120 გვერდია ვორდის.
10 ლარად გამოგიგზავნით მეილზე.
თუ დაინტერესდებით პიემ მომწერეთ.
---------------------------------------------------------------
აქვე დავდე ავტორისეულ წინასიტყვაობას:
თამაშები, რომლებსაც თამაშობენ ადამიანები
ადამიანური ურთიერთობების ფსიქოლოგია
წინასიტყვაობა
ეს წიგნი თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო როგორც გაგრძელება ჩემი შრომისა „ტრანზაქციული ანალიზი ფსიქოთერაპიაში“, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მისი წაკითხვა და გაგება წინა პუბლიკაციის გაუცნობლადაც შეიძლება. პირველ ნაწილში გადმოცემულია თეორია, რომელიც აუცილებელია თამაშების ანალიზისა და გაგებისათვის. მეორე ნაწილი შეიცავს თამაშების აღწერას. მესამე ნაწილში გადმოცემულია ახალი კლინიკური და თეორიული მასალა, რომელიც საშუალებას გვაძლევს წარმოდგენა გავიფართოვოთ იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო თავისუფალი თამაშისგან. ისინი, ვინც დაინტერესდებიან უფრო დეტალური ცნობებით, შეუძლიათ ზემოხსენებულ შრომას გაეცნონ. ორივე წიგნის მკითხველი შეამჩნევს, რომ ახალ თეორიულ ცნობებზე დამატებით რამდენადმე შეიცვალა ტერმინოლოგია და ხედვის წერტილი, რაც შემდგომი გააზრებების, კითხვის და ახალი კლინიკური მასალების შედეგია.
სტუდენტები და ჩემი ლექციების მსმენელები ხშირად მთხოვდნენ მეკარნახა თამაშების სია ან დეტალურად განმეხილა ის თამაშები, რომლებიც ლექციებში მაგალითების სახითაა ნახსენები. ამან დამარწმუნა მოცემული წიგნის დაწერის აუცილებლობაში. მადლობას ვუხდი ყველა სტუდენტს და ყველა მსმენელს, განსაკუთრებით მათ, რომლებიც დამეხმარნენ გამომევლინა და დამესახელებინა ახალი თამაშები.
სიმოკლისათვის, თამაშები უპირატესად აღწერილია მამაკაცური თვალთახედვის წერტილიდან, თუკი ისინი სპეციფიკურად ქალური არ არის. ამგვარად, მთავარი მოთამაშე მამაკაცია, მაგრამ მე ამაში არ ვდებ არანაირ წინასწარმტკიცებულებას, რადგან იგივე სიტუაცია შესაძლოა მიესადაგოს ქალსაც, თუკი არ არის გაკეთებული სპეციალური გამოთქმა. თუ ქალის როლი არსებითად განსხვავდება მამაკაცის როლისგან , ის ცალკე აღიწერება. სწორედ ასევე, მე ყოველგვარი ფარული აზრის გარეშე ვუწოდებ ფსიქოთერაპევტს „მას“(მამრობითი სქესისა). ტერმინოლოგია და გადმოცემის მეთოდი, უპირატესად მომზადებულ მკითხველზეა ორიენტირებული, თუმცა წიგნი ყველასათვის საინტერესო და სასარგებლო იქნება.
თამაშების ტრანზაქციიული ანალიზი უნდა განვასხვავოთ მისი მოზარდი სამეცნიერო „ძმისგან“ - თამაშების მათემატიკური ანალიზისგან, თუმცა ქვემოთ გამოყენებული ზოგიერთი ტერმინი, მაგალითად, „მოგება“, მათემატიკოსების მიერაცაა აღიარებული.
http://loveread.ws/read_book.php?id=2086&p=1