მიიჩნეოდა ყველაზე მწარე მწვანილად) ბიჭები, მოკიდეს ხელი და წაიყვანეს სეზართან. სეზარი გაბრაზებული დახვდა, რათ არ მითხარი თუ ვაშლის ბიზნეს აპირებდიო, რათ უნდა მეთქვაო არ დაიხია გივიმ, მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ გივის საქმე ცუდად წავიდა. სეზარმა ამ ურჩობისთვის უნდა დაისაჯოო, სიკვდილით არ მოგკლავ, რადგან ჩემი ტომის ხალხს გივების მოკვლა ეკრძლებათ, ამიტომ ან ხელი უნდა მოგაჭრა ან ფეხიო. გივიმ უთხრა, ფეხი რომ მოაჭრათ ხანდაკში ვეღარ ჩავალ, ამიტომ ხელი იყოსო. მართლაც მოაჭრეს. სისხლმა შადრევანივით იფეთქა, იმდენი იდინა, რომ ჩანჩქერად იქცა. მას მერე წლები გავიდა, გივის ხელიდან წამოსული სისხლით ერთი დიდი ჩანჩქერი წარმოიქმნა, რომელსაც სეზრმა, გივის საპატივსაცემოდ ანხელი დაარქვა (ან ფეხი ან ხელიო, რომ უთხრა და გივიმ რომ ხელი ირჩია მაგ პონტში).
ამ დროს კი ზემო ხანდაკში მცხოვრებამ გერვასიმ ამ ფაქტის შესახებ არაფერი იცოდა, მეტიც ისე მოკვდა ვერც გაიგო, მაგრამ რომც გაეგო იტყოდა: გივის დედაც და ზედ სეზარისაცო.
”ვიცოდეთ ჩვენი გმირი წინაპრების ისტორია”