მოგესალმებით ფორუმელებო. ჩემი წინა პოსტს რომელსაც პმ-ში უამრავი წერილი და თხოვნა მოყვა დროის უქონლობის გამო მრავალს პასუხი ვერ გავეცი და იმდენი IMEI მოვიდა რომლის რომელი იყო ამერია ( რა ვქნა ვერ დავალაგე ნერვები არ მეყო ) აქედან გამომდინარე გადავწყვიტე ფორუმელებს ერთი საინტერესო ტუტორიალი შემოგთავაზოთ .. ნახევარზე მეტი ვიცი EBAY -ის მომხმარებგელია და უაზროდ ამ კოდის მოხსნებში ისედაც ჯიბე გასუქებულ ამერიკელებს კიდევ ჯიბეს უსქელებენ . რაც შეეხება ქართველ ანლოქერებს იმედია პრეტენზიები არ ექნებათ და თუ ექნება შეუძლია პმ-ში მომწეროს ნომერსაც მივცემ და დამიკავშირდნენ და ყველას პასუხს გავცემ .
ნუ მოკლედ ბევრს აღარ მოგაბეზერებთ თავს და დავიწყოთ სწავლება თუ როგორ უნდა გავუკეთოთ unlock ჩვენს მობილურ ტელეფონებს არა აქვს მნიშვნელობა ეს Apple-ა , HTC , LG , NOKIA , SONY , ALCATEL "I-ღე"
თქვენ თელეფონს ანლოქი რომ გაუკეთდეს უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს . მე არ გეუბნებით რომ ამით 100 % ით მოხსნით მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით რომ 98 % მოტხოვნა დააკმაყოფილეს და კოდი მოხსნეს .
კრიტერიუმებია . ( ინგლისურიდან ვთარგმნი ტრანსლატორის გარეშე და იმედია სწორად გასაგებად გადავთარგმნი

* [B]მობილური ტელეფონი აუცილებლად უნდა წარმოადგენდეს AT-T ისათვის ( ანუ მისთვის უნდა იყოს გამოშებული ) და ტელეფონი უნდა იყოს AT-T ქსელში დაბლოკილი
* მობილური ტელეფონი არ უნდა დაკარგული ან მოპარული
* არ უნდა უკავშირდებოდეს თაღლითურ საქმიანობას ( ესე უწერიათ

)
* მობილური რომელიც ნაყიდია ან განვადებით არის გამოტანილი ყველა ვალდებულება უნდა ქონდეს სრულად გადახდილი
* მობილური არ უნდა იყოს AT-T რომელიმე მომხმარებელზე აქტიური
* თუ ნაადრევად გაკეთდა upgrade მაშინ 14 დღე უნდა იყოს გასული ( პირობითად იყიდა ტიპმა აიფონ-5 და არის 2 წლიან კონტრაქტზე სანამ ეს 2 წელი გავიდა გადაიხადა ყველაფერი და გამოიტანა აიფონ 6 . გამოტანიდან 14 დღე უნდა გავიდეს ამას ნიშნავს Upgrade
ამ ყველაფერს თუ ვაკმაყოფილებთ
დავიწყოთ
1 შევდივართ ამ ლინკზე
https://www.att.com/deviceunlock/#/ ქვევით მოვპწიჩკოთ და დავაჭიროთ Continue .
2 შემდეგ Customer Type გასწვრივ მოვნიშნოთ Non-AT&T Mobility customer
3 შევავსოთ მოცემული ველები
1) IMEI Number კოდი რომლის ნახვაც შეგიძლიათ ტელეფონზე აკვრეფით *#06# და 15 ნიშნა ციფრები ეს არის IMEI
2) First Name აქ უნდა ჩაწეროთ სახელი
3) Last Name თქვენი გვარი
4) Email Address თქვენი მეილი ( გაითვალისწინეთ მეილი უნდა იყოს მუშა რადგან გაგზავნის შემდეგ ეგრევე მოვა თქვენს მეილზე წერილი საიდანაც უნდა დაეთანხმოთ მოთხოვნას .
5) შევიყვანთ უსაფრთხოების კოდს და დავაწვებით Submit
ამ ყველაფრის შემდეგ ველოდებით 24 საათის განმალობაში მეილზე პასუხის მოსვლას . თუ მოიხსნება წარმატებით მოაყოლებენ ინსტრუქციასაც >
გისურვებთ წარმატებას.
იმედი ნორმალური გამოვიდა

( თუ არა და ჩმეი პირველი ტუტორიალია და დავხეწავ მომავალში )
შემდეგ პოსტებში გასწავლით სხვა ოპერატორების კოდის მოხსნასაც T-mobile , Verizon , Sprint
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)