stranger_
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2489
წევრი No.: 130631
რეგისტრ.: 27-April 11
|
#43992964 · 10 Mar 2015, 12:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კითხვა : ხო ვიცით რაშია ჩვენი პრობლემა და გაჭირვება ,გაუტანლობა,შური და სიზარმაცე
ეს ბევრმა ერის მამამ დაწერა თავის დროზე, ილია იყო უდიდესი
ხოდა რა მაინტერესებს
ვინმემ გაწერა გამოსავალი რა უნდა გავაკეთოთ რო არ მოგვედღნას სახე შემდეგშიც ? გაწერილი გეგმა
ბლიად იუტუბზე ვუყურებდი ახლა ქართულ ცეკვებს ,ხო მაგარია,მიყვარს,ჩემია,მარა იქეთ რა გვაქვს წინ ?კურტუმოს მოქნილად ქნევის გარდა რა შეგვიძლია კომენტარები ვნახე, რა ლამაზი ცეკვები აქვთ ქართველებსო,მართალია სიამაყე არ აქვთ მარა მიყვარსო
რითი ამოვტენოთ ის სიძულვილის და გაჭირვების უფსკრული,რომელშიც ვყრივართ ამდენი საუკუნეა და ისე მივეჩვიეთ რო არც გვჯერა თუ გვეშველება
მარა ხო შეძლეს ჩვენმა წინაპრებმა,ხოდა ჩვენც შევძლებთ როგორ შევიყვაროთ არა,როგორ არ გვძულდეს ერთმანეთი
მაპაწიეთ ცოტა გრადუსები და ამბები ამ დილიდან,მაგრამ
¨ხმლიანმა მტერმა ვერ დაგმათმობინა, ვერ წაგვართვა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ქვეყანა. ხმლიანს მტერს გავუძელით, გადავრჩით, ქვეყანა და სახელი შევინახეთ, სახსენებელი არ ამოვიკვეთეთ, შევირჩინეთ, საქოლავი არავის ავაგებინეთ. ხმლით მოსეულმა ვერა დაგვაკლო-რა - შრომით და გარჯით, ცოდნით და ხერხით მოსული კი თან გაგვიტანს, ფეხ-ქვეშიდან მიწას გამოგვაცლის, სახელს გაგვიქრობს, გაგვწყვეტს. სახსენებელი ქართველისა ამოიკვეთება და ჩვენს მშვენიერს ქვეყანას, როგორც უპატრონო საყდარს, სხვანი დაეპატრონებიან. შრომასა და გარჯას, ცოდნასა და ხერხს ვერავინ-ღა გაუძლებს, თუ შრომა და გარჯა, ცოდნა და ხერხი წინ არ მივაგებეთ, წინ არ დავახვედრეთ, წინ არ დავუყენეთ. ვართ კი ყოველ ამისთვის მზად? ან გვეტყობა რაშიმე, რომ ყოველივე ეს ვიცით და ვემზადებით?.. რა გითხრათ? რით გაგახაროთ?
ეხლაც ომია, ხოლო სისხლის ღვრისა კი არა, ოფლის ღვრისა, ომი უსისხლო, მშვიდობიანი, წყნარი. ამ ომმა არც ბუკი იცის, არც ნაღარა. უბუკ-ნაღაროდ სთესავს, უბუკ-ნაღაროდ მკის. კოკისებურ შხაპუნა ნიაღვარს კი არ ჰგავს, რომ მთა და ბარი თან წაიღოს, მოარღვიოს, მოღაროს და მოგრაგნოს, „მდუმარე წვიმისაებრ ნაყოფის გამომცემელია“. არც რბევა იცის, არც ძარცვა. ეს მის ბუნებაში არა სწერია, თუ თვითონ ადამიანმა გესლი ულმობელის სიხარბისა შიგ არ ჩააწვეთა, ბუნება არ მოუწამლა, არ მოუშხამა. ეს ომი შრომისაა, და ვითარცა შრომა - პატიოსანია, ნამუსიანია და ისეთივე თავმოსაწონებელი, თავ-გამოსაჩენი, როგორც უწინ თოფისა და ხმლის ომი იყო. ვაჟკაცობა ამისთანა ომში ბევრით წინ არის სისხლის ომის ვაჟკაცობაზე. ვაჟკაც გულადზე მშრომელი სამის გაფრენით მეტიაო, - იტყოდა გლეხკაცი თავისებურად ზედგამოჭრით, თუ მართალს ათქმევინებთ. რა გლეხკაცი, თითონ დღევანდელი დღე ამას გვეუბნება, ამას ჰღაღადებს და ჩვენ გვესმის კი ეს ღაღადი? ვაი რომ არა. მაშ რა გითხრათ, რით გაგახაროთ?
არ ვიცით - რანი ვყოფილვართ, არ ვხედავთ - რანი ვართ, ვერ გამოგვისახია - რანი ვიქნებით. ყურებში ბამბა გვაქვს დაცული და თვალებზე ხელი აგვიფარებია. არც არაფერს ვხედავთ, არც არაფერი გვესმის. უზარმაზარი თხრილია ჩვენ, ქართველების წინ და აინუშიაც არ მოგვდის. ამ თხრილის პირას ვდგევართ და საკმაოა ხელი გვკრან - და შინ გადავიჩეხებით დედაბუდიანად. ორბი, არწივიც კი ვეღარ გვიპოვის, ვეღარ დასწვდება ჩვენს ძვლებს, რომ გამოხრან, გამოსწიწკნონ, ისეთი ღრმაა ეს თხრილი, ისეთი უძირო. ვდგევართ და უღონოდა ვბზუით „მე ვარ და ჩემი ნაბადიო“ და ამ ბზუილიდან არა გამოდის-რა. იქნება იმიტომ, რომ ყველა ბუზი კი ბზუის, ფუტკართან კი ყველა ტყუის.¨
--------------------
ან არ ვიქნები საერთოდ ან ვიქნები ქართველი!!!
რუსეთი ნახევარი პლანეტა-რესურსია ჩემი საქართველოს გასაძლიერებლად!!!
თუ ვერ ვიხილე საქართველო აყვავებული დაე დამწვარი დამენახოს მთელი სამყარო!!!
ჩემი ოჯახი მართლმადიდებელია ვინც ჩემს ოჯახს შეურაცხჰყოფთ ########თ ოჯახები!!!
მიშას დედა ტირის!!!
|