მეგობრებო, ნიკუშა ნატროშვილის დასახმარებლად 2015 წლის 12 მარტს 20 საათზე სპორტის სასახლეში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ: გამოუვალი მდგომარეობა, LOUDspeakers, 33ა, ფრანი, მგზავრები, რობი კუხიანიძე (Outsider), ReggaeON, ბაკურ ბურდული ბევრ სხვა ქართველ მომღერალთან ერთად! აღნიშნული კონცერტი ატარებს საქველმოქმედო ხასიათს და შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება ნიკუშა ნატროშვილს, რომელიც კიკეთში მომხდარი ინციდენტის შემდეგ უკვე 8 თვეა სიკვდილს ებრძვის. ამერიკაში არსებული კლივლენდის კლინიკიდან დასტური მოვიდა ოპერაციის ჩატარებასთან დაკავშირებით. გადმოგზავნილი ინვოისის საფუძველზე ოპერაცია 250 000 დოლარი ჯდება.
ბილეთის ღირებულებაა 10 ლარი! ბილეთები გაიყიდება სპორტის სასახლის სალაროებსა და www.biletebi.ge-ზე.
https://biletebi.ge/Default.aspx?id=22&name...%83%98%e1%83%a1