ორგანიზაცია "ივერია" ხვალ სტრატეგიას წარადგენს
16:35 15-03-2015
ორგანიზაცია "ივერია" ხვალ სტრატეგიას წარადგენს ორგანიზაცია "ივერია" ხვალ საზოგადოებასთან შეხვედრას გამართავს და ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარ სტრატეგიას წარმოადგენს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაციიდან აცნობეს, შეხვედრის მიზანი "ივერიის", როგორც ორგანიზაციის, მისი საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა.
ღონისძიებაზე "ივერია" საზოგადოებას ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე თავის ხედვებს გააცნობს და სტრატეგიას წარმოადგენს. გარდა ამისა, შეხვედრაზე ორგანიზაცია "ივერიის" ბაზაზე ფართო საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება გაცხადდება.
ორგანიზაცია "ივერიის" დამფუძნებლები გრიგოლ ვაშაძე, მამუკა გამყრელიძე, ნიკა რურუა, ნიკოლოზ ვაშაკიძე, მამუკა კუდავა, ნოდარ ხარშილაძე, ნინო კალანდაძე, გიგი კუბლაშვილი, ნინო ნაკაშიძე, გია ჯაფარიძე და თორნიკე შარაშენიძე არიან.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...tsaradgens.htmlერთი კალაშნიკოვით მივა მერე რუსეთის პასპორტით