#43902801 · 28 Feb 2015, 17:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ 23 წლის ასაკში (ახლა 29წლის ვარ) ვენდე სტომატოლოგს , რითაც დიდი სისულელე გავაკეთე და ზედა 11(გამიკეთეს ე.წ ხიდი) და ქვედა 10 კბილეზე გადავიკარი მეტალოკერამიკა. ძირითადად ეს ემსახურებოდა ვითომდა თანკბილვის გასწორებასა ღიმილის გალამაზებას. სამწუხაროდ, საკმაოდ გვიან აღვიქვი ის, თუ რა სისულელე გავაკეთე. მაგრამ ამავე დროს ავიკიდე საშინელი კომპლექსი , რომ ასე ახალგაზრდა ასაკში ამდენი ხელოვნური კბილი საშინელებაა. მგონია,რომ "დაბრაკული" ვარ და ყველა ბიჭი დამიწუნებს ამის გამო ,რომ არ მოეწონება რომ მიხვდება რომ კბილები გაკეთებული მაქვს. ამაზე ვწუხვარ უკვე წლებია და შევწუხდი. მოსვენება დავკარგე. იქნებ დაბნეული ვარ და ვაბუქებ ამ პროლემას? სხვა მხრივ ვიზუალშიც და ყველაფერშიც ხუთიანზეა ყველაფერი. არ დაიზაროთ, მომწერეთ რა თქვენი მოსაზრებები. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გმადლობ.
|