მოგიყვები ერთ ამბავს:
მივდივარ საზღვაო აკადემიაში. მეჩქარებოდა თან მაგრად. რაღაც საბუთების ამბავს ვაგვარებდი. თან ის პერიოდია, რომ ბათუმში გადათხრილია სუ მთლად ქუჩები. მიწისქვეშა გაყვანილობებს არემონტებდნენ, გზებს აგებდნენ და მთელი ამბავი იყო. მე კიდევ მივხვდი, ფეხით რომ წავსულიყავი დროში ვერ ვეტეოდი და უცებ მანქანა მოვწვი, რომელიც რატომღაც ტაქსი მეგონა.. თურმე რა ტაქსი, ვიღაც ტიპია რა. მიდის თავის გზაზე. გაჩერებულიც არ ყავდა მანქანა. ძალიან ნელი ხოდით მიდიოდა გადათხრილების გამო და უცებ მე შევარდი მანქანაში. ეს ტიპი გაშტერებული სახით მიყურებს, ვინ ჩამიხდა მანქანაშიო. მეთქი წავედით. სად წავედითო მეკითხება.. საზღვაო აკადემიაში თქო. მიყურებს და თან აშკარად ვერ ხდება რაშია საქმე. არ წავალო მიპასუხა.. მეთქი არაა პრობლემა, ვიცი რომელ ადგილებშიც არაა გადათხრილი გზა და მიგასწავლი თქო. ერთ იამკაშიც არ ჩაგვივარდება ბორბალი. ჰე დავაი წავედით თორე მაგვიანდება მეთქი.. გაეღიმა (მემგონი აქ მიხვდა რაშიც იყო სამქე.) და მითხრა, რომ არ წავალო. მე გამიკვირდა მისი დაჟინებული უარი და ვეუბნები. არაა პრობლემა ფულს ახლავე მოგცემ თქო. ეცინება ისევ და უარს მეუბნება. აი აქ მივხვდი რომ სულაც არ ვიჯექი ტაქსში. კარები გავაღე და ზევით ავიხედე. ტაქსის ნიშანი არ დამხვდა. გამიტყდა..

ამ ტიპს ბოდიში მოვუხადე. მეთქი ეს რა დამემართა. არაუშავსო კი მითხრა, მაგრამ მაინც პროჭი იყო. ყველაფერი როდესაც გაიასნდა ჩვენს შორის, გავეყვანე მერე რა მოხდებოდა... შეიძლება არც იყო პროჭი და მასაც ეჩქარებოდა.
ერთი სიტყვით ასეთი კურიოზი დამემართა..
იმედია ცოტათი მაინც გამხიარულდი..
ვერ მოინდომებ ისეთი რაღაცის გაგებას, რასაც ვერ გაიგებ.