#43822581 · 20 Feb 2015, 17:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | | კახეთში ახალ ვენახებს მასობრივად აშენებენ |
ერთ ჭკვიანურ რამეს ამბობს გლეხი გაიკარაშვილი, რომ გეცოდინება ერთი საქმე, იმას მისდევ და ღობე-ყორეს აღარ მიედ-მოედებიო. რაც შეეხება ახალი ვენახების გაშენებას. რამდენადაც ვიცი, საფრანგეთში ვენახის გასაშენებლად ბევრ ფაქტორს ითვალისწინებენ(არამარტო კლიმატურს - ქინძმარაულის მიკროზონა). მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ნიადაგის ქიმიური და ფიზიკური მახასიათებლები. როგორც ვიცი ნიადაგის ქვეშ 30-დან 50 სანტიმეტრამდე კირქვის ფენა თუ არ არის, იქ ყურძნის გაშენებას ერიდებიან. არის კი კახეთში ან ბოლო-ბოლო თბილისში ლაბორატორია, რომელიც ნიადაგის მახასიათებლებს შეისწავლის და რეკომენდაციას მისცემს გლეხს თუ როგორ გამოიყენოს ეს მიწა. აღარაფერს ვამბობ კლიმატურ მახასიათებლებზე, რომლის მოპოვებაც საქართველოში პრაქტიკულად შეუძლებელია. ამაში უნდა დაეხმაროს სწორედ სახელმწიფო გლეხებს. არ ვარ მევენახე და აგრონომი და თუ რამეს არასწორად ვამბობ მაპატიეთ.
|