ჩინური საინტერესოა იმით, რომ შეიძლება კითხვა ისწავლო ისე, რომ ენა არ იცოდე. თვითონ ჩინეთშიც, მოგეხსენებათ, ორი მთავარი ენაა, მანდარინი და კანტონური, რომლებიც სხვადასხვა ენებია ერთის ლაპარაკს მეორე ვერ იგებს. მაგრამ დამწერლობა საერთო აქვთ

ანუ ერთდაიგივე დაწერილს სხვადასხვანაირად წაიკითხავენ, მაგრამ აზრი იგივე იქნება. ანუ, თუ შეხვდნენ ორნი ერთმანეთს, ლაპარაკით ვერ გააგებინებენ, მაგრამ შეუძლიათ დაწერონ, და დაწერილს წაიკითხავს მეორე.
ეს გასაკვირი არაა, ვინაიდან იწერება იეროგლიფებით, რომლებიც თითო თითო სიტყვას ნიშნავს. მაგრამ კარგი ისაა, რომ ჩვენც შეგვიძლია ვისწავლოთ თვითონ ენის სწავლის გარეშე. ლაპარაკი არ გვეცოდინება, მაგრამ დაწერილს წავიკითხავთ

სულ ათიათასობით იეროგლიფია, მაგრამ ხშირად გამოყენებადი ბევრად ნაკლები.
200 იეროგლიფით უკვე შეიძლება მარტივი რაღაცეების წაკითხვა, მაგალითად გზებზე ნიშნების და რესტორანში მენიუების.
1000 იეროგლიფით შეიძლება გაზეთების ან თუნდაც წიგნების კითხვა.
4000 უკვე შეგიძლია ჩათვალო, რომ ჩინურად კითხვა იცი.
ჩვენ 200-დან 1000-მდე რომ ვისწავლოთ, ეგეც საქმეა. არადა 200-ის სწავლას რა უნდა

თან, იაპონურიც ჩინურზეა დაფუძნებული, ამიტომ ავტომატურად მაგასაც ვისწავლით.
მოკლედ, აგერ ვებსაიტი, სადაც არის იეროგლიფები დალაგებული გამოყენების სიხშირის მიხედვით, მიყევით და ისწავლეთ.
http://www.learnchineseez.com/read-write/simplified/ესეც მოკლე, სახალისო ვიდეო ქართული სუბტიტრებით
https://www.ted.com/talks/shaolan_learn_to_...ase?language=ka