#49268985 · 14 Nov 2016, 22:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | სს „კაპიტალ ბანკს“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, სს "კაპიტალ ბანკს" გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია, რის გამოც ბანკი გადავიდა ლიკვიდაციის რეჟიმში.
სს "კაპიტალ ბანკის" შემოწმების პროცესში გამოვლინდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღმკვეთი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის დადგენილებების, წესებისა და ინსტრუქციების, საერთაშორისო საბანკო ნორმებისა და ჩვევების დარღვევის ფაქტები.
ეროვნული ბანკის შეფასებით, ლიკვიდაციის პროცესში სრულად დაკმაყოფილდება კრედიტორთა, პირველ რიგში კი - დეპოზიტართა მოთხოვნები.
|
QUOTE | ვინ ვართ ჩვენ? სს „კაპიტალ ბანკი“ (ყოფილი – „ინვესტბანკი“) 2003 წელს დაარსდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ლიცენზიის მინიჭებისთანავე ბანკმა მიიღო სრული საბანკო მომსახურების განხორციელების უფლება, გახდა საგადახდო სისტემა RTGS-ისა და თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის წევრი, ასევე შეუერთდა საქართველოს ბანკების ასოციაციას. სს „კაპიტალ ბანკი“ არის VISA International-ის, MasterCard-ისა და UnionPay-ს ძირითადი წევრი. 2014 წელს სს „კაპიტალ ბანკში“ რებრენდინგი განხორციელდა. დღეს ბანკში ინერგება თანამედროვე მომსახურების სტანარტების შესაბამისი ტექნოლოგიები; ის კლიენტს სთავაზობს ინდივიდუალურ პირობებზე მორგებულ მომსახურებას. 2014 წლიდან სს „კაპიტალ ბანკი“ ხდება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ამერიკის სავაჭრო პალატის საქართველოს წარმომადგენლობის წევრი. ჯილდოები 2007 წელს სს „კაპიტალ ბანკმა“ თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ყველაზე აქტიური ბანკის სიგელი დაიმსახურა. 2012 წელს დაჯილდოვდა სიგელით „ყველაზე ტექნოლოგიური ბანკი GUAM წევრ ქვეყნებს შორის“. 2014 წელს „International Finance Magazine-მ“ სს „კაპიტალ ბანკს“ მიანიჭა ჯილდო „Best Re-Engineering and Re-Branding Bank in Georgia in 2014“. 2015 წელს „Global Banking & Finance Review-ს“ მიერ ორგანიზებულ მსოფლიო საბანკო და საფინანსო სფეროში ჩატარებული კვლევებისა და ანალიზის შედეგად სს „კაპიტალ ბანკმა“ გაიმარჯვა ნომინაციაში „Best E-commerce Bank 2014 Georgia“.
|
--------------------
ტიპებმა ქვეყნის მომავალი ლომბარდში ჩადეს ფული მოტეხეს და ვალდებულებებს ჩვენ გვიტოვებენ
|