სოფელ გუმათში მცხოვრებ 87 წლის ჟენია ჟიშკარიანს წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა საცხოვრებელი სახლი აუშენა.
მარტოხელა და სოციალურად დაუცველი მოხუცი, ათეულობით წლის მანძილზე ვაგონში, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა და წყალტუბოს გამგეობიდან დახმარებას ითხოვდა. გადაწყვეტილება 87 წლის მოხუცის დახმარების შესახებ, წყალტუბოს გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა, გასული წლის ოქტომბერში მიიღო. მუნიციპალიტეტმა ახალი სახლის მშენებლობა 4 თვეში დაასრულა. პროექტის საერთო ღირებულებამ 18 ათასი ლარი შეადგინა.
დღეს, ჟენია ჯიშკარიანის ახალი სახლი სოფელ გუმათში, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და წყალტუბოს გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა საზეიმოდ გახსნეს და მარტოხელა მოხუცს საჩუქრები გადასცეს.
დღესვე, სიმბოლურად, გუბერნატორმა და გამგებელმა, ახლადაშენებული სახლის ეზოში ხეხილის ნერგები დარგეს. ,,სიკეთის აქცია“, რომელიც მსგავსი მასშტაბით, არცერთ მუნიციპალიტეტში აქამდე არ განხორციელებულა, წყალტუბოში სხვადასხვა პროექტების სახით, მომავალშიც იგეგმება.
https://www.facebook.com/media/set/?set=a.7...14868165&type=1გამეხარდა მივესალმები ოღონდ ერთი ”მაგრამ” 18.000 ლარი რა ამბავია
უშუქობისას განათლებული, რაღაცნაირი მასტის როჟა...
▬▬▬▬▬▬▬♛▬▬▬▬▬▬▬▬▬♔▬▬▬▬▬▬▬▬▬
https://youtu.be/_DjE4gbIVZk
▬▬▬▬▬▬▬♛▬▬▬▬▬▬▬▬▬♔▬▬▬▬▬▬▬▬▬
მოიფიქრე, თქვი, გააკეთე!