მოკლედ: მოკლედ არაო.
პატრიარქი უარყოფს, რომ გიული ალასანიას სააკაშვილის დაბრუნებაზე ესაუბრა
"სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კათოლიკოს-პატრიარქმა თავისთან დაიბარა ქალბატონი გიული ალასანია, რათა მას "მიშასათვის გადაეცა, დაბრუნდეს და ქვეყანას მიხედოსო," რაც სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ჭორების უმრავლესობა, ეს ინფორმაციაც მტყუან-მართლის ნაზავია: ქალბატონი გიული მართლაც იყო მოსული საქართველოს საპატრიარქოში იანვრის პირველ რიცხვებში ოღონდ თავისი სურვილით და იმ მიზნით, რომ სხვა მოქალაქეების მსგავსად, მისი უწმინდესობისათვის მიელოცა დაბადების დღე, რასაც იგი გასულ წლებშიც აკეთებდა;
ვიღაცას კი ძალიან სურს სხვა ელფერი მისცეს ამ ჩვეულებრივ ფაქტს. სხვათა შორის, ქალბატონი გიული ალასანიას ახლობელი, ქალბატონი დარეჯან კუხიანიძეც იგივეს წერს თავის ფეის-ბუქის გვერდზე, მაგრამ რატომღაც ტირაჟირდება სხვების ,,სიმართლე," მისი კი, - არა", - ნათქვამია განცხადებაში.
წყარო (ტაბულა)