13 მარტს, მესტიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია პოლიციელი. საოლქო პროკურატურამ სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო დეპარტამენტის მე-9 სამმართველოს ოპერატიული მორიგე კახა მარგიანი დააკავა.
გამოძიების ვერსიით, მარგიანთან აწ უკვე გარდაცვლილი სტუმრად იმყოფებოდა, რა დროსაც მხარეებს შორის შელაპარაკება მოხდა.
ჩხუბის შემდეგ სტუმრები და მასპინძელი ერთმანეთს დაშორდნენ. რამდენიმე წუთში კახა მარგიანმა ცეცხლსასროლი იარაღით ქუჩაზე ფეხით მიმავალ გიორგი რატიანს და ზაზა ჯაფარიძეს ესროლა.
გიორგი რატიანი მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ზაზა ჯაფარიძე ზურგის არეში დაიჭრა.
http://1tv.ge/ge/news/view/87399.htmlhttp://rustavi2.com/ka/news/11691მესტიაში მოკლული ყოფილი მესაზღვრის ოჯახში სისხლის აღებაზე ლაპარაკობენ. გიორგი რატიანის ოჯახის წევრებმა განცხადება ამასთან დაკავშირებით "კურიერთან" საუბრისას გააკეთეს.
რატიანები აცხდებენ, რომ თუ მკვლელი სათანადოდ არ დაისჯება, ისინი სისხლის აღებაზე იფიქრებენ. გარდა ამისა, მოკლული სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის ოჯახში ფიქრობენ, რომ გიორგი რატიანის მკვლელობა პოლიტიკურ ნიშანს ატარებს.
ოჯახის განცხადებით, რატიანი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მომხრე იყო და ის საზღვრის დაცვის დეპარტამენტიდან სწორედ ამ ნიშნით გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობაში ბრალდებული სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი კახა მარგიანი უკვე დაკავებულია. არსებული ინფორმაციით, ის გუშინ ნასვამი იყო.