ნოვოროსიელმა ტერორისტებმა ნემცოვის მკვლელობა აღიარეს
დავით ჩხიკვაძე 2015-03-05 19:02:06
სამმა ნიღბიანმა მამაკაცმა სოციალურ ქსელ "ВКонтакте"-ში მიმართვა გაავრცელა და ბორის ნემცოვის მკვლელობა აღიარა. ისინი საკუთარ თავს დივერსიულ-მოიერიშე სადაზვერვო ჯგუფ ,,რუსიჩის“ წევრებს უწოდებენ.
მათი მიზანი კი რუსეთში მარტში დაგეგმილი საპროტესტო აქციების ჩაშლაა.
-",,ჩვენ ნოვიროსიის პარტიზანები, ,,რუსიჩის“ წევრები, მარშის წინა დღეს მოსკოვის მერიის გამყიდველობის მიუხედავად, ნოვიროსიის სამხედრო საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება და სისრულეში მოვიყვანეთ განაჩენი _ პროამერიკელ, გამყიდველ, ნემცოვთან დაკავშირებით, რომელიც ყიდდა ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ხალხს . ეს იყო ჩვენი სურვილი მოგვეწყო საჩვენებელი აქცია, თუ რუსეთის გამყიდველები გონს არ მოეგებიან და არ შეწყვეტენ ანტისახალხო მოღვაწეობას, ამ შემთვევაში მათაც იგივე განაჩენი ელით."
რუსეთის საგამოძიებო ორგანოები ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.