უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ამ დროისთვის აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური ბრძოლები შეწყვეტილია და ქართველი ჯარისკაცები პოზიციებს ინარჩუნებენ.
მამულაშვილმა უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლების მიმართ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მათ სათანადო მხარდაჭერა არ აღმოუჩინა.
„ხელისუფლება თავის დროზე გაგვემიჯნა, მათ ჩათვალეს, რომ ჩვენ ვიღაცის ინტერესებს ვატარებთ. კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა ყველას, რომ ჩვენ არ წარმოვადგენთ რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს. ჩვენ ვართ საქართველოს ინტერესების დამცველი ადამიანები. განსხვავებით ხელისუფლებისგან, რომელმაც არ ან ვერ შეძლო საქართველოს ინტერესების დაცვა სწორედ იქ, სადაც დღეს ჩვენი ქვეყნის ინტერესების ხაზი გადის, ჩვენ ვაკეთებთ ამას ბევრის მაგივრად და ხელისუფლების მაგივრადაც“, - განაცხადა მამულაშვილმა სააგენტო "პირველი რადიოს" რადიოკლუბში.
http://newposts.ge/?l=G&id=67479-%E1%83%9B...%83%91%E1%83%90ქოცები არიან ქართული სახელმწიფოებრიობის მტრები