#43918950 · 2 Mar 2015, 11:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წნევა თავდაპირველად რეგულირდება გეიტით. ეს არის მექანიკური ზამბარა, რომელიც გარკვეულ წნევაზე გასასვლელს აღებს და გამონაბოლქვს გარეთ ათავისუფლებს. ტურბოს გვერდს უვლის მოკლედ. წინააღმდეგ შემთხვევაში უსასრულოდ დაიბუსტებოდა. ანუ ეს გეიტი დაკავშირებულია ტურბოსთან და როცა სისტემაში 1 ბარი წნევა(სიტყვაზე) შეიქმნება, აწვება ზამბარას და შემდეგ ეს უკვე გამონაბოლქვს ათავისუფლებს რომ მეტი წნევა აღარ შეიქმნას, აღარ დაიბუსტოს. QUOTE | და კომპიუტერით წნევას როგორ უმატებენ მაშინ ?
|
კომპიუტერში თუ ბუსტ კონტროლერს გულისხმობ, ეს არის ელექტრულად მართვადი სოლენოიდი რომელიც დგება ტურბოს და გეიტს შორის. ეს პირიქით, უკვე წარმოქმნილ წნევას გარეთ აპარებს(გეიტამდე), რომ გეიტთან გვიან შეიქმნას 1 ბარი და შესაბამისად გვიან გამოათავიფლებს გარეთ გამონაბოლქვს. ანუ უფრო მეტი დაიბუსტება. ამ ყველაფერს ელექტრულად არეგულირებ. ისე მექანიკურიც არსებობს.. შეიძლება ისე რომ ბუსტ კონტროლერის გარეშეც აუწიო წნევას, თუ ქარხნული ეკუ ნასტროიკდება. ყველაფრის დაწერა მეზარება
--------------------
Power Is Nothing Without Traction
If you even dream of beating me you'd better wake up and apologize
|