აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი: თუ საქართველო დაინგრევა, მისი ნაწილი თურქეთს და აზერბაიჯანსაც შეიძლება შეხვდეს
10:43 07.03.2015
ბაქოში, საინფორმაციო სააგენტო «Trend»-ის ოფისში პრეს-კონფერენცია გამართა პოლიტიკური ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორმა, აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგმა მუბარიზ აჰმედოღლუმ. იგი ჟურნალისტებს მიმდინარე საერთაშორისო პოლიტიკის, უკრაინის კრიზისის, კავკასიის პრობლემების შესახებ ესაუბრა და ტრადიციულად, საქართველოც არ დაივიწყა.
მუბარიზ აჰმედოღლუმ კომენტარი გაუკეთა თბილისში რუსული სამხედრო ავტომანქანების გამოჩენასთან დაკავშირებულ ამბებს და განაცხადა, რომ ეს ავტომანქანები საქართველოს გავლით სომხეთში შევიდნენ. მისი თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ფაქტი რომელიღაც ბიზნესმენის პირად ინიციატივად წარმოაჩინა, თითქოსდა მას ეს ავტომანქანები ერთ-ერთ რუსულ სამხედრო ნაწილში შეუძენია და სათადარიგო ნაწილებად დაშლა და გაყიდვა აქვს მიზნადო.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ აჰმედოღლუს პრესკონფერენციის ფრაგმენტებს გთავაზობთ:
მუბარიზ აჰმედოღლუ: საქართველო თავის დამოუკიდებლობას კარგავს. ამ ქვეყნის ხელისუფლებაში მყოფმა გუნდმა თავისი მოქმედებით რუსეთს შესაძლებლობა გაუფართოვა, რომ მოსკოვმა თბილისის პოლიტიკაზე მეტი გავლენა მოახდინოს. პირველად 2008 წლის შემდეგ, რუსეთის სამხედრო ტექნიკა საქართველოს ტერიტორიაზე კვლავ სახმელეთო გზით შევიდა და შესაძლებელია მომავალშიც ასე განმეორდეს, ტრანზიტის სახით. რუსეთის სამხედრო ტექნიკის შესვლა საქართველოს ტერიტორიაზე, როგორი განზრახვაც არ უნდა იყოს, მაინც ძალიან სარისკოა. სულ ცოტა, მოსახლეობას ამ მოვლენაზე მშვიდი რეაგირება არ ექნება...
აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობების პრობლემებმა თავის სახე ბოლო დროს კუმულიატიური ფორმით გამოავლინა. საქართველოს რეალურად არასდროს არ დაუჭერია მხარი აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისათვის. მხარდაჭერის ერთადერთი ფორმა მხოლოდ რიტორიკულია. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ელმარ მამედიაროვის თბილისში ვიზიტის დროს, მისმა ქართველმა კოლეგამ თამარ ბერუჩაშვილმა იგივე რიტორიკა გააგრძელა. საქართველოს პარლამენტის სპიკერის განცხადებები რეგიონული კონფლიქტების დარეგულირების საკითხში, რომელიც მან სომხეთში ვიზიტის დროს გააკეთა, სომხებს ძალიან მოეწონათ... უფრო მეტიც - შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ უარი თქვა სომხებისადმი რიტორიკულ მხარდაჭერაზე და მათ უკვე რეალურ დახმარებას უწევს. ნორმალური ლოგიკის თანახმად, საქართველოს არანაირი სამეცნიერო, პოლიტოლოგიური და ეკონომიკური საფუძველი არ აქვს ბალანსი დაარღვიოს აზერბაიჯანის საზიანოდ და სომხეთის სასარგებლოდ. თუ საქართველო ფიქრობს, რომ აზერბაიჯანი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების საკითხში, ამას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს: სისაძაგლე. იმიტომ, რომ ამით საქართველო იმ ტოტს ჭრის, რომელზე თვითონ ზის. ზოგადად, საქართველოს ხელმძღვანელობის ასეთი ქცევა საფრთხეს უქმნის აზერბაიჯანის ნავთობ-გაზსადენებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის. რუსეთი უკვე ფიქრობს, რომ საქართველოს ყველანაირი დასავლური პროექტი შეაჩეროს. ამ შემთხვევაში არჩევანი საქართველოს კი არ აქვს, არამედ რუსეთს. მხოლოდ რუსეთი განსაზღვრავს, შეაჩეროს თუ არა საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრის მუშაობა ან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი...
ყველა შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი პოლიტიკა მიმართულია საკუთარი პირადი პოლიტიკური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ეს ყველაფერი საქართველოს სახელმწიფოებრიობას სერიოზულად ემუქრება. ცხადია, ეს ესმის ქვეყნის ხელმძღვანელებს. მათი აზრით, საქართველოს [ტერიტორიას] ერთმანეთში სომხეთი და რუსეთი გაიყოფენ. თეორიული თვალსაზრისით, თუ საქართველოს სახელმწიფო დაინგრევა, მისი ტერიტორიის ნაწილი თურქეთს და აზერბაიჯანსაც შეიძლება შეხვდეს. რუსეთის გააქტიურობის ნიშნები საქართველოში გასული წლის ბოლოს გამოჩნდა, როცა საქართველოს მოქალაქემ ფოთის პორტის აქციების 49% რუსულ „როსნეფტს“ მიჰყიდა. იგივე მოქალაქე მიჰყიდის რუსეთს დანარჩენ ორ პროცენტსაც...
შესაძლოა აქციების ფასი გაიზარდოს. საქმე იმაშია, რომ საქართველოს მთავრობა [ამ შემთხვევაში] არ დაეთანხმა „ოკუპირებული ტერიტორიების“ კანონის გამოყენებას. საქართველოს ოფიციალურმა პირებმა შეიძლება სოფისტურად დაასაბუთონ, რომ სომხეთიდან წასული ავტომანქანები საქართველოსა და აზერბაიჯანისათვის არავითარ საფრთხეს არ ქმნიან, მაგრამ სინამდვილეში თბილისმა ყველაზე მეტად საკუთარ თავს შეუქმნა საფრთხე. ეს როგორც სამხედრო, ისე გეოპოლიტიკური საფრთხეა. რუსეთმა თავისი სამხედრო ტექნიკა სომხეთში გაგზავნა საქართველოს გავლით იმ დროს, როცა ხელი უნდა მოაწეროს სამოკავშირეო სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას სამხრეთ ოსეთთან. ამით რუსეთმა მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ საქართველოს მთავრობა დამორჩილებული ჰყავს.
თავის დროზე ერთ-ერთმა რუსმა ექსპერტმა მასმედიაში საქართველოს ნაწილების ოკუპირებისა და მათი სომხეთ-რუსეთისადმი მიერთების გეგმა გამოაქვეყნა, ახლა ამ გეგმის რეალიზებისათვის სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა. ივანიშვილ-ღარიბაშვილის დუეტმა ირიბად დაადასტურა თავისი თანხმობა ამ გეგმისადმი - სომხეთის რუსეთთან შეერთება საქართველოს ტერიტორიის ოკუპირების ხარჯზე“- აცხადებს აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი.
----------------------------------------------------------------
ჩანჩქერი:
http://www.newspress.ge/uckhouri-presa/625...-shekhvdes.htmlამათ შიგ ხომ არ აქვთ?!
This post has been edited by kush on 8 Mar 2015, 22:40
მიმაგრებული სურათი
კატალიზატორი გამოყარე, თუ თავიდანვე ბოლავდი შეჩემა?!.... :D