ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებით, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამი ადამიანი - გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია უნდა შეიწყალოს. ოდესის ამჟამინდელმა გუბერნატორმა სააკაშვილმა ამის შესახებ „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა. „კონკრეტულად, პრეზიდენტ მარგველაშვილის ადგილი შემდგომ ისტორიაში, შემდგომ ქართულ პოლიტიკაში - ჩემი აზრით, მე არც მისი მრჩეველი ვარ, არც სხვა ურთიერთობები მაკავშირებს, ერთადერთი იმით გაიზობემა, შეიწყალებს თუ არა იმ სამ ადამიანს, ვინც წარმოუდგენელი რამ გააკეთა ქართული სახელმწიფოებრიობისთვის.
ადამიანი, რომელმაც შექმნა ქართული სამხედრო წარმოება; ადამიანი, რომელმაც შექმნა ქართული პოლიცია, ააშენა რაბათი; ადამიანი, რომელმაც ააშენა თბილისში უფრო მეტი, ვიდრე ნებისმიერ მერს აუშენებია - ამ სამ ადამიანზე ვლაპარაკობ - გიგი, ვანო და ბაჩო.
კრიტერიუმი, მარგველაშვილის ქმედების და წესიერების განმსაზღვრელი იქნება, თუ ის ამ შეწყალებაზე ხელს მოაწერს“, - აღნიშნა სააკაშვილმა.
ამასთან, სააკაშვილის თქმით, გიგი უგულავას გათავისუფლების შემდეგ „სკაიპით“ დიდხანს ესაუბრა და მაშინვე უთხრა, რომ მეორე დღეს, კვლავ დააკავებდნენ.
http://www.info9.ge/sazogadoeba/videorepor...html?lang=ka-GE
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo